Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟუკოვი

სტალინი და ჟუკოვი

1942

ჩემი ახალგამოცემული წიგნის _ “სტალინისმკითხველმა ტელეფონზე დამირეკა და წიგნის გამოცემისთვის მადლობა გადამიხადა, თანაც თავისი დადებითი და უარყოფითი შეფასებებიც გულწრფელად გამიზიარა; მოწონებასთან ერთად, არ დამიმალა, რომ წიგნში ნათლად ჩანს ჩემი ტენდენციური დამოკიდებულება მარშალი გიორგი ჟუკოვის მიმართ. მისი აზრით, ამ პიროვნების ღვაწლის წარმოჩენა სხვა კუთხით შეიძლებოდა. ზოგიერთმა მკითხველმა კი ჟუკოვის პიროვნების მიმართ კვლევის შედეგები მოიწონა და ჩემი თვალსაზრისი აღიქვა, როგორც რევანში ჟუკოვისგან სტალინზე გამოთქმული ზოგიერთი შეფასების გამო

არ ვამტკიცებ, რომ ჟუკოვისადმი ჩემ დამოკიდებულებაში არ შეიმჩნევა მისდამი ანტიპათიის ნიშნები, რომლის გამოც თავიდანვე მოვერიდე სტალინისა და ჟუკოვის ურთიერთობის ცალკე თავად გამოყოფას, რათა დაწვრილებით არ მესაუბრა არც ისე იოლად განსახილველ საკითხებზე, მაგრამ სატელეფონო ზარებმა გადამაწყვეტინა, ცალკე ჩამომეყალიბებინა თემა “სტალინი და ჟუკოვი”.

როგორც დამწყები და მოყვარული “მკვლევარი”, მართებულად არ მივიჩნევ სტალინისა და ჟუკოვის ერთ სიბრტყეზე განხილვას და მათ შორის პარალელების გავლებას.

სტალინი მწვერვალია, ჟუკოვი კი ამ მწვერვალიდან გამონაჟონი პატარა ნაკადული, რომლის სიდიდეც მწვერვალის ხასიათზეა დამოკიდებული _ ხან იკლებს, ხანაც იმატებს ნაკადულის დინება. სტალინისა და ჟუკოვის შეფასება, როგორც სიდიდეებისა, მიამიტობაა, თუ უხეშად ვიტყვით _ უცოდინარობა, როდესაც ადამიანმა ბევრი არაფერი იცის არც სტალინისა და არც ჟუკოვის შესახებ.

სტალინი რეჟისორია, ჟუკოვი _ მსახიობი. სტალინი დგამს ტრაგიკულ სცენებს, აძლევს დავალებებს მსახიობს, ის კი ამ როლს ხან კარგად ასრულებს და ხან _ ცუდად, ამიტომ ხშირად რეჟისორი მას მეორე მსახიობით ცვლის. დაწუნებული მსახიობი კი, გული რომ არ დასწყდეს, სხვა როლზე გადაჰყავს.

სტალინი ყარაჩოხელია, რომელსაც საგანგებად გამოკვებილი ყოჩი გამოჰყავს მოედანზე და სხვა ყარაჩოხელის ყოჩთან აჭიდავებს. ყოჩი ხან უმართლებს, ხან _ არა. თუ არ უმართლებს, ცვლის, რიგ შემთხვევაში _ კლავს, ზოგჯერ კი დასაკლავად ვერ იმეტებს და ინარჩუნებს.

განა შეიძლება ერთ სიბრტყეზე განვიხილოთ ყოჩი და ყარაჩოხელი, მსახიობი და რეჟისორი, მყინვარი და ღრანტეში მოჩუხჩუხე თოვლის ნაჟური?

ჟუკოვი სამამულო ომის პერიოდში ლეგენდარული კამეჩის რქაზე იჯდა და იმ ტვირთს მოათრევდა, რომლის სიდიდე და სიმძიმეც კაცობრიობას ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავს.

ძვირფასო მკითხველო, სადღეგრძელოს თქმას თავი დავანებოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ _ “მითხარი, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ელოსა”…

 გიორგი კონსტანტინეს ძე ჟუკოვი დაიბადა 1896 წლის 19 ნოემბერს სოფელ სტრელკოვკაში, კალუგის გუბერნიაში. მეწაღის შვილს 24 წლის შესრულებამდე სწავლა-განათლება არ მიუღია. 1920 წელს კავალერიაში ყოფნის პერიოდში წერა-კითხვა ასწავლეს. 1923 წელს ბეჯითმა და გაბედულმა “სალდათმა” კავალერიის პოლკის მეთაურის თანაშემწეობას მიაღწია. 1929 წელს სასტიკი საყვედური მიიღო ლოთობისა და მექალთანეობის გამო. 1930 წელს გახდა კონსტანტინე როკოსოვსკისთვის დაქვემდებარებული სამარის კავალერიის მეშვიდე ბრიგადის უფროსი. შემოწმების გავლის შემდეგ როკოსოვსკი ჟუკოვის სახელზე გაცემულ ატესტაციაში წერს:

ხასიათით უხეშია, არადამაკმაყოფილებელი ცოდნითა და აზროვნებით, აქვს განდიდების ავადმყოფური ლტოლვა, საშტაბო და აღმზრდელობით თანამდებობებზე მისი დანიშვნა არ შეიძლება…”

1930 წელს ლეგენდარული მარშლის _ კონსტანტინე როკოსოვსკის ეს დახასიათება ჟუკოვს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, როგორც სავიზიტო ბარათი.

შეუბრალებელი, მომხვეჭველი, თავის თავზე შეყვარებული, განდიდების მანიით შეპყრობილი, მექალათანე, უხეში _ ასეთი წარმოგვიდგება ჟუკოვი როგორც თავის, ასევე სხვის მემუარებში.

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ სათქმელის ბოლომდე თქმას ვაპირებ, მაგრამ წინასწარ მინდა დავსვა კითხვა: ნუთუ შეიძლება ასეთი პიროვნებისა და სტალინის ერთმანეთთან შედარება? თუმცა სათქმელი წინ მაქვს.

ჟუკოვი თავის მემუარებში ხშირად შენიშნავს, რომ სტალინი ომის ბოლო წლებში გახდა სამხედრო სპეციალისტი, ომის პირველი წლების წარუმატებლობასა და ომის მოულოდნელად დაწყებით გამოწვეულ მარცხზე პასუხისმგებლობას ის მთლიანად სტალინს აკისრებს. არადა, 1941 წლის ივნისში სტალინს არავითარი სამხედრო თანამდებობა არ ეკავა, ჟუკოვი კი 1941 წლის იანვრიდან დანიშნული იყო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილედ. ვის ევალებოდა, უწინარესად, სახლმწიფო საზღვრის დაცვა და ჯარების მომზადება მომხვდურ მტერთან საბრძოლველად? _ რა თქმა უნდა, ჟუკოვს და ჯარების მინისტრს, რაც იგნორირებულია სამამულო ომის ისტორიის ამსახველ დოკუმენტებში.

ჟუკოვის პირველი და, ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, როგორც გენშტაბის უფროსისა, იყო 1941 წლის 22 ივნისი. ამ დღეს საბჭოთა კავშირის საზღვრებთან დატრიალებული ტრაგედია 100%-ით მის კისერზეა.

ჟუკოვმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც ფიზიკურად და მორალურად ვეღარ უძლებდა გერმანელთა შემოტევას მოსკოვის მისადგომებთან, სტალინს მიმართა თხოვნით, ნება დაერთო, გადმოეტანა შტაბი ბელორუსიის “ვაგზალთან”, რაზეც სტალინმა უპასუხა:

“სამეთაურო პუნტქის “ოდნავ ზურგში” გადმოტანა მოსკოვის დათმობას ნიშნავს, თუ ჟუკოვი გადავა ბელორუსიის “ვაგზალთან”, მის ადგილს დაიკავებს სტალინი”.

მოსკოვი დაიცვა სტალინმა და არა ჟუკოვმა, ამიტომ წითელ მოედანზე ცხენზე ამხედრებული ჟუკოვი კი არ უნდა იყოს გამოჯგიმული, არამედ სტალინის სახე უნდა ფარავდეს 1941 წლის წითელ მოედანსა და მავზოლეუმის ისტორიულ ტრიბუნებს (მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია, ალბათ, რუსული სამართალი _ გრ. ონიანი). სტალინმა არ გაითვალისწინა როკოსოვსკის მიერ ჟუკოვისთვის დადებული დამღა დაბალი ცოდნისა და საშტაბო მუშაობის შეუძლებლობის შესახებ და შედეგიც მალე მოიმკა _ ევაკუირებული მოსკოვი და დაბომბილი დიდი თეატრი. არამიწიერი გონების მქონე სტალინს ღმერთმა მისცა იმის განჭვრეტის უნარი, რომ იაპონია ვერ გაბედავდა საბჭოეთზე თავდასხმას და დიდი რისკის ფასად ციმბირიდან გუდერიანისა და ჰიტლერის მესაფლავე კუნთმაგარი ბიჭების ეშელონებით გადმოყვანის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა ჟუკოვმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ტანკებზე ამხედრებული ციმბირელები თოვლით იზელდნენ გულმკერდს და მტერთან შესარკინებლად ემზადებოდნენ.

როგორ გაჩნდა მოსკოვში ამდენი შეიარაღებული ჯარისკაცი და ამ რაოდენობის ტანკი დროის მცირე მონაკვეთში, დღესაც შეუცნობელია. სტალინმა მოსკოვის მისადგომებიდან ცხვრებივით გარეკა გერმანელთა რჩეული დივიზიები. მოსკოვის შემოგარენი სავსე იყო ჯართადქცეული სვასტიკიანი ტანკების, თვითმფრინავების, სატვირთო მანქანების, ზარბაზნების გროვებით, ასიათასობით გერმანელი ჯარისკაცისა და ოფიცრის გვამებით.

სტალინი კი, ჩიბუხის ბოლში გახვეული, კრემლის კაბინეტის ფანჯრიდან დაჰყურებდა წითელ მოედანს, რომელზეც ჰიტლერი მომავალი გამარჯვების აღსანიშნავი გრანდიოზული სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავდა.

ჟუკოვმა ტელეფონით აცნობა მთავარსარდალს მოსკოვიდან გაქცეული ფაშისტების ალყაში მოქცევის ზეპირი გეგმა.

_ საიდან მოგდით ასეთი სულელური აზრები, _ აუჩქარებელი ტონით მიმართა სტალინმა მოსკოვის “გმირს”.

_ ამხანაგო სტალინ, თუ გენერალურ შტაბში სულელები სხედან, მაშინ მე არ ვყოფილვარ საჭირო და შეგიძლიათ, სულელის მაგიერ ვინმე ჭკვიანი დანიშნოთ.

_ თანახმა ვარ. დაისვენეთ, _ უპასუხა სტალინმა.

მეორე დღესვე სტალინმა ჟუკოვი შუა აზიაში, სარეზერვო არმიაში, გაამწესა სამუშაოდ.

მოსკოვიდან კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ვერმახტის ჯარების ნარჩენები. რუსული ზამთრის სუსხისგან გათოშილ გერმანელ ჯარისკაცებს თავიანთი საიდუმლო პაკეტები გაეხსნათ და ჩვეულებრივ საბრძოლო ფორმაზე წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმზე ჩასაცმელი სამოსი გადაეცვათ. ბევრ გაქცეულს არ ასცდა ასეთი საზეიმო ტანსაცმლით დამარხვა მოსკოვისპირა გაყინულ მინდვრებში.

ჟუკოვი შუა აზიაში ისვენებდა, სტალინი კი ფაშისტური ურჩხულისგან ქვეყნის დახსნის გამო მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოსალოც დეპეშებს იღებდა.

ჟუკოვი ტელეფონით დაუკავშირდა სტალინს და მთავარსარდალს გაბედულად (ალბათ, თავზე ხელი ჰქონდა აღებული _ გრ. ონიანი) განუცხადა:

_ ამხანაგო სტალინ, ან გამიშვით ბრძოლის ველზე, ან თვითმკვლელობით დავამთავრებ სიცოცხლეს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ყურმილში დაგუდული ხმით გაისმა:

_ ჩამოდი!

როგორც ჩანს, სტალინს შეეძლო ჟუკოვის გარეშე, მაგრამ ჟუკოვს არ შეეძლო სტალინის გარეშე. ყოჩს ისევ გაუპოხეს რქები და საჭიდაოდ მოამზადეს. ყარაჩოხელი კი კრემლის ბინაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილს მასპინძლობდა და სპირტიანი სასმელების სმის შეჯიბრებაში იყო ჩართული. სტალინმა აქაც დიდი უპირატესობით მოუგო ორთაბრძოლა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენელს და, როცა ჩერჩილი ხელში აყვანილი გაიყვანეს “ტატამიდან”, სტალინი მშვიდად მიუახლოვდა მარშალ გოლოვანოვს და ღიმილით მიმართა:

_ რატომ მიყურებთ ასე გაკვირვებით? მე რუსეთს არ დავათრობ.

და დასავენებელი ოთახისკენ გაეშურა.

კლიმენტ ვოროშილოვის მიერ ჩაფლავებული ლენინგრადის ოპერაციის გამოსასწორებლად სტალინმა ნევისპირა ქალაქში ჟუკოვი მიავლინა. არც ისე იოლი აღმოჩნდა ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადის გათავისუფლება.

“ვერც შენ რამე ჰქენ, ჩოხელო, რაც რომ ხმაურით მახველო”, _ მითხრა ერთმა დუშელმა თავის რაიკომის მდივანზე, ჩემი ყიზლარში ყოფნის პერიოდში.

სტალინი გაუფრთხილდა ჟუკოვის ავტორიტეტს, მისი წარუმატებლობის შიშით ლენინგრადიდან გამოიწვია და სხვა ფრონტზე მიავლინა.

ზოგიერთი ისტორიკოსი თუ პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინს ჟუკოვის ეშინოდა, ეშინოდა მისი მაღალი ავტორიტეტის და ამიტომ იძულებული იყო, პატივი ეცა მისთვის. ეს აზრი უსაფუძველოა.

ავტორიტეტი და გავლენა ისეთი უნდოდა, ლევ ტროცკის რომ ჰქონდა, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში, მაგრამ, როდესაც სტალინმა ის მართლა საშიშად ჩათვალა (ალბათ, ომის მოახლოების გამო), შორეულ მექსიკაში ღორივით ჭყიტინში ამოჰხადა სული.

ვისი ეშინოდა სტალინს _ ჟუკოვის? არათუ ჟუკოვის, სტალინს მამალი მგლისაც კი არ ეშინოდა. ეს იმ მუცლითმეზღაპრე ისტორიკოსების მონაჭორია, რომლებიც ფსიქოპათი ნიკიტა ხრუშჩოვის ამყრალებულ უკანალში იყვნენ შემძვრალნი და ამ მოლაპარაკე ცხოველის შიგთავსით იკვებებოდნენ, დღეს კი ამერიკისა და ევროპის სოდომისტი მამაკაცების ქორწილის ნარჩენებით იკვებებიან.

ყველა დროისა და ყველა ქვეყნის ჭკვიანი მონარქი თავის ხალხსა და ქვეყანას გმირს უტოვებდა, რათა ხალხში პატრიოტიზმი მუდმივად ყოფილიყო შენარჩუნებული. სტალინი, როგორც დიდი მონარქი, ამის კლასიკური მაგალითია. სტალინმა უცოდინარი, პოლიტიკურად და მორალურად არამდგრადი, დაბალი ინტელექტის მქონე, უსიმპათიო, კაცთმოძულე, პატივმოყვარე, თავის თავზე უზომოდ შეყვარებული კაცი აქცია საბჭოთა კავშირის მარშლად (1943 წ), საბჭოთა კავშირის სამგზის გმირად (1939, 1944, 1945. მეოთხე საბჭოთა კავშირის გმირის მეოთხე წოდება, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1956 წელს მიანიჭა ნიკიტა ხრუშჩოვმა), უბოძა უამრავი ჯილდო, დეპუტატობა, ცეკას წევრობა, მაღალი თანამდებობები და, რაც მთავარია, უპირველესი თანამდებობა _ “სტალნის მოადგილე”.

წარსულში საბჭოთა მზვერავი, შემდგომში მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ სუვოროვი წერს:

არავითარი განსაკუთრებული მახასიათებელი ჟუკოვს არ ჰქონია, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ჟუკოვს საკუთარი აზრითა და მოხერხებულობით მოეგოს ბრძოლა, მას ყოველთვის ჰყავდა მოწინააღმდეგეზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ჯარი, ტანკი, თვითმფრინავი და საბრძოლო საშუალებები. ამასთანავე, ყველაზე მეტი დახოცილი მეომრები მას ჰყავდა”. ამ შეფასების წაკითხვის შემდეგ, არა მგონია, ვინმემ ილაპარაკოს ჟუკოვის სამხედრო გენიაზე.

ჟუკოვი მატყუარაა. მისი მემუარები გაძეძგილია მის მიერვე მოგონილი საგმირო საქმეებით. რად ღირს თუნდაც მის მიერ მოყოლილი 22 ივნისის კატასტროფის შეტყობინების ამბავი, თუ როგორ აღვიძებდნენ სტალინს ღამის 4 საათზე, ტელეფონთან რომ მიეყვანათ, რათა მისთვის ჟუკოვს ომის დაწყება ეცნობებინა; როგორი ხანგრძლივი პაუზა გააკეთა მთავარსარდალმა, როგორ უსმენდა ჟუკოვი სტალინის აჩქარებულ გულისცემას და ღრმა სუნთქვას.

ამ მონათხრობის სიყალბეს ამტკიცებს ვიაჩესლავ მოლოტოვის ჩანაწერი.

მოლოტოვს ღამის 3 საათზე დაურეკა გერმანიის ელჩმა ფრიდრიხ შულენბერგმა და დაუყოვნებლივ მიღება სთხოვა. მოლოტოვმა აღუთქვა ელჩს, რომ შეხვდებოდა საგარეო საქმეთა კომისარიატში. მოლოტოვი დაუკავშირდა სტალინს და აცნობა, რომ შულენბერგმა მას სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა დიდი მნიშვნელობის დოკუმენტის გადასაცემად. სტალინი მიხვდა, რომ შულენბერგს მოლოტოვისთვის ომის გამოცხადების მემორანდუმი უნდა გადაეცა. სტალინმა მოლოტოვს დაავალა, რაც შეიძლება გაეჭიანურებინა შეხვედრა, სანამ სამხედროები ოფიციალურად არ შეატყობინებდნენ ომის დაწყებას. რას ემსახურებოდა ყოველივე ეს? სტალინმა იცის, რომ წუთი წუთზე ომი უნდა დაიწყოს და შულენბერგი ცდილობს, ომის დაწყებამდე მემორანდუმის გადაცემა მოასწროს, რაც ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დაცვას. მოლოტოვი აგვიანებს შეხვედრას, ვიდრე შტაბის უფროსი ჟუკოვი არ მოახსენებს ომის დაწყებას, მაგრამ ჟუკოვის ზარს პასუხი “ახალგაღვიძებულმა” და “გულაჩქარებულმა” სტალინმა, კუნცევოდან კი არა, კრემლის სამუშაო კაბინეტიდან გასცა და ჟუკოვს უბრძანა, ტიმოშენკოსთან ერთად სასწრაფოდ კრემლში გამოცხადებულიყო.

“სწორედ ის დრო, რომელიც სტალინის “გაღვიძებას” დასჭირდა, კუნცევოდან კრემლში სტალინთან დაკავშირებას და მის გადართვას მოხმარდა ჟუკოვთან დასაკავშირებლად”, _ იგონებს მოლოტოვი. აქედან გამომდინარე, ჟუკოვის “განჭვრეტა”, რომ 22 ივნისს სტალინი მისმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო, ისევეა სიმართლეს მოკლებული, როგორც ბევრი სხვა რამ.

სერგო ბერია თავის მემუარებში წერს:

“მამამ სახლში დარეკა და გაგვაფრთხილა _ “იწყება”. ეს რადიოთი მოლოტოვის მიმართვის დაწყებას ნიშნავდა. ესე იგი, 22 ივნისის ღამე არ იყო ჩვეულებრივი ღამე და ამ ღამეს არავის ეძინა, როგორც ჩანს, ჟუკოვის გარდა.

მოსკოვის შემოგარენში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. სტალინი ეთათბირება ალექსანდრე ვასილევსკის.

როგორც ხედავთ, მტერი გვთავაზობს გამანადგურებელ ომს _ არც მეტს, არც ნაკლებს. რა გაეწყობა, რადგან სურს, მიიღებს კიდეცგამანადგურებელ ომს”! ამ ეტაპზე კი, მოსკოვის შორეულ მისადგომებზე მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით, აუცილებლად მიმაჩნია დასავლეთისა და სარეზერვო ფრონტების გაერთიანება. გაერთიანებული დასავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნოს ჟუკოვი. ცალკე ჩამოყალიბდეს კალინინის ფრონტი, რომლის სარდლად დაინიშნოს კონევი.

კალინინის ფრონტს გადაეცეს დასავლეთის ფრონტის მარჯვენა ფლანგზე მოქმედი 22-ე, 29-ე, 30-ე არმიები, აგრეთვე, 183-ე, 185-ე და 246-ე მსროლელი დივიზიები; 46-ე და 54-ე ცხენოსანთა დივიზიები, 46-ე მოტოპოლკი და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის მე-8 სატანკო ბრიგადა. აღნიშნული გააფორმეთ, როგორც მთავარბანაკის განკარგულება, სტალინისა და შაპოშნიკოვის ხელმოწერით და სასწრაფოდ გაავრცელეთ დანიშნულებისამებრ”.

დარეკა ტელეფონმა.

_ დასავლეთის ფრონტზე მდგომარეობა ჩემთვის ცნობილია, ამხანაგო ჟუკოვ! მომისმინეთ: თქვენთვის დამატებით გამოყოფილია და ამჟამად დასავლეთის ფრონტზე მოისწრაფვის 11 მსროლელი დივიზია, 16 სატანკო ბრიგადა, 45 საარტილერიო პოლკი. ამასთანავე, შორეული აღმოსავლეთიდან გადმოსროლილია და დღე-დღეზე შემოგიერთებათ 3 მსროლელი და 2 სატანკო დივიზია. ამრიგად, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, დაიკავოთ შემდეგი უმთავრესი მიმართულებები: ვოლოკალამსკი, მოჟაისკი, მალოიაროსლავეცკი და კალუგა. მიიღეთ მხედველობაში, რომ უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკს მიზანშეწონილად მიაჩნია: ვოლოკალამსკის მიმართულებით განლაგდეს როკოსოვკის მე-16 არმია, მოჟაისკის მიმართულებით _ ლელიუშენკოს მე-5, მალოიაროსლავეცკის მიმართულებით _ გოლუბევის 43-ე, კალუგის მიმართულებით _ ზახარკინის 49-ე არმია.

აღნიშნულ მიმართულებებზე განალაგეთ ძირითადი საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიც, მე ამით დავამთავრე”.

მოსკოვის ევაკუაცია, სამხედრო მრეწველობის ურალს იქეთ გადატანა, ტანკებისა და თვითმფრინავების დანაკარგების შევსება, ახალ სამხედრო იარაღზე კონსტრუქტორებთან თათბირები, მოკავშირეების ძებნა და მათთან პოლიტიკური წონასწორობის დამყარება, აღმოსავლეთიდან მტრულად განწყობილი იაპონიის შეჩერება, პირველ რიგში, დიპლომატიის გზით, სამხრეთში თურქეთის მილიონიანი კბილებამდე შეიარაღებული არმიის განეიტრალება, თაღლითი ჩერჩილის ორპირობა და მისი გაქნილი პოლიტიკური ოინები, ხორბლის მწარმოებელი რაიონების ქვეყნიდან ჩამოშორების შემდეგ ჯარისა და მოსახლეობის მომარაგება პურით, ათასი ჯურის დივერსანტი და გამცემი, შინაური და გარეშე მტრები, შეშინებული ხელისუფლება, მტერზე მიყიდული ათეულობით მაღალჩინოსანი სამხედრო და მილიონობით ტყვე ჯარისკაცი. ვინ არის იმედი და დასაყრდენი? ირგვლივ მიმოიხედავს და გულში გაიფიქრებს _ არავინ! მაშ, რა გზას დაადგეს, როგორ გადაარჩინოს თავისუფლებამოპოვებული ქვეყანა და ხალხი? ნუთუ შეიძლება, რომ ერთმა კაცმა გააკეთოს მილიონობით ადამიანის საქმე?! ალბათ, შეიძლება.

სჯობს, ცხვრების ფარას მეთაურეობდეს ლომი, ვიდრე ლომების ფარას _ ცხვარი”, _ გაუელვებს გონებაში და ჩოხის თასმებს დაუწყებს სწორებას, ქამარს შემოიჭერს და პირველი ნახტომისთვის მოემზადება.

_ “ჩემო პეტა (კაპანაძე), მოგიკვდეს შენი სოსო, თუ “შენს” ჰიტლერს არ გავუკეთო გორული მოგვერდი”.

ფაშიზმთან პირისპირ დარჩენილი სტალინი ორთაბრძოლაში ჩაება.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

2 COMMENTS

  1. არამიწიერი გონების მქონე სტალინს ღმერთმა მისცა იმის განჭვრეტის უნარი, რომ იაპონია ვერ გაბედავდა საბჭოეთზე თავდასხმას

    ღმერთისგან მიცემული უნარით განსაზღვრა რა შუაშია როცა ამ ცნობებს რიხარდ ზორგე აწვდიდა იაპონიიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here