Home რუბრიკები პოლიტიკა “ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ცოცხების ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” სიით იყარეს კენჭი, დღეს...

“ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ცოცხების ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” სიით იყარეს კენჭი, დღეს “ქართული ოცნების” სახელით აპირებენ პარლამენტში შესვლას”

511

პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათოა, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში _ მრავალგზის

უინსტონ ჩერჩილი

ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი განუკითხაობისა დაქართული ოცნებისმხრიდან დაპირებების შეუსრულებლობის გამო ხალხი იმედგაცრუებულია. ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიანი პერიოდი, როცა შიშში ვცხოვრობდით, ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს, აუპატიურებდნენ პატიმრებსრა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ხალხში უნდობლობა გამოიწვია. დღეს რა ვითარება საქართველოში? რა ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკაში? _ ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მოღვაწეობას ბოლო 4 წლის განმავლობაში _ მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს?

_ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი დღეს აღარ არსებობს, აღარ მძვინვარებს სისასტიკე, შესაბამისად, გაადვილებულია სუნთქვა, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში, გარკვეულწილად სოციალური მექანიზმებიც გაძლიერებულია, თუმცა შეინიშნება ამჟამინდელი ხელისუფლების ინტეგრაცია სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ სისტემასთან. სამართლიანობის აღდგენის კუთხით კი ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, არ გვყავს გადაწყვეტილების მიღების, ფორმირებისა და შემდგომში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარის მქონე ადამიანები. ეს, სამწუხაროდ, აფერხებს ქვეყნის განვითარებას. კარგია, რომ ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთთან ზღვარგადასულ აგრესიულ რიტორიკაზე, შესაბამისად, ეს რისკებს ამცირებს. საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხები ინერციით მიდის და გარღვევებს ვერ ვხედავ. ვთვლი, რომქართული ოცნებისმთავარი პრობლემა პოლიტიკური ელიტის არარსებობაა, “ქართული ოცნებისწიაღში ვერ ვხედავთ ლიდერებს, რომლებსაც სახელმწიფოს მართვის უნარი აქვთ.

_ რას ფიქრობთ რუსეთსაქართველოს დღემდე დაძაბულ ურთიერთობაზე?

_ ამ ეტაპზე ჩვენზე ცოტა რამ არის დამოკიდებული, მიდის გლობალური პოლიტიკა, სამყარო იცვლება და დღეს რუსეთი ამ პროცესში ძალიან აქტიურია. ამ ეტაპზე საქართველოსთვის უკეთესია პაუზის რეჟიმში ყოფნა. ჩვენ მოვლენების განვითარების მიხედვით უნდა ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა. დღეს ნებისმიერი ტიპის აქტიურობა პრორუსული ან ანტირუსული მიმართულებით შეცდომაა და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

_ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. რას იტყვით ჩვენსმარადმწვანეპოლიტიკოსებზე?

_ ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ გვყავს მიგრაციული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ფასეულობათა სისტემა არ აქვს. ისინი, უბრალოდ, მიგრირებენ ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ცოცხების ფონზენაციონალური მოძრაობისსიით იყარეს კენჭი, დღესქართული ოცნებისსახელით აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. ეს მიუღებელია, განსაკუთრებით _ “ქართული ოცნების” მხრიდან. როდესაც სასამართლოში იღებ ისეთ ადამიანს, როგორიცაა მურუსიძე, რაზეა ლაპარაკი?! ეს ადამიანები სააკაშვილის რეჟიმის მძვინვარების პერიოდში თავიანთ აგურს დებდნენ ჩვენს დევნა-შევიწროვებაში.

_ გიორგი კვირიკაშვილი ხშირად საუბრობს, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა უნდა იყოს, ეს ხომ არ მიგვითითებსნაციონალური მოძრაობისადაქართული ოცნებისკოაბიტაციაზე?

_ კოაბიტაცია ამჟამად არც ერთს არ აძლევს ხელს. “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირებას. რაც შეეხება კვირკაშვილის გამონათქვამებს: “სტაბილურობა”, “მეგობრობა”, “მშვიდობა” _ ეს უფრო კეთილი სურვილებია და არა რეალური შინაარსი, ერთია _ რას ამბობს კვირიკაშვილი და მეორე _ სად მიდის პოლიტიკური მოვლენების ლოგიკა. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებაა. კვირიკაშვილი შორს არის რეალური ლიდერობისგან. საკითხავია: აქვს კი მას, საერთოდ, ამის პერსპექტივა?

_ “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი განუკითხაობისა დაქართული ოცნებისშეუსრულებელი დაპირებების გამო ხალხი პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებულია, ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ ნდობა დაკარგა პოლიტიკური პარტიების მიმართ?

_ საზოგადოება დღეს თვლის, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” სახით. ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, ვერ აძლევენ საზოგადოებას ღირსეულ არჩევანს, რომ ამომრჩეველი წავიდეს მესამე მიმართულებით. დღევანდელი სიტუაციის დრამატულობიდან გამომდინარე, რჩება ორი ვარიანტი: ამომრჩეველი ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე, შესაბამისად, არ იქნება აქტიურობა არჩევნებში და სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას მივიღებთ, რომელიც ძალიან სახიფათოა მომავალი განვითარებისთვის; და მეორე _ თუ ამომრჩეველი წავა არჩევნებზე, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც უკეთესია.

_ “პალიტრანიუსთანსაუბრისას ჟურნალისტის კითხვაზეკუბლაშვილპაპუაშვილისსასამართლო ჯობია თუტურავამურუსიძის”, თქვენ უპასუხეთ, რომეს დაახლოებით ასეთი კითხვაა: “უცნაური მანიაკის ცოლი უფრო პატიოსანია თუ პანელზე გასული მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?” _ რას გულისხმობდით?

_ დღეს ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში მეჩვენება, რომ ხელისუფლება სასამართლოს გაჯანსაღებისთვის არ ზრუნავს. ის სხვისი მამაძაღლის საკუთარი მამაძაღლით ჩანაცვლებისთვის უფრო იბრძვის. ჩემი აზრით, მურუსიძე არაფრით ჯობია კუბლაშვილს, ისევე, როგორც ტურავა _ პაპუაშვილს. უცნაური მანიაკის ცოლი უფრო პატიოსანია თუ პანელზე გასული მსუბუქი ყოფაქცევის ქალი? არც ერთი არ არის პატიოსანი, მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა _ პირველი უწვება ერთს, მეორე კი მზად არის, ნებისმიერს დაუწვეს, არც ერთი არ ვარგა. ჩვენ სასამართლოში გვჭირდება ადამიანები, რომლებიც აღიარებენ კანონის უზენაესობას, ემსახურებიან კანონს და არა _ ხელისუფლებას.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

1 COMMENT

  1. უნამუსოთა ზეობის ხანა, უსისტემობა და უგულობა მეფობს ქვეყანაში, მოკლედ, ახვრების დოღია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here