Home რუბრიკები პოლიტიკა დაგიხოციათ ერთმანეთი!

დაგიხოციათ ერთმანეთი!

524

გაზეთიინდეპენდეტიიტყობინება, რომ, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი იარაღით მოვაჭრე დიდ სახელმწიფოთა შორის მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

გაყიდული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი,_ წერს გაზეთი, სისხლისმღვრელი ომების გაჩაღებაში არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. 2010 წლიდან დაწყებული დიდმა ბრიტანეთმა იარაღი მიჰყიდა 39 ქვეყანას იმ 51 ქვეყნიდან, რომლებიც “არათავისუფალ ქვეყნებად” არის მიჩნეული ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” მოხსენების საფუძველზე, ასევე, 22 ქვეყანას იმ 30 ქვეყნების სიიდან, რომლებშიც, ბრიტანეთის მთავრობის აზრით, ირღვევა ადამიანის უფლებები.

ბრიტანული იარაღის ორი მესამედი მიჰყიდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომელთა არასტაბილურობა ბრიტანეთისთვის ტერორისტული თავდასხმების რისკსა ზრდის.

ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ყიდდა უფრო მეტი იარაღს, ვიდრე რუსეთი, ჩინეთი ან საფრანგეთი. იარაღის უფრო დიდი ექსპორტიორი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია.

მინისტრები, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ ყველა საექსპორტო ლიცენზია, ირწმუნებიან, რომ არსებული სისტემა არის მტკიცე და უცვლელი, და რომ მათ გაითხოვეს რუსეთსა და უკრაინაში თავდაცვითი იარაღის ექსპორტირების ადრე გაცემული ნებართვა.

მაგრამ მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მოწოდებები, რომ შეეწყვიტა იარაღის მიყიდვა რეპრესიული რეჟიმებისათვის საუდის არაბეთის ჩათვლით. მინისტრთა კაბინეტი ჯიუტად იმეორებს, რომ საუდის არაბეთში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ვერავითარ დამამტკიცებელ ფაქტს ვერ ხედავს.

არადა, საუდელთა კოალიცია ბომბავს საავადმყოფოებს, რომლებიც ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” დახმარებით მუშაობენ, აგრეთვე, სკოლებსა და ქორწილებს. იბომბება კვების მრეწველობის ობიექტები მაშინ, როცა, მაგალითად, იემენი საკვების სერიოზულ უკმარისობას განიცდის. უფლებადამცველი ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ გააჩნიათ სამოქალაქო ობიექტების წინასწარგანზრახვით დაბომბვის უტყუარი მტკიცებულებანი.

დადგინდა, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში გაიცა ლიცენზია 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ იმ “არათავსიუფალი” რეჟიმებისთვის, როგორებსაც “ფრიდომ ჰაუსის” შეხედულებით მიეკუთვნება ჩინეთი, ომანი, თურქმენეთი და გაერთიანებული არაბული საამიროები.

ამას გარდა, 7,9 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების იარაღი დიდმა ბრიტანეთმა მიჰყიდა ქვეყნებს, რომლებიც შეტანილია “ყველაზე უფრო რთული სიტუაციის მქონე” სახელმწიფოების სიაში, სადაც დაფიქსირებულია “ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა”. ამ სიას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგენს.

სიაში ჩართულია საუდის არაბეთი, რომელსაც მიჰყიდეს ბომბები, რაკეტები და ავიაგამანადგურებლები, ისრაელი, რომელმაც მიიღო უპილოტო თვითმფრინავები და ზუსტი დამიზნების აპარატურა, ასევე, ბაჰრეინი, რომელსაც მიაწოდეს ტყვიამფრქვევები. თურქმენეთმა იყიდა ზარბაზნები და საბრძოლო მასალა.

“ეს თავზარდამცემი ციფრები ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ფარისევლურ ხასიათს”, _ აღნიშნავს ორგანიზაცია “იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიის” წევრი ენდრიუ სმიტი “ინდეპენდენტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მოკლედ: დიდი ბრიტანეთი მოგყიდით იარაღს და თქვენ _ დაგიხოციათ ერთმანეთი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here