Home რუბრიკები პოლიტიკა 26.3 ფარენჰეიტით, ცელსიუსით თუ რითაც გნებვავთ, ანუ, მოვითხოვ, აიკრძალოს რესპუბლიკური პარტია!

26.3 ფარენჰეიტით, ცელსიუსით თუ რითაც გნებვავთ, ანუ, მოვითხოვ, აიკრძალოს რესპუბლიკური პარტია!

743

შემომაქვს წინადადება, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ფრაზა _ ყველგან, სადაც ვამბობთ ტერმინს “უცხო ქვეყანა”, იგულისხმებოდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და არც ერთი სხვა ქვეყანა!

ჩვენს სახელმწიფოში უკვე თითქმის ნორმად დამკვიდრდა, რომ “პატრიოტობად” ჩაითვალოს მხოლოდ რუსეთის მიმართ გამოხატული ღია აგრესია, ხოლო ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართ ლაქუცი, უკანალში შეტენვა და ა. შ. ითვლება სავსებით ნორმალურ ქცევად და არაფერი “მოღალატეობრივი” და “სამშობლოს გამყიდველური” ამაში არ არის.

რატომღაც არავინ უფიქრდება თვით ტერმინ “სამშობლოს გამყიდველის” მნიშვნელობას. აკი “გამყიდველი” იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა სამშობლოს საწინააღმდეგო რაიმე ქმედებაში აიღო ფული, სიმდიდრე და გაიუმჯობესა მატერიალური მდგომარეობა. ამ მეთოდით მარტივია, ამოვხსნათ და დავადგინოთ, სინამდვილეში ვინ არის სამშობლოს გამყიდველი.

ელემენტარულად, შეხედეთ და შეადარეთ ერთმანეთს მილეული, ნაშიმშილარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე, ჩვეულებრივხრუშჩოვკებშიმცხოვრები . . პრორუსები და კაი გამაძღარი, ლოყებაღაჟღაჟებული, ძვირძვირი ჯიპებით მოგრიალე და სამსართულიან ფეშენებელურ ვილებში მცხოვრები პროამერიკელი ქართველები. ვინ გაყიდა, ვინ ივაჭრა და ვინ ნახა სარფი და მოგება სამშობლოთი სპეკულირებაში, სავსებით თვალნათელია.

ისიც საკითხავია, ვის უწოდებენ საზოგადოების გარკვეული წრეები რუსეთმეებს.

თუკი ადამიანის მიზანი საკუთარი სამშობლოსთვის შესაძლებლიდან მაქსიმალური დადებითი შედეგის მოტანაა, რატომ არის ის მოღალატე ან რუსეთუმე? მოღალატე ჰქვია ადამიანს, რომელიც რაიმე ქმედებას ჩადის ანგარების მიზნით, მხოლოდ სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, და არ აინტერსებს, რა შედეგს მიიღებს ამით მისი სამშობლო.

თუკი ადამიანი უცხო ქვეყანასთან, თუნდაც დამპყრობელთან, ურთიერთბას იმ მიზნით აგვრებს, რომ თავის სამშობლოს ზიანი აარიდოს, გარკვეული დადებით შედეგი მოუტანოს, ტერიტორიები დააბრუნებინოს და .., ანუ, თუ ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი მოქმედებით სამშობლო დადებით შედეგს მიიღებს, ეს რა ლოგიკით არის მოღალატეობა?!

ისეთი “მესამეკლასელური” მიდგომები, როგორიცაა _ მტერთან ლაპარაკი უკვე ღალატს ნიშნავს”, “კოლაბორაციონიზმი დაუშვებელია”, “ქართველი ბიჭების სისხლი და სხვა ამგვარი დემაგოგია, მგონი, საზოგადოებამ უკვე გაიარა და აღარავინ ტყუვდება.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც მავანი “ქართველი ბიჭების სისხლით” სპეკულირებენ. ნებისიმერ მტერს, რომელთანაც ჩვენს უდიდეს მეფეებს და სტრატეგებს მოლაპარაკებები უწარმოებიათ, სამშვიდობო ზავი დაუდვიათ, დიახაც _ იქით ხლებიან იმპერიათა მბრძანებლებს და მათ წინაშე ქედიც მოუხრიათ; ნებისმიერ ასეთ მტერს დაღვრილი ჰქონდა უმრავი ქართველის სისხლი(!).

ჩვენს დიად წინაპრებს მსგავსი იდიოტური სპეკულირება რომ დაეწყოთ _ მაგათ ქართველი ბიჭების სისხლი აქვთ დაღვრილი და არ ვეახლებით მოსალაპარაკებლადო, უადგილოდევაჟკაცათ”, დღეს ჩვენი ქვეყნის ხსენება აღარ იქნებოდა დედამიწაზე.

ყველამ თავის პირად საქმეში ივაჟკაცოს, მაგრამ, თუ ეს სამშობლოს სჭირდება, ჩექმაც უნდა ავლოკოთ და ყურებზეც უნდა დავდგეთ!

როგორ ფიქრობთ, გიორგი ბრწყინვალე, რომელიც ათეული წლებიემეგობრებოდამონღოლ დამპყრობლებს და მხოლოდ სწორი საერთაშორისო ვითარების ჩამოყალიბების შემდეგ გაათავისუფლა საქართველო მათგან, კოლაბირაციონისტი და გამყიდველი იყო?

როგორ ფიქრობთ, ამ უდიდეს მეფეს რომ ეძახა მთელი ის წლები _ “ყაენი მკვლელია!”, “მონღოლი აგრესორია!”, “ურდო ჩვენი მტერია!” და ასეთები, დღეს საქართველოსგან რა იქნებოდა დარჩენილი?

ან ეს “ჩმორი” დემეტრე თავდადებული, ნეტავ, რატომ ეახლა ყაენს? ვაჟკაცი არ იყო და მშიშარა იყო, არა?

უმარტივესი ავიღოთ, ანუ ის, რამაც მთელი საქართველო აალაპარაკა და ბევრი სრულიად გაუმართლებელი აღფრთოვანებითაც შეხვდა _ საუბარია ქართველი მოჭიდავის მიერ ოლიმპიადაზე დამარცხებული რუსი მოჭიდავის მიმართ გაკეთებულ ჟესტზე. არა, არ ვაპირებ ვაკრიტიკო და ლაფში ამოვთხვარო ლაშა შავდათუაშვილი ამ სრულიად უადგილო და ძალიან არასპორტული ჟესტის გამო, რადგან ზუსტად ვიცი, ქართველი სპორტსმენები საშინელ ფსიქიკურ წნეხს განიცდიან და მე ისინი მეცოდებიან

უბრალოდ, დავფიქრდეთ, მსგავსიჟესტებირომ ეკეთებინათ ჩვენს წინაპრებს დამპყრობლებისთვის და გარკვეულ დრომდე ჭკვიანური და გააზრებული სქციელით ერს თავი არ გადაერჩინა ფიზიკურად, ქვეყნის განუყოფლობა რომ არ შეენარჩუნებინა, თუნდაც მტერთან მოჩვენებითილაქუცისგზით, იარსებებდა დღეს საერთოდ საქართველო?

როგორ, ბიძინა ჩოლოყაშვილი “ჩექმის მლოკველი” იყო? მას რომ გარკვეულ დრომდე მოჩვენებითი ერთგულება არ გამოეჩინა მტრის მიმართ, იქნებოდა შემდეგ ბახტრიონი?

ან არადა, რომელ ქვეყანასაც, საუკუნეებს არ ვამბობ, სულ ახლო წარსულში დახოცილი ჰყავს ქართველი ბიჭები და წართმეული აქვს ქართული მიწა-წყალი, ყველას ეგეთი ჟესტები ვუკეთოთ? დამეთანხმებით, 100 წელი არც ისე ბევრია ისტორიისთვის! 100 წლის წინათ დახოცეს თურქმა ასკერებმა აჭარის დამცველი ათასობით ქართველი! მაშ, რატომ არ ვუკეთებთ ასეთ ჟესტებს თურქ სპორტსმენებს?

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა ერთმანეთთან სამხედრო გზით დაპირისპირებული და ყველამ ერთმანეთს მსგავსი ჟესტები რომ უკეთოს, ცოტა ხანში მსოფლიოში სპორტი საერთოდ აღარ იარსებებს.

თუმცა, რა გინდა თქვა იმ ქვეყანაში, სადაც ზოგიერთ ცანცარა ინდივიდს ინტელექტი პრივატიზებული აქვთ და კანონებიც, თურმე მხოლოდ და მხოლოდ ისე უნდა წავიკითხოთ, როგორც მათ ეს კონკრეტულ მომენტში აძლევთ ხელს.

მაგალითად გამოდგება ლადო ბედუკაძისა და თემურ ხაჩიშვილის პარტია “ცენტრისტების” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ვინმემ რამე სისულელე რომ არ წამოროშოს, ამთავითვე ვიტყვი: ჯერ კიდევ შარშან მქონდა მათგან შემოთავზება ამ პარტიის არათუ წევრობაზე, არამედ ერთ-ერთ ლიდერობაზე, მაგრამ კატეგორიულად ვიუარე, რადგან მათი ასეთი ხისტი პოზიცია რუსეთის მიმართ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია! თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მძიმე უკუეფექტის მომტანი მგონია საარჩევნო კლიპში პუტინის სახის, რუსული დროშებისა და ტანკების კადრების გამოყენება, ასევე მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა რიგდებოდეს მხოლოდ ქართული პენსია, რუსული კი _ არა, მიუხედავად იმისა, რომელი რომელს ჯობია. ასევე, მგონია, რომ რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება ძალიან ფაქიზი საკითხია და მისი ასე პირდაპირ ჩადება საარჩევნო დაპირებაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, ფატალური შეცდომაა!

მიუხედავად ამისა, არ მესმის, რატომ აწიეს პოლიტიკური ტემპერატურა ცანცარა თინა ხიდაშელმა და მისმა ამფსონებმა ამ წინასაარჩევნოდ.

ფარენჰეიტი 9/11”-ისა (დოკუმენტური ფილმი, რომელიც რეჟისორმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა მაიკლ მურმა გადაიღო და, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მიმართ უამრავი ბრალდებაა გამოთქმული) არ იყოს, ჩვენს ქვეყანაში ახლა “26.3”-ია, გნებავთ, ფარენჰეიტით, გნებავთ _ ცელსიუსით… რითაც გნებავთ. დიახ, ეს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლია, რომლის გამოყენებითაც ბედუკაძეხაჩიშვილის პარტიის აკრძალვას ითხოვენ ცანცარა თინა და მისი დაძმანი. მეტიც, ეს თავხედი ქალი ბედავს და ჭკუას გვარიგებს _ თუ ვინმემ ვერ გაიგეთ, აქ რა წერია, დამიკავშირდით და აგიხსნითო. ცანცარა თინას ასახსნელი, არა მგონია, რამე სჭირდეს ქართველს ხალხს.

იმ მუხლში კი, აი, ეს წერია:

მუხლი 26.3: “დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას”.

ახლა რა შინაარსია ბედუკაძის კლიპში _

1. “რუსული სტანდარტით პენსიის დარიგება”.

ქალბატონმა ცანცარა თინამ ჩვენ, შეუგნებლებს, იქნებ აგვიხსნას, რომელს მიეკუთვნება ეს წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილთაგან? “კონსტიტუციური წყობილების დამხობას”? “ძალადობით შეცვლას”? “დამოუკიდებლობის ხელყოფას?” “ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას?” თუ “ომისა და ძალადობის პროპაგანდას”? თუ აქედან რომელიმეა, მაშ, ამდენი ხანს მავანი ხან “ამერიკული” და ხანაც “შვეიცარიული” სტანდარტის პენსიებს რომ გვპირდება, ეგ რაღატომ არ არის დანაშაული?! რაო, ამერიკა და შვეიცარია ზემო იმერეთში მდებარეობს ან ჩუმლაყში და არ ითვლება უცხო ქვეყნებად თუ რაშია საქმე?

2. “დავაკანონებთ რუსულ ბაზებს საქართველოში და აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანოიბას”, _ იუწყება ბედუკაძის პარტიის კლიპი.

გაიგონე, ცანცარა თინა? აღვადგენთო! განა “ხელვყოფთო”. ხოლო ის, რომ თინასა და თინასნაირებს სურთ, ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ და “უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის დაკანონება” გაასაღონ, როგორც “ქვეყნის დაპყრობა”, ეს საერთაშორისო სამართალში ასე ნამდვილად არ არის! მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სრულიად კანონიერად არის გახსნილი სხვა, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და ეს ქვეყნები სულაც არ ითვლებაარასუვერენულად”! პირიქით, სრული დამოუკიდებლობით სარგებლობენ და მსოფლიოში წამყვანი ადგილიც უკავიათ ეკონომიკისა და დემოკრატიის კუთხით.

სხვათა შორის, არაერთ ქვეყანაში ოფიციალურად არის აღიარებული რომელიღაც სხვა ქვეყნის ვალუტაც, მაგრამ არც ეს უშლის ხელს ამა თუ იმ ქვეყანას, იყოს განვითარებული და დამოუკიდებელი.

ასე რომ, ცანცარა თინას ვინმემ აუხსენით, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და დროა, რომ ქართველმა საზოგადოებამ ეს ტუტუცი ძალადინწილიკტუალებისამუდამოდ დასვას თავის ადგილზე!

ასეთიარგუმენტებით”, მე თუ მკითხავთ, რესპუბლიკური პარტია უფროა ასაკრძალავი _ ისინი, “პროკი არა, პირდაპირ ამერიკელები არიან და უცხო ქვეყნის ინტერსებს ემსახურებიან საქართველოში! ხან საქართველოში შემოსულ ამერიკულ და თურქულ სამხედრო გემებს უდგებიანჩესტზედა ხანაც სხვა ქვეყნების ტანკებსა და სამხედრო ძალას მიესალმებიან სახეგაბადრულნი.

და თუ მართლაც ავკრძალავთ “ცენტრისტებს”, მაშინ რეალურად რა გამოდის? რომ მართლაც გვეშინია, საზოგადოებამ მხარი არ დაუჭროს და ხმა არ მისცეს ასეთ გამოახტულ ხისტ პრორუსულ ძალას? ამიტომ ვკრძალავთ მას? მგონია, რომ არჩევნებში 1 ან 2 პროცენტის აღება თვალნათელს გახდის ქართველი საზოგადოების დამოკიდებულებას ასეთი ღია და ხისტი რუსული პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალისადმი და ეს გაცილებით სწორი მიდგომაა, ვიდრე ის, რომ მომავალში ვინმემ თქვას _ საქართველოს შეეშინდა ასეთი ძალის და აკრძალაო.

საზოგადოდ, არჩევანი ხალხმა უნდა გააკეთოს და არა თინამ და მისმა ცანცარებმა. თუ ხალხმა გადაწყვიტა, რომ, რუსეთმა კი არა, თუნდაც ვიკინგებმა უნდა დაგვიპყრონ, ესე იგი უნდა დაგვიპყრონ! მთავრობის ერთადერთ მისია ის არის, რომ ხალხისთვის შექმნას საკუთარი ნების ღიად, დაუფარავად და უშიშრად გამოხატვის გარემო.

თუმცა ამას “ამერიკანელებს” ვერაფრით გააგებინებ! მათთვის მთავარია, თავიანთი პატრონების თვალში შეიქმნანრუსეთთან დაუდეგარი მებრძოლებისიმიჯი და ბევრი ამერიკული დოლარები თქვლიფონ, ხოლო რა შედეგს მოუტანს მათი ასეთი გაუაზრებელი მოქმედებები ჩვენს ქვეყანას, ეს, დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდიათ!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. კარგია ბაკურ, მაგ გარყვნილ თინას ქონები გასდის ამერიკული დოლარების ხარჯვით და ეს კაპასი ბაზრის ქალია საქართველოს ჭკუა და გონება? რაც ამერიკამ
    \\\’\\\’მიშიკო ტერ სააკიანის\\\” ხელით დაგვმართა 9 წლის განმავლობაში ხომ გავიგეთ რა ყოფილა
    \\\’დემოკრატია\\\”. ამერიკული დემოკრატია- ცოცხია უკანალში.

  2. არაჩვეულებრივი სტატიაა, როგორც ყველა, რასაც თქვენ წერთ! თქვენს ხელწერას ავტორის უნახავად ვცნობ ხოლმე. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ პარლამენტში,ჩემზე რამე რომ იყოს დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის.ოღონდ, ასეთი სტატიები რომ მოგვაკლდეს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ძალიან ბევრი სიამოვნებით ვკითხულობთ მათ

  3. kargia bakur, kochag!!! sakartveloshi 80% mainc rom iziarebdes tkvens shexedulebebs , mashin amdgeshi agar ikneboda kveyana. tina d misi msgavsi arsebebi arian rom gupaven kveyanas.sakartvelo dges aris abslutur monur mdgomareobashi da amas emorchileba dgevandeli mtavroba da egret codebuli \\\”prezidenti\\\”.cancara tina-magraia.sul ase vpukrobdi am arsebaze:-)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here