Home რუბრიკები საზოგადოება ტერორისტებმა ისრაელს, იტალიასა და ეგვიპტეს მუშტი მოუღერეს

ტერორისტებმა ისრაელს, იტალიასა და ეგვიპტეს მუშტი მოუღერეს

487

ისლამურმა სახელმწიფომმორიგი პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა. “დეილი სტარიიუწყება, რომბოევიკებიიტალიაში, ისრაელსა და ეგვიპტეში ტერაქტების სერიის მოწყობით იმუქრებიან.

“ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს რომსა და იერუსალიმში. ო, ებრაელებო, გველოდეთ! სასჯელი, რომელიც მოგიმზადეთ, სერიოზულია, და მალე თქვენ ეს ძვირად დაგიჯდებათ”, _ ნათქვამია ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლში.

“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილმა მოთარეშემ ჰარი სარფომ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს მოუთხრო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების მოწყობის ჩანაფიქრის შესახებ, იტყობინება “რენ ტივი”. სარფოს თქმით, ლაპარაკია ერთდროული ტერაქტების სერიაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ტერორისტებს მიზანში აქვთ ამოღებული დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია. “მათ (ტერორისტებმა) განაცხადეს, რომ სურთ, ერთდროულად შეუტიონ ინგლისს, საფრანგეთსა და გერმანიას”. ამასთანავე, სარფომ თქვა, რომ გერმანიაში არც ისე ბევრია ადამიანი, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფოსთვის” თავგანწირვა სურთ. “მათ მითხრეს, რომ გეგმები კი არსებობს, მაგრამ ადამიანებს ეშინიათ და ერთმანეთის მიყოლებით თამაშიდან გადიან. მსგავსი სიტუაციაა ინგლისშიც”, _ აღნიშნა სარფომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here