Home რუბრიკები პოლიტიკა ზონდერების მობილიზება საქართველოსა და უკრაინაში – რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა”

ზონდერების მობილიზება საქართველოსა და უკრაინაში – რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა”

502

 “ნაციონალური მოძრაობისმიერ არეულობის შესაძლო მოწყობის შესახებ გამოცემაპრაიმ ტაიმსექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

მისი მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობა” ე.წ ზონდერების მობილიზებას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზეც ცდილობს.

“ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, ქუჩა მოირგოს, როგორც ბრძოლის იარაღი, არის “ნაციონალური მოძრაობა”. ამ თვალსაზრისით, სამზადისი უკვე დაწყებულია. ვიცი, როგორ ხდება ე.წ. ზონდერების მობილიზება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიაზეც. მათი პროგრამა-მინიმუმია, თავისი გაიტანონ ამ არჩევნებზე, ხოლო, თუ ვერ მიაღწიეს მიზანს, ანუ წარმატებას არჩევნების გზით, მზად არიან, ხელი შეუწყონ ქუჩის არეულობას. ამის რესურსი მათ ნამდვილად აქვთ. სადაც არის ბევრი ფული, იქ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, არეულობაში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა არეშიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here