Home რუბრიკები ბლოგი Wikileaks: ჰილარი კლინტონი ისლამურ სახელმწიფოს იარაღით ამარაგებდა (ვიდეო)

Wikileaks: ჰილარი კლინტონი ისლამურ სახელმწიფოს იარაღით ამარაგებდა (ვიდეო)

616

მიუხედავად იმისა, რომ კლინტონი უარყოფდა ისის-ის ტერორისტებზე იარაღის მიყიდვის ფაქტებს, Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამტკიცებს,  მას გააჩნია დოკუმენტური ფაქტები იმის შესახებ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს, ჰილარი კლინტონი ტერორისტებთან თანამშრომლობდა.

ასევე Thepoliticalinsider.com იუწყება: ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს სახელმწიფო მდივანმა ჰილაპი კლინტონმა ყატარში ამერიკული იარაღის წარმოების ბრძანება გასცა. ყატარს კი “მუსულმანი ძმების” მიმართ იარაღის მიწოდების ვალდებულება და ლოიალური დამოკიდებულება ქონდა ლივიელ აჯანყებულებთან,რომლებიც ცდილობდნენ კადაფის ხელისუფლების დამხობას. ასევე ყატარი აფინანსებდა და იარაღს უგზავნიდა ტერორისტულ დაჯგუფებას “ალ ქაიდას”,რომელიც თავის მხრივ ებრძოდა ასადის მთავრობას. 

ამასთან, ჰილარი კლინტონს წამყვანი როლი ეკუთვნის  ე.წ. “სირიული ამხანაგობის” ორგანიზებაში. მასში შედიოდნენ ტერორისტული დაჯგუფებები: “ალ ქაიდა” და “ისლამური სახელმწიფო”, რომლებსაც მხარი უნდა დაეჭირათ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისთვის (CIA), ასადის რეჟიმის შესაცვლელად.

“Democracy Now”-სთან ინტერვიუში ვიკილისქის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამტკიცებს,რომ 1700 ელექტრონული წერილი, რომელიც ეკუთვნის ჰილარი კლინტონს, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონტაქტობდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან, “ალ ქაიდასთან” და “ისლამურ სახელმწიფოსთან”.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=vnWWgKxWvtY

წყარო: www.daily-sun.com

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here