Home რუბრიკები ბლოგი ერდოღანი ამერიკელ გენერალზე: ჯოზეფ ვოტელი ჩვენს დამხობას აპირებდა

ერდოღანი ამერიკელ გენერალზე: ჯოზეფ ვოტელი ჩვენს დამხობას აპირებდა

613

როგორც  BBC იტყობინება:  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა.

ერდოღანმა გააკრიტიკა ჯოზეფ ვოტელის ის განცხადება, რომელიც მან გადატრიალების მცდელობის ჩაშლის შემდეგ გააკეთა. ერდოღანის თქმით,  ამ განცხადებით, ვოტელმა ამბოხებულებს  მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა, გვამცნობს The Hürriyet Daily News.

„ამერიკელი გენერალი პუტჩისტებს უცხადებს მხარდაჭერას. გააკეთა რა მსგავსი განცხადებები, მან თავი გასცა….რას წარმოადგენ, ვინ ხარ? რა შენი საქმეა ეს? იცოდე  საკუთარი ადგილი, ნაცვლად იმისა , რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ. ამბოხის მთავარი ორგანიზატორიც შენს ქვეყანას აფარებს  თავს“, – მიმართა ერდოღანმა ამერიკელ გენერალს.

აღნიშნულ ბრალდებას ჯოზეფ ვოტელი უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

მანამდე, როგორც ცნობილია, თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან ანტიამერიკული საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ აშშის დროშა დაწვეს და თურქეთის ხელისუფლებისგან ბაზის დახურვა მოითხოვეს.

რუსული პრესა წერს, რომ თურქული გამოცემა Yeni Safak-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკელი თადარიგის გენერალი ჯონ კემპბელი ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო გადატრიალების წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდა და დახმარებას უწევდა. 

ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ადანაში მდებარეობს. ავიაბაზაზე განლაგებულია საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში არიან ჩართული.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here