Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ტერორისტების წინააღმდეგ ვაკუუმური ბომბები გამოიყენეს

რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ტერორისტების წინააღმდეგ ვაკუუმური ბომბები გამოიყენეს

763

რუსეთის სამხედროკოსმოსურმა ძალებმა დაბომბეს პოზიციები სირიულიელიტურიდაჯგუფებისა, რომლის წევრებსაც ტერორისტული ორგანიზაციაისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებთანსაბრძოლველად ამზადებენ ამერიკელები და ბრიტანელები”, _ იუწყებოდა რამდენიმე კვირის წინათ Daily Telegraph.

1 აგვისტოს კი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა კვლავ დაბომბეს ქალაქ იდლიბიდან 33 კმ-ის დაშორებით, მაარეთ-ელ-ნუმანში განლაგებული თავისუფალი სირიის არმიის “მე-13 დივიზიის” პოზიციები. ავიადარტყმების შედეგად ჯიჰადისტების ბაზა აღიგავა პირისაგან მიწისა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა მოცულობითი (ვაკუუმური) აფეთქების საბრძოლო მასალები გამოიყენეს.

თავისუფალი სირიის არმიის “მე-13 დივიზია” ე.წ. ზომიერ ამბოხებულებს მიეკუთვნება, მაგრამ მისი მებრძოლები “ან-ნუსრას” ექსტრემისტებთან ერთად გაერთიანებულნი არიან კოალიცია “ფათჰ ჰალებში”, რომელიც სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვის ალყაშემორტყმულ ალეპოში. ამ სამხედრო ქვედანაყოფებს მფარველობს და იარაღით ამარაგებს აშშ.

აღსანიშნავია, რომ რფ-ის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ჯიჰადისტების წინააღმდეგ ადრეც გამოიყენეს მოცულობითი აფეთქების საბრძოლო მასალები _ თერმობარული ბომბებით გაანადგურეს “ისლამური სახელმწიფოს” ავტოკოლონა და ბაზა კაფრ ჰამრის რაიონში.

რა არის მოცულობითი აფეთქების ბომბი

მოცულობითი აფეთქების საავიაციო ბომბი (არაოფიციალურად _ ვაკუუმური ბომბი), ანუ “ყველა ბომბის მამა”, რომელსაც ეს სახელი რუსებმა ამერიკული ვაკუუმური ბომბის _ GBU-43/B-ს საახელის _ “ყველა ბომბის დედა” _ ანალოგიურად დაარქვეს, ყველაზე მძლავრ არაბირთვულ საბრძოლო მასალად ითვლება.

ამერიკულ ანალოგთან შედარებით რუსული ბომბი წონით ნაკლებია, მაგრამ ნანოტექნოლოგიების გამოყენებით 4-ჯერ მძლავრია _ შეუძლია 2-ჯერ მეტი ფართობი დააზიანოს, ვიდრე ამერიკულ “ყველა ბომბის დედას”.

ამ ბომბის წონა 7100 კგ-ია, აფეთქების სიმძლავრე _ ტროტილის ეკვივალენტში _ 44 ტ (ამერიკული ბომბის მაჩვენებელი 11 ტონაა). დაზიანების ფართობის რადიუსი 300 მ-ს შეადგენს (ამერიკულის _ 150 მ-ს)

სირიაში ამერიკელთა საიდუმლო ბაზა აღმოაჩინეს

აშშის სპეცრაზმის საიდუმლო ბაზა ქობანიში

რუსმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთში, ქურთებით დასახლებულ რაიონ ქობანიში, სირიასაფრანგეთის ცემენტის ქარხანალაფარჟისტერიტორიაზე ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა აღმოაჩინეს. კადრებზე კარგად ჩანს აშშის შეიარაღებული ძალების 2 სამხედროსატრანსპორტო ვერტმფრენი, 2 სადესანტო კონვერტოპლანი (თვითმფრინავი _ ვერტმფრენი) და ერთი მოიერიშე ვერტმფრენი.

ვერტმფრენები და კონვერტოპლანი ამერიკელთა ბაზაზე ალეპოში

* AH-64 APACHE _ აშშ-ის არმიის ძირითადი ვერტმფრენი 1980-იანი წლებიდან.

* BLACK HAWK (“შავი ქარი”) _ ამერიკული მრავალფუნქციური ვერტმფრენი, რომლის დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების შესრულება.

* V-22 OSPREY _ ამერიკული კონვერტოპლანი, რომელშიც გაერთიანებულია ვერტმფრენისა და თვითმფრინავის საუკეთესო თვისებები. შეიძლება 24-დან 32-მდე მედესანტის გადაყვანა.

* CHINOOK _ “ბოინგი” CH-47 (“ჩინუკი”) _ ამერიკული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი.

ქარხანა, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობს

ცნობილია, რომ სირიის ცემენტის ქარხანა “ჯალაბია” ყველაზე თანამედოვე და დიდია ახლო აღმოსავლეთში, შედის ჰოლდინგ “ლაფარჟის” შემადგენლობაში, რომელიც ფრანგული “ლაფარჟისა” და შვეიცარიული “ჰოლსიმის” გაერთიანების შემდეგ მსოფლიოს ლიდერია ცემენტის წარმოებაში”.

“ლაფარჟმა” სირიული ცემენტის ქარხანა 2007 წელს შეისყიდა, როცა მშენებლობა დასრულებული არ იყო. სირიელი ბიზნესმენი ფირას თლასი, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს, “ლაფარჟის” პარტნიორია სირიაში.

ცოტა ხნის წინათ საფრანგეთში გახმაურდა ინფორმაცია კომპანია “ლაფარჟისა” და ყველაზე სისხლიანი დაჯგუფების თანამშრომლობის შესახებ.

“ისლამური სახელმწიფოს” შეტევების შემდეგ ჰოლდინგ “ლაფარჟის” ხელმძღვანელობა ამ ორგანიზაციასთან ელექტრონულ მიმოწერას აწარმოებდა. ეს გრძელდებოდა 2014 წლამდე.

თავის წერილებში “ლაფარჟის” ხელმძღვანელობა ითხოვდა მუშაობის გაგრძელებას, სანაცვლოდ კი ტერორისტებს სხვადასხვა პრეფერენციას სთავაზობდა. ამას გარდა, “ლაფარჟის” დირექტორებმა რამდენჯერმე გამართეს მოლაპარაკება ტერორისტებთან. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 2014 წლის 19 სექტემბრამდე, ვიდრე “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ხელში ჩაიგდებდნენ ცემენტის ქარხანას. მას შემდეგ ქარხანა გაჩერებულია. 2015 წლის თებერვალში კი ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს ქურთების სამხედრო ქვედანაყოფებმა.

ადრე ადგილობრივები ამბობდნენ და ახლა ზუსტად არის ცნობილი, რომ ამ ფრანგული კომპანიის ცემენტის ქარხნის ტერიტორიას სამხედრო ბაზად იყენებდნენ ქურთი და უცხოელი სამხედროები _ ამერიკელები, ფრანგები, ინგლისელები და სხვ. ფრანგული მედიის ცნობით, აღნიშნული სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს კომპანია “ლაფარჟმა” ოფიციალურად დართო ნება, თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა მოეწყო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here