Home რუბრიკები პოლიტიკა ბულგარეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: რუსეთის მტრად გამოცხადებით ქვეყანამ ბევრი რამ დაკარგა

ბულგარეთის პრეზიდენტობის კანდიდატი: რუსეთის მტრად გამოცხადებით ქვეყანამ ბევრი რამ დაკარგა

468

ბულგარეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთის მტრად გამოცხადებით ბევრი რამ დაკარგა. მისი თქმით, ბულგარეთს დამოუკიდებელი პოზიცია უნდა ჰქონდეს საგარეო პოლიტიკაში.

 “ბულგარეთმა თავისი ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს, ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ, როდესაც რუსეთი მტრად გამოვაცხადეთ. ბულგარეთმა მტრები არ უნდა ეძებოს, ახლა არ არის დრო, რომ მტერი გავიმრავლოთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ პარტნიორები, განსაკუთრებით _ ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი უდიდესი ბაზარია და თუ ამ ქვეყანასთან ურთიერთობას განვავითარებთ, ჩვენს ბიზნესს შესანიშნავი სტიმული გაუჩნდება”, _ განუცხადა რადევმა სააგენტო Novinite-ს.

გენერალი რუმენ რადევი ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ის პოსტიდან გადადგა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან დაპირისპირების გამო და, როგორც ბულგარეთის სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here