Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): დღეს ერთადერთ თემაზე გვაქვს რეფერენდუმი ჩასატარებელი _ გვინდა თუ...

მამა გიორგი (რაზმაძე): დღეს ერთადერთ თემაზე გვაქვს რეფერენდუმი ჩასატარებელი _ გვინდა თუ არა მამათმავლური ევროპა

915

ამათ არც კაცობის, არც ქართველობის და არც ქრისტიანობის არაფერი სცხიათ!”

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 5 აგვისტოს ევროკომისიამ ლგბტპირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამოქმედო გეგმისა და კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს კამპანია 2016-19 წლების პერიოდს მოიცავს და .. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მიმართული კონკრეტული პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული კამპანიის დაწყებას მხარი ევროსაბჭომაც დაუჭირა. როგორ ფიქრობთ, ამ ევროპისკენ სწრაფვა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია და, საერთოდ, შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მსგავს იდეოლოგიაზე დამყარებულ გეოპოლიტიკურ ოჯახთან დაახლოება?

_ მსგავსი პროგრამები ევროპაში, დიდი ხანია, ხორციელდება. ეს მათთვის სიახლე არ არის. აქ მთავარია, რა გვინდა ჩვენ. საკითხი ასე უნდა დაისვას _ რას მოგვიტანს ეს ევროპა? ჯერ ერთი, იქ არავინ გვიღებს, მაგრამ, რომც მიგვიღონ, გვჭირდება ასეთი გაუკუღმართებული იდეოლოგია? ჩემი აზრით, ამაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ხალხს უნდა ვკითხოთ _ გვინდა თუ არა ის, რასაც თანამედროვე დასავლური ფასეულობები ჰქვია, გვინდა თუ არა .. ნეოლიბერალიზმი და სხვა ათასგვარი აღვირახსნილობა, რომელიც იქ, უკვე დიდი ხანია, ნორმადაა ქცეული.

_ მოქმედი ხელისუფლება ამ საკითხს არასოდეს დააყენებს.

_ ვერც დააყენებს. იმიტომ, რომ მათ უკან სწორედ ევროპული ფსევდოლიბერალური ძალები დგანან. დავალებულნი არიან იმ ძალებისგან და იციან, რომ მათ გარეშე ძალაუფლებას ერთ თვესაც ვერ შეინარჩუნებენ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: თანამედროვე ევროპული იდეოლოგია არის განდგომა ღმერთისგან და ამ იდეოლოგიამ საქართველო უნდა დაამსგავსოს სოდომსა და გომორს. ჩვენ ვიცით, რა ბედიც ეწია ამ ორ ქალაქს _ დღემდე ცეცხლი უკიდია იმ მიწას. ასე რომ, აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში საკითხი _ გვჭირდება თუ არა ასეთი ევროპა.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და რომის პაპის დაგეგმილ ვიზიტზეც ვიტყვი: ვინ ეკითხებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილს რომის პაპის დაპატიჟებას, რა აუცილებლობა იყო ამის?! ქვეყნის პირველი პირი ხარ და ხომ უნდა იცოდე, ვის იწვევ და რა შეიძლება ამას მოჰყვეს?! ალბათ, ნარკოტიკებითაა ეს საცოდავი გაბრუებული და ვერ აცნობიერებს, რა ნაბიჯს დგამს, ვერც კი ხვდება, რა უბედურებაში ყოფს თავს.

_ ნარკოტიკები რადგან ახსენეთ, ამას წინათ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, .. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება საერთოდ პრობლემა არ არის, არ ვნებს არც ჯანმრთელობას, არც ოჯახს და მისი მოხმარება არ უნდა ისჯებოდესო. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ ეს ადამიანები, საერთოდ, რეალობას არიან მოწყვეტილნი და არ სურთ, შეიგნონ, რომ ღმერთს ეწინააღმდეგებიან. ნარკომანია ერთერთი მძიმე ცოდვაა და კაცი, რომელიც ამბობს, ამას არ უნდა ვებძოლოთო, არც მეტი, არც ნაკლები, გვეუბნება, რომ უნდა შევცოდოთ. ვიღაცას შეიძლება გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის კარგად გაანალიზებული, აწონილდაწონილი და დროში გაწერილი გეგმა, რომელიც მოდის დასავლელი ცისფერი კომისრებისგან და მათთვის ღმერთი არ არსებობს. მათთვის ყველაფერი არისდემოკრატიადალიბერალიზმი”, რომელსაც სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო არც ერთთან და არც მეორესთან.

რაც შეეხება უსუფაშვილის ნათქვამს, რომ მსუბუქი ნარკოტიკი პრობლემა არ არის _ ეს განცხადება თავისი შვილებისთვის შემოინახოს და, თუ უნდა, ნარკოტიკით გაჟღენთოს, მაგრამ სხვის შვილებს თავი დაანებოს. მე თუ მკითხავთ, ამხელა თანამდებობის პირი ასეთ განცხადებას რომ გააკეთებს, ქვეყნიდან უნდა გააძევო, უნდა ჩასვა თვითმფრინავში და “ნაცმოძრაობასთან” გაუშვა…

_ “ცისფერ კომისრებშივის გულისხმობთ?

_ მხედველობაში მყავს ის ევროკომისრები და ევროპარლამენტარები, რომლებიც პირდაპირ მიგვითითებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი. მათი მიზანი და ამოცანაა ღვთისგან კაცის განდგომა და იციან, რომ, ამას თუ შეძლებენ, მერე იოლად გადაგვივლიან.

_ მათი პროპაგანდა და იდეოლოგია რეალურად მოქმედებს საზოგადოებაზე? რა განწყობებია მოქალაქეებში?

_ ნებისმიერი პროპაგანდა თუ იდეოლოგია გარკვეულ კვალს ყოველთვის ტოვებს, მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ ერთი რამ: უსუფაშვილისნაირი საცოდავი მარგინალები ბოლოს ყოველთვის მარცხდებიან. მათ არ აქვთ არანაირი პერსპექტივა და მომავალი, რადგან საზოგადოებას, ადრე თუ გვიან, ყველა ძალისთვის გამოაქვს შესაბამისი განაჩენი. საზოგადოდ, ეს ე.წ. ნეოლიბერალები ცოტანი არიან, მაგრამ გაცილებით მეტნი ჩანან. ეს იმიტომ, რომ მედია თითქმის მთლიანად მათია და ყველგან ისინი ტრიალებენ. ისე კი, მათი ძალაუფლება მოჩვენებითია, რეალური დასაყრდენი არ აქვთ მოსახლეობის არც ერთ ნაწილში. თუ ვინმე მხარს უჭერს, ან მოსყიდულია, ან მოტყუებული და არ იცის, რეალურად რას ემხრობა. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ: საკმარისია, ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ე.წ. ნეოლიბერალიზმსა და თანამედროვე დასავლურ ღირებულებებზე, მათი მომხრე აღარავინ იქნება, არავინ დაუჭერს მხარს…

_ დავუბრუნდეთ ისევ .. მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, უსუფაშვილამდე ცოტა ხნით ადრე დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც. მან თქვა, რომ დღევანდელი ჩვენი ნარკოპოლიტიკა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის გარკვეულ მუხლებს. როგორ ფიქრობთ, ომბუდსმენიც დასავლური ძალების გავლენით აკეთებს მსგავს შეფასებებს?

_ რასაკვირველია. უჩა ნანუაშვილი ვინც არის, ყველამ ვიცით. ის არის ბაპტისტი, რომელიც ცისფერი კომისრების მიერაა დანიშნული და, რასაც უბრძანებენ, უსიტყვოდ ასრულებს. მას სახალხო დამცველი რატომ ჰქვია, გაუგებარია. ან ვის იცავს?! ის არის მხოლოდ ლგბტპირების მფარველი და დამცველი.

_ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაქართული ოცნებისერთერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო 2012 წელს. როგორ ფიქრობთ, თუ ამ დაპირებას შეასრულებენ, რა შედეგს მივიღებთ?

_ ბევრი ე.წ. ლიბერალისგან მომისმენია, დასჯა გამოსავალი არ არის და, თუკი მოხდება ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება, ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაც შემცირდებაო. ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტერია. ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია პირდაპირპროპორციულად გაზრდის ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და ამის მაგალითია ევროპის ქვეყნები, მაგალითად, ჰოლანდია. საზოგადოდ, ჩვენ ვხედავთ, რა დღეშია ევროპა და რა მდგომარეობამდე მივიდა იქ მოსახლეობა. მე ხშირად ჩავდივარ როტერდამში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ და იქ უკვე ხალხს სახლში მოჰყავს მარიხუანა. მეტიც _ ვაჭრობენ ამ ნარკოტიკით… ზუსტად იქეთ მიდის საქართველოც და ყველა, ვინც ამბობს, რომ მუხლები უნდა შემსუბუქდეს, ამ პროცესის მონაწილეა. ის ხელს აწერს საზოგადოების, ერის დეგრადირებას და ფიზიკურ განადგურებას.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” დაპირებას, მას სხვა უამრავი კარგი დაპირება ჰქონდა და მათი უმეტესობა დღემდე დაპირებად რჩება. რაღა ეს უნდა შეასრულონ?! თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამაზეც წავლენ, ეს, ალბათ, მხოლოდ დროის საკითხია…

_ დღევანდელ პარლამენტში არ არიან ძალები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან?

_ ეს ის პარლამენტია, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი გრიალ-გრიალით მიიღო და, როგორ ფიქრობთ, ზვიად ძიძიგურისნაირ ადამიანებს, რომლებიც, იმ გამოთქმისა არ იყოს, უნახავმა რა ნახაო, შეესივნენ ბიუჯეტს, რამე აინტერესებთ, თავიანთი ჯიბის გასქელების გარდა?! მათთვის არ არსებობს არანაირი ღირსება, მორალი; მათ, არჩევნები რომ მოდის, მაშინ ახსენდებათ ეროვნულობა, მაშინ ხდებიან კაცები, ქალები და ა.შ. სინამდვილეში არც კაცობის, არც ქართველობის და არც ქრისტიანობის არაფერი სცხიათ. ესენი არიან, ბოდიში და, ნაძირლების ხროვა.

_ დავაკონკრეტოთ: გულისხმობთ იმ დეპუტატებსაც, რომლებიც ხშირად ჩოხაახალუხით ცხადდებიან პლენარულ სხდომებზე?

_ რა თქმა უნდა. მაგათ მხოლოდ ჩოხა-ახალუხი ჰგონიათ ქართველობა და ეს რას ჰგავს, იცით? _ ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს. რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა გუჯაბიძე რა კანონს მოიგონებს და რა ტანსაცმლით მივა სხდომაზე, მაგისთვის ხომ სულერთია…

_ დასასრულ, ქორწინების განსასაზღვრავად რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნაზეც გკითხავთ. ეს მოთხოვნა, რომლის ავტორიც სოსო მანჯავიძის, სანდრო ბრეგაძისა და ზვიად ტომარაძის მიერ შექმნილი საინიციატიო ჯგუფია, ცესკომ თავის დასკვნასთან ერთად უკვე გაუგზავნა გიორგი მარგველაშვილს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება 30 დღეში უნდა მიიღოს _ ან უნდა დანიშნოს რეფერენდუმი, ან განაცხადოს მოტივირებული უარი. რას შეცვლის რეალურად ეს რეფერენდუმი?

_ თუკი ეს რეფერენდუმი ჩატარდება, რა თქმა უნდა, ხალხი ხმას მისცემს კანონში ჩანაწერის გაკეთებას, რომ სამოქალაქო ქორწინება _ ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორს, მაგრამ ამას შედეგი ნაკლებად მოჰყვება, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გვყავს ცისფერი კომისრების მიერ მართული მეხუთე კოლონა, რომელსაც სულაც არ აინტერესებს, სად რას ჩაწერ და რა ცვლილებებს შეიტან, ანუ ერთია, რა ეწერება ქარალდზე და მეორე _ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ცისფერი კომისრები ნებისმიერ შემთხვევაში თავისას განაგრძობენ. ეს ყველაფერი მაშინ დასრულდება, როცა მოხდება ძირეული პოლიტიკური ცვლილებები და საბოლოოდ დასრულდება გარე ძალის, ამ შემთხვევაში, დასავლეთის მიერ ხელისუფლების დანიშვნის ანტისახელმწიფოებრივი ტრადიცია. საეროდ, ჩვენ დღეს ერთადერთ თემაზე გვაქვს რეფერენდუმი ჩასატარებელი _ გვინდა თუ არა მამათმავლური ევროპა. აი, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრინციპული მიდგომა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here