Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ

ტრისტან წითელაშვილი: საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ

687

პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, ის საიდუმლო ობიექტებზე არ ყოფილა. შესაბამისად, საიდუმლო ობიექტებზე გადაღება არ უწარმოებია. 

 “საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და, შესაბამისად, არც გადაღება და არც ჩაწერა არ მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ, ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხასთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.” _ განაცხადა წითელაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და ინფორმაცია მინდია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობისას დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა სამსახურებრივი საშვით, წითელაშვილმა კი საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here