Home რუბრიკები პოლიტიკა ზეწოლით გათანგულნი

ზეწოლით გათანგულნი

495

გასულ კვირას პოლიტიკოსები საგრძნობლად გააქტიურდნენ, მოსახლეობაში კი პირიქით _ გამოიკვეთა პროცესებისგან დისტანცირებისა და დასვენების სურვილი. ეს სეზონური თავისებურება 2012-შიც, იმჟამინდელი არჩევნების ზეპრინციპული ხასიათის მიუხედავად, მაინც აღინიშნა. პარტიები საინფორმაციობომბებსსექტემბრისთვის ინახავენ და ცდილობენ, მათი გამოყენებისთვის ნიადაგი მოამზადონ.

ამ კონტექსტში, ალბათ, საინტერესო იქნება გიორგი პაპუაშვილის განცხადების განხილვა. ის ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე “ზეწოლა” ხორციელდება. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ პაპუაშვილი სააკაშვილის დაკვეთებს ასრულებს და ეს იძულებულს გვხდის, მისი აქტიურობა სწორედ წინასაარჩევნო ბრძოლის კონტექსტში განვიხილოთ.

ზეწოლა მოსამართლეებზე საკმაოდ მძიმე დანაშაულია და, თუ დადასტურდება, როგორც ფაქტი და ხელისუფლების კავშირი მასთან, მმართველ ძალას სერიოზული პრობლემები შეექმნება. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი _ აღშფოთდებიან, უპირველესად, უცხოელები; საქართველოში კი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იტანს სააკაშვილს და დარწმუნებულია მის კავშირში პაპუაშვილთან, რეზონანსი, სავარაუდოდ, შედარებით მოკრძალებული იქნება. უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ორი გარემოება _ სექტემბრის ბოლოს პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ვადა ეწურება, ამიტომ დარჩენილ დროში ის შეიძლება შეეცადოს, ხელისუფლების იმიჯი მაქსიმალურად დააზიანოს და პოლიტიკაში გადასაბარგებლად შესაბამისი ფონი შექმნას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო პერიოდში ხშირად განიხილება, როგორც “ნაციონალების” უკანასკნელი ბერკეტი, რომლის გამოყენებამ შეიძლება ქიბარ ხალვაშისთვის “რუსთავი 2”-ის გადაცემის პროცესის დაბლოკოს. თუ ეს ვერ მოხერხდება, პაპუაშვილის განცხადება, თანმდევ მოვლენებთან ერთად, შექმნის ნიადაგს იმის სათქმელად, რომ ეს ხელისუფლების ზეწოლის გამო მოხდა. შესაბამისად, “ნაციონალებს” მიეცემათ შესაძლებლობა, თქვან იგივე ყველა სხვა ინსტანციის გადაწყვეტილებაზე “რუსთავი 2”-ის საქმის მიმართ და “უსამართლო ტირანიისგან თავისუფალი სიტყვის დასაცავად” ქუჩის აქციები დაიწყონ ან ატეხონ საშინელი ხმაური საზღვარგარეთ.

ტაქტიკური პრობლემის არსი, რომელიც ნაციონალებს ბოლო ხანს შეექმნა, არის ის, რომრუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების დრამატული ფინალი და სავარაუდო პოსტსაარჩევნო კრიზისი ერთმანეთს არ ემთხვევა. ბიძინა ივანიშვილმა ნათლად მიუთითა, რომ წინააღმდეგია, არჩევნების პერიოდში ტელეკომპანიის მენეჯმენტში ცვლილებები მოხდეს, თუნდაც სააპელაციო ინსტანციების ვერდიქტი ამის შესაძლებლობას იძლეოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ორი საბაბიმაიდნისასაგორებლად (“რუსთავი 2”-ის დაცვადაარჩევნების გაყალბება”), მაგრამ შესაბამისი პროცესების სავარაუდო კულმინაცია დროის ხაზზე ერთმანეთისგან დაშორებულია. არადა, სწორედ მათი დამთხვევა მისცემდა ნაციონალებს შესაძლებლობას, სხვა პარტიებთან თუენჯოებთანტაქტიკური ალიანსი შეექმნათ. პაპუაშვილის გააქტიურება, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი კატალიზატორიც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესების რადიკალიზაციისა და დაჩქარებისთვის.

ყოველივე ამის პოლიტიკური შედეგი უმნიშვნელო იქნება, თუ არდაიდებამოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები. პაპუაშვილი სამართალდამცავებს ხელისუფლების მორჩილ ინსტრუმენტად წარმოაჩენს და, აქედან გამომდინარე (მისი ლოგიკით), გამოძიება დამნაშავეებს, სავარაუდოდ, არ გამოავლენს. შესაბამისად, ყოველივე დარჩება ცარიელ სიტყვებად, “ჭორაობად”, როგორც მას ზოგიერთი კომენტატორი უწოდებს. მაგრამ არსებობს ერთი აკრძალული ხერხი, რომლის გამოყენებით ნაციონალებმა შეიძლება სერიოზული კრიზისის პროვოცირება მოახდინონ.

გაუჭირდება თუ არა იმ ადამიანებს, რომლებმაცმოდელირებული ქრონიკაშექმნეს, “მოდელირებული ზეწოლისდამზადება და ეთერში გაშვება? აუდიო ან, სულაც, ვიდეოჩანაწერის შექმნა, რომელიც ასახავს “ზეწოლას” ყოფილი ხელისუფლების ერთგულ მოსამართლეებზე, განსაკუთრებულ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, მსახიობებმა ტექსტი დამაჯერებლად წარმოთქვან. პარალელურად, ინტერნეტში შეიძლებაჩააგდონრეალური მაკომპრომენტებელი, ჯერ კიდევ მერაბიშვილის ხელქვეითების მიერ მოპოვებული ჩანაწერი, რათა ამ გზით შანტაჟის მსხვერპლის დასჯის იმიტაცია მოახდინონ. ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხელისუფლებაში მართლაც მოიძებნა იდიოტი, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა. თუმცა ასეც რომ არ იყოს _ არც სინდისი, არც ნამუსი, არც რაიმე სხვა შემაფერხებელი ფაქტორი, სავარაუდოდ, ვერ შეუშლის ხელს სააკაშვილის მიმდევრებს იმაში, რომ ყალბი მტკიცებულებები დაამზადონ, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს პრობლემა ნამდვილად არ ჰქონიათ.

საქმე ისაა, რომ პაპუაშვილის ბენეფისი დაკარგავს ყოველგვარ აზრს, დრამატურგიული თვალსაზრისით უაზრო გახდება, თუ დამაჯერებელი ფინალი არ ექნება. ნუთუ ავანსცენაზე იმისთვის გამოვიდა (თუ გამოიყვანეს), რომ “ცარიელი სიტყვებით” შემოფარგლულიყო?! რა მოხდება მეორე აქტში?”

ყოფილი ხელისუფლების ბევრი მოწინააღმდეგე გააღიზიანა იმ ყურადღებამ, რომელიც პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა პაპუაშვილის მიმართ გამოავლინეს. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში მათ პატივი სცეს არა პიროვნებას, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა უარი თქვა მისვლაზე აჭარის პროკურატურაში და პირობების წამოყენება დაიწყო, ეს ხაზგასმული მოწიწება ერთობ უადგილო შეიქნა. თუმცა მალე პაპუაშვილმა დარტყმა მალე მიიღო სხვა მხრიდან, რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაპუაშვილი სასამართლოს დღის წესრიგისერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშეგანსაზღვრავს და რიგი საქმეების (მათ შორისრუსთავი 2”-ის) დაჩქარებული წესით განხილვას უზრუნველყოფს (როგორც ცნობილია, ეს ნაციონალებს ჰაერივით სჭირდებათ), აგრეთვე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ბინა, რომელშიც ის ცხოვრობს; ძველი მფლობელი სასამართლოში აპროტესტებს მის ჩამორთმევას და შემდგომ გადაცემას პაპუაშვილისთვის, რომლისთვისაც ეს ისტორია შეიძლება ფრიად უსიამოვნო შედეგით დასრულდეს. ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მოგვიანებით ამასაც ზეწოლას უწოდებს. ყოველივე კი პროკურატურის განცხადებამ დააგვირგვინა, რომლმაც პაპუაშვილის მიერ აგორებულ სკანდალს აბსურდის ელემენტები შესძინა: გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას”.

პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია კი განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს. პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “მინდა მოგახსენოთ, რომ ამ (ზეწოლის) ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინათ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული ზეწოლის მცდელობა სამართალდამცავების ჩართვით”. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ცოტა სხვა ტიპის ინციდენტი იყო, ვიდრე ის, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობდა, თუმცა პრეზიდენტის ამ რეპლიკამ გარკვეულწილად გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები.

საინტერესოა, რომ 19 ივლისს, როდესაც მარგველაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” მონაწილეობდა, მისმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თქვა: “მოდით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზეც ვისაუბროთ, რომლებზეც, აგრეთვე, არანორმალური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის არის 7 მოსამართლე, რომლებიც სამთავრობო აგენტებად არ მოიაზრებიან, ამიტომ მათზეა უმძიმესი ზეწოლა, მათ ემუქრებიან, სთავაზობენ სხვადასხვა გარიგებებს…”. მაშინ პრეზიდენტს აზრადაც არ მოსვლია საუბრის დაწყება ზეწოლის მცდელობაზე მისი ოჯახის წევრების მიმართ. არც ამ ინტერვიუმდე უთქვამს არაფერი, არც მოგვიანებით _ ის სწორედ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ეს ყველაზე მეტად აძლევდა ხელს “ნაცმოძრაობას”, ანუ პაპუაშვილის განცხადების შემდეგ. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მარგველაშვილი ბოლო ხანს გადაიქცა კომიკურ ფიგურად, რომელიც არავის აინტერესებს. ქვეყნის შიგნით ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ უცხოეთში, მათ შორის, ავტორიტეტულ უფლებადაცვით ორგანიზაციებში, პრეზიდენტის განცხადებას, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ და ამ ეპიზოდმა მმართველ პარტიას შეიძლება საგრძნობი ზიანი მიაყენოს.

მარგველაშვილის განცხადებაზე საუბრისას პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ თქვა: “ გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული”. აქ ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა ჰქონდათ მიღებულიოცნებისხელმძღვანელებს, როდესაც მხარი დაუჭირეს მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევას _ კოკაინი თუ ჰეორინი? ჯერ სად არიანთავდავიწყება ოქტომბერში, სავარაუდო პოსტსაარჩევნო კრიზისის დროს დაიწყება, თუ მარგველაშვილი შეეცდება, მის ხელთ არსებული მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ბერკეტები არადანიშნულებისამებრ გამოიყენოს.

გიორგი პაპუაშვილი “უკანასკნელი მოჰიკანია”, რომელიც ზედა ეშელონებში ძველ რეჟიმს წარმოადგენს. დრო, როდესაცქართულ ოცნებასშეეძლო საკუთარი წარუმატებლობა სააკაშვილის კადრების საბოტაჟთან დაეკავშირებინა, დასასრულს უახლოვდება. “ჩვენი პროგრამა-მინიმუმია ამ არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. ეს ნიშნავს 50%-ზე მეტს ხმებისას, რაც ნიშნავს იმას, რომ, მინიმუმ, 40 კაცს გავიყვანთ პროპორციული სიით. ეს არის ის პროგრამა-მინიმუმი”, _ განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ (ტელეკომპანია “პირველი”). იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მმართველ პარტიას ტრიუმფალური გამარჯვების იმედი აქვს, მისი ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, 100-105 მანდატის აღებას გეგმავს. როგორც ჩანს, ივანიშვილის პროგნოზის შემდეგ (მან ორი თვის წინათ თქვა, რომ “ოცნება” დაახლოებით 95 ადგილს მოიპოვებს) პარტიაში ჩათვალეს, რომ გეგმა გადაჭარბებით უნდა შესრულდეს.

მმართველი პარტიის ავტორიტეტის დაკნინების ფონზე, “ოცნების” ოცნებები შეიძლება სახიფათო ილუზიებად მოგვეჩვენოს, თუმცა მან მართლაც შეიძლება მიაღწიოს სრულ დომინირებას პარლამენტში, უპირველესად, მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე (ახალი წესის თანახმად, გამარჯვებულმა კანდიდატმა ხმათა 50% უნდა მიიღოს. ამასთანავე, აშკარაა, რომ მეორე ტურში ოპოზიცია ერთიანი კანდიდატების გარშემო გაერთიანებას ვერ შეძლებს).

ასეთი შედეგი ნიშნავს იმას, რომ მთელი პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე დაეკისრება მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და მას აღარ ექნება შესაძლებლობა, მიუთითოს უგულავას, ქადაგიძისა თუ პაპუაშვილის საბოტაჟზე, “ნაცმოძრაობის” მსხვილი ფრაქციის დესტრუქციულ ქმედებებზე ან კოალიციური პარტნიორების ამბიციებზე, როგორც გარემოებაზე, რომელიც მის უუნარობას ამართლებს. ის მალევე აღმოაჩენს, რომ კრიტიკის მთავარ სამიზნედ იქცა და მისი “გადამისამართება” არ შეუძლია. ეს ერთგვარი პარადოქსია _ რაც უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს “ქართული ოცნება”, მით უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here