Home რუბრიკები საზოგადოება გელა სამხარაული პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გელა სამხარაული პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

559

„ ქართული ოცნების“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა ამომრჩეველთან შეხვედრები პანკისის ხეობის  სოფლებიდან დაიწყო. ახმეტის მაჟორიტარი ომალოს, ხალაწანის,  ბირკიანის, ჯოყოლოსა და დუისის მოსახლეობას შეხვდა

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად არსებული პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარების შესაძლო გზები განიხილა. საუბარი სოციალურ, საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებს შეეხო.  გელა სამხარაულმა განსაკუთრებული ყურადღება ძლიერი ადგილობრივი თვითმართველობების ფუნქციონირების აუცილებლობაზე გაამახვილა და საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. კანდიდატმა მთის კანონის მიღების შედეგად გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებზეც ისაუბრა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/samxarauli.jpg

აღნიშნა, რომ ის სოციალური და საგადასახადო შეღავათაები, რაც კანონის ამოქმედებით პანკისის ხეობასა და ზოგადად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებლებზე გავრცელდა, სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი გახდება.  სამხარაულმა მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული  პროგრამებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.  „მე, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამები, რომელსაც უკვე 4 წელია ვახორციელებთ, შესაბამის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენს გლეხს, ფერმერს თუ მეწარმეს  ადგილობრივი წარმოების განვითრებისთვის ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნილი აქვს. მსგავს პროექტებში ჩართულობა თითოეული ოჯახის და მთლიანად სოფლის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ზოგადად პანკისის ხეობაში, ისევე როგორც  ყველა სხვა  რეგიონში, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ,  რომელიც სოფლების ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ადგილზე არსებულ რესურსს  გამოავლენს და განავითარებს-“ განაცხადა გელა სამხარაულმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here