Home რუბრიკები პოლიტიკა ასე იწრთობოდა პლასტელინი

ასე იწრთობოდა პლასტელინი

646

სააკაშვილის ადგილზე მიგდებული პლასტელინი აკი გვარწმუნებდა, სადაც მიმაგდებენ, იმ ფორმას მივიღებო და ასეც მოხდა: ჯერ სააკაშვილის გიგანტური რეზიდენცია შეიშნო და ფეხები გაფარჩხა, – აქედან ფეხსაც არ მოვიცვლიო, მერე ვეტოების კორიანტელი დააყენა და განრისხებულ ბიძინას ენა გამოუყო, ბოლოს კი სააკაშვილსაც გადააჭარბა და 200 ათასი თანამოქალაქის ხელმოწერები სულაც ფეხებზე დაიკიდა.

აკი ვწერდი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატად მისი წამოყენებისას, რომ ინჟინერ ივანიშვილის მარგველოიდი მის წამომყენებელსა და გზაზე დამყენებელს პოლიტიკურად გააკოტრებდა. იმასაც ვწერდი, რომ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობის ხმა არც ძველ და არც ახალ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის, უმცირესობების უფლებებზე უსაგნო ლაპარაკით იმის გარჩევა გაჭირდებოდა, “ნაციონალების” პლატფორმა იყო ეს თუ “ქართული ოცნების”.

ჰოდა, მოვედით!

ოჯახი რომ ქალისა და მამაკაცის ერთობას ნიშნავს, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და, როგორც წესი, მოითხოვს, პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს. მარგველოიდმა კი, ესაო, ისაო, თქვენი დიდ პატივისცემა მააქვსო, მაგრამ არ დავნიშნავო, იმიტომ რომ… (აქ ჩაისუნთქეთ!) რეფერენდუმიო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდესო და რაკი ვერ ჩატარდება, არც დავნიშნავო!

ვითომ დაავიწყდა მარგველოიდს, რომ თვითონაც არ არის არჩეული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე? თუ, საკუთარი თავის გარდა, აღარც პარლამენტს ცნობს, აღარც მთავრობას და აღარც იმ რეფერენდუმს, რომლითაც პარლამენტართა რაოდენობა 150-მდე შემცირდა?

მარგველოიდს არა, მაგრამ მის “მწრთობელ” გიგა ბოკერიას შესანიშნავად ახსოვს ეს ყველაფერი. მათაც ახსოვთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რომ ჩაიბუდეს. უმცირესობათა უფლებების დაცვაზე თავმიკლულებმა ბევრი იფიქრეს, როგორ აერიდებინათ რეფერენდუმის დანიშვნა და ასეთი იურიდიული მიზეზი დადეს. ახლა გავიდეთ ამ ფსევდოიურიდიული ჩარჩოდან და კითხვა დავსვათ _ რეფერენდუმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზეც რომ ჩატარდეს, რა პასუხს ელიან იქიდან? რომ ოჯახი არა ქალისა და მამაკაცის, არამედ ორი კაცის ან ორი ქალის ერთობაა? თვითონ სჯერათ, ნეტავ, ამის?

ეგაო, რუსული ნარატივიაო! _ იჭაჭებიან უმცირესობების (პირველ რიგში, საპარლამენტო უმცირესობის _ “ნაციონალური მოძრაობის”) დამცველები ყველა ტელეარხზე და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ, თუ ოჯახს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას, რუსულ ნარატივს დაარქმევ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მხარეზე გადაიხრება ქართველი ხალხის სიმპათია.

ახლა ტერმინ ნარატივსაც ჩავხედოთ:

“თხზულება, თხრობა _ სამყაროს აღქმის ისტორიულ-კულტურული ინტერპრეტაცია გარკვეული პოზიციიდან, თხრობა მხატვრულ ნაწარმოებში”. შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში. ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”.

ტერმინზე ნუ ვიდავებთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ვინც ვაჭარაძის განმარტებებით ცხოვრობს, ის ლგბტ ჟურნალისტიკის შესავალს მიჰყვება და, სადაც მიიყვანს ეს შესავალი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

კიდევ ერთი რუსული ნარატივი, რომელმაც ნაციონალურ საღათას ძილში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სახეები გამოაღვიძა, პარტია “ცენტრისტების” საარჩევნო კლიპი აღმოჩნდა _ “რუსული პენსიის”, ორმაგი მოქალაქეობისა და რუსული ბაზების დაკანონების დაპირებით. გასაოცარია, მაგრამ ყველა არჩევნების წინ გამოჩნდებიან ხოლმე საქართველოდან გადაკარგული მარგინალები და ისეთ დისკრედიტაციას უწევენ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების თემას, რომ თავად მაკკეინსაც კი შეშურდებოდა!

თავის დროზე, 2012 წელს, “ქართული ოცნების” უსახური საარჩევნო გაზეთის რედაქტორობიდან გამოგდებული ვინმე ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც დღეს საზმაუშია მოწყობილი, მყისვე აყვირდა და თანამშრომლებს მოუწოდა: “შულავერის ახალი კომიტეტის, ანუ ლადო ხაჩიშვილ-ორჯონიკიძეების პარტიის სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა აუცილებელია ნებისმიერ ფასად. საქმე ისაა, რომ, კანონის თანახმად, საზ.მაუწყებელს არ აქვს კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა საარჩევნო რგოლების შინაარსის კონტროლის და მით უფრო, დაბლოკვის უფლება. ამდენად, ფორმალურად, ვიმეორებ, ფორმალურად, ყველაფერი წესრიგშია – დემოკრატიაა, თან გასაოცარი!

მაგრამ კანონზე მაღლა დგას ზეკანონი, ანუ ჩვენ, უპირველესად, ვართ ამ ქვეყნის მოაქალაქეები და მხოლოდ შემდგომ _ ქაღალდზე დატანილი კანონის აღმასრულებელ-შემსრულებლები, ანუ კანონმორჩილები… შესაბამისად, ჩვენი ვალია, ამ ორჯონიკიძეების სარეკლამო რგოლის ჩახსნა… უხეში, უაპელაციო ჩახსნა.

ბედუკაძე, ხაჩიშვილი და სხვები იჩივლებენ. პროცესს წავაგებთ, გადავიხდით ჯარიმას… მაგრამ რგოლი ეთერში არ იქნება…

ჰოდა, დეპუტატებო, კანონებს რომ წერთ და იღებთ, ოდესმე მაინც შეცვალეთ საზ. მაუწყებელთან დაკავშირებული კანონები…

ცესკო! გვიპასუხე _ რატომ გაატარე რეგისტრაციაში სულძაღლი სერგო ორჯონიკიძის მემკვიდრეთა პარტია?..

სასამართლო! შენ გვიპასუხე _ რატომ არ მოხსენი ეს პარტია რეგისტრაციიდან?

ხოლო ჩვენ კი ჩვენი უნდა გავაკეთოთ!

ბედუკაძის რგოლი უხეშად უნდა ჩავჭრათ-ჩავხსნათ ეთერიდან.

ესაა და ეს!”

ტაბლიაშვილის მოწოდებას მყისიერად აჰყვნენ ნაციონალთა აპოლოგეტები.

გიგი თევზაძე: “შეიძლება საზმაუს კანონი არ ირღვევა, მაგრამ ირღვევა კონსტიტუცია და სხვა კანონები, რომელთა მიხედვითაც ოკუპაციის ხელშეწყობა, პროპაგანდა და მოწოდება აკრძალულია”.

ეკა მიშველაძე: “ვაიმე, რა კანონი, ირაკლი! მორალია მთავარი!”

ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ვინ ლაპარაკობს კანონებსა და მორალზე. აქ მთავარი სულ სხვა რამ არის: ნაცისტური კუდები ყველგან ჩანს: უნივერსიტეტებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ტელევიზიებში და ახლა უკვექართული ოცნებისმაჟორიტარ თუ სიის კანდიდატებშიც კი!

დაახლოებით სამ საათში საზმაუმ პატრიოტული ჟინით “ცენტრისტების” რეკლამა მოხსნა ეთერიდან. აქ კანონზე აღარ ულაპარაკიათ, “ზეკანონით” ახსნეს ნაგვიანევი გმირობა. “საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით აჩერებს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას”.

აბდაუბდაა ეს ყველაფერი, როგორც თავად “ცენტრისტების” საარჩევნო რგოლი, მაგრამ, აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია სუვერენიტეტი! საზმაუში სუვერენიტეტზე არ უდარდიათ, როცა აშშის ელჩი მინისტრებსა და პრემიერმინისტრებს ხსნიდა და ნიშნავდა ან სუვერენული სახელმწიფოს სუვერენულ სასამართლოს პირდაპირ მითითებებს აძლევდა. არც მაშინ გაღვიძებიათ, როცა სხვადასხვა მედასავლეთე პარტია გაიძახოდა: “მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოშიო”! ეს არ არისსახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილები”?

არა, რადგან მარგველოიდსა და მის მსგავს პლასტელინებს, კარგა ხანია, აწრთობენ ოკეანის გაღმა (გიგა ბოკერია მხოლოდ სახეა მათი) და უკვე დააზეპირებინეს ამერიკული ნარატივები! ისინიც ბეჯითად იმეორებენ ნატოს ერთგულების ფორმულებს და იმასაც გეგმავენ, როგორ გაამარგინალონ განსხვავებული აზრი. მათთვისცენტრისტებისუნიჭო რეკლამა კარგი საჩუქარი ან, სულაც, კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა!

ტაბლიაშვილის გმირულ პათოსს ერთი ამგვარი ნაწრთობი პლასტელინი ასე ეხმაურება: პროდასავლურმა ძალებმა ახლა უნდა იმარჯვონ და ბურჯანაძე, თარხანმოურავი ინაშვილით ყოველთვის მოიხსენიონ ცენტრისტებთან ერთად, ერთ კონტექსტში. ეს იქნება სამართლიანი და ამომრჩევლებისთვის ადვილი გასაგები”.

მიზანი ხომ სწორედ ეს არის! მერე რა, რომ არც ერთი ჩამოთვლილი ძალა არც რუსულ პენსიებს ჰპირდება ვინმეს და არც რუსული ბაზების დაკანონებას, ხოლო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსი საერთოდ იმას ითვალისწინებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი სახელმწიფოს ან სამხედრო ბლოკის ძალები არ უნდა იდგნენ. ეს ხომ არ არის მთავარი!

მთავარია, იმ ქვეყანაში, რომელმაც დანაშაულებრივინაციონალური მოძრაობავერ (არ!) აკრძალა, ორკაციანი პარტიაცენტრისტებიუნდა აიკრძალოს. კიდევ ბევრი სხვა რამ უნდა აიკრძალოს დემოკრატიის სახელით, ოღონდ _ შერჩევით. მაგალითად, რუსული სერიალები აიკრძალოს, თურქული კი _ არა! რუსული არხები აიკრძალოს, ხოლორუსთავი 2”- არავინ უნდა შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც და ახლაც დანაშაულებრივი რეჟიმისგამპრავებელია”!

ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა _ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მართლაც დაიჯერა, რომ პლასტელინისწრთობაშესაძლებელია და სწორედ ამ ნაწრთობი პლასტელინის იმედად აპირებს საქართველოს ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარებას. არა, ბატონებო, პლასტელინი არ იწრთობა! ხვალ რომ სიტუაცია შეიცვალოს, ეს პლასტელინები ყველაზე სწრაფად მიიღებენ რუსული ნარატივის ფორმას, ზუსტად ისე, როგორც გუშინდელი კომკავშირის მდივნები გახდნენ ნატოსა და დასავლეთის თავგადაკლული მომხრეები!

დასასრულ, ყველგან გადანაწილებული ნაცების კიდევ ერთი ნარატივი ამჯერად პარლამენტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ გადმოაგდო. უბლოკო სტატუსის საპირისპიროდ, მან კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის ფორმულირება წამოაყენა: “საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა: დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

ტაბლიაშვილი და სხვა პლასტელინები ამაშისახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს”, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავენ. ვერც იმას შეამჩნევენ, როგორ გასცა საკუთარი თავი რესპუბლიკელების ლიდერმა: მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ქართველ ხალხს სახელმწიფო მხოლოდ იმიტომ სჭირდება, ნატოში რომ დაიმკვიდროს ადგილი!

ღირს კი ამისთვის სახელმწიფო გქონდეს?

არ ღირს და ამიტომაც ექცევიან საკუთარ სახელმწიფოს ისე, როგორც ინსტრუმენტს სხვების ხელში, სიტყვით კი საარჩევნო რგოლებში სიტყვა “სამშობლოც” გაიხსენეს, რომელიც მანამდე არ დასცდენიათ!

არ იწრთობა პლასტელინი და ამას ოქტომბერში, არჩევნებზე დაინახავთ თქვენც და თქვენიმწრთობელებიც”!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. პლასტელინები კი არა მარიონეტები და კონფორმისტები არიან, თან რისი გულისთვის?
    დოლარებისთვის, დოლარებისთვის, დოლარებისთვის.

  2. ფილმი იყო ასეთი \\\” Хорошо устроился\\\”, კარგათ მოეწყო მარგველა ფილოსოფოსი, ძვირს სჭამს, ბევრს ხრავს, კარგადაც სვამს და ქალებსაც ბევრ სექსში კლავს. დაშორებული ცოლიც შემოირიგა და აიშენა კომუნიზმი მიშა სააკოვის სასახლეში. მე რომ მკითხო გაუგზავნიდი სპეცნაზს და უკანალში წიხლით გამოვბერტყავდი იმ შენობიდან. სანამთქვენ ამ მამათმავალ ამერიკელებს \\\” დემოკრატიას\\\” ეთამაშებით დაღუპულები ვართ. 9 წელიწადში ჩვენს ციხეებში კარგათ ვნახეთ დასავლეთის დემოკრატია. ხალხს სისხლს ანთხევინებდნენ და ვერავინ ვერ დაინახა,ვერც ამერიკამ და ვერც ევროპამ. ახლა ჭკუას გვასწავლის ეს ლენჩი ელჩი, რას გვერჩის?
    ?

  3. ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეცდომა იყო მარგველასვილის პრეზიდენტად არჩევა, ამიტომ საჭიროა მსჯელობა იმაზე გვჭირდება კი საერთოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის განვითარების მუხრუჭია და მეტი არაფერი, იომ თანხიტ რასაც პრეზიდენტი და მისი აპარატი ხარჯავს უმიზნოდ შეიძლებოდა პენ სიების გაზრდა, დევნილებისათვის ბინების აშენება და ა.შ.ამიტომ დროა ვიფიქროთ ამ საკითხზე. ასევე ალბატ საჭიროა ფიქრი იმაზე რომ მოხდეს ნამოძრაობის როგორც დანაშაულებრივი პარტიის გასამართლება, ის ეროგორც გასამართლდა ფაშიზმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here