Home რუბრიკები პოლიტიკა ობამამ შინ ფერადკანიანთა ინტერესების დაცვას ევროპაში ომი ამჯობინა

ობამამ შინ ფერადკანიანთა ინტერესების დაცვას ევროპაში ომი ამჯობინა

515

პრეზიდენტ ობამას ჭეშმარიტი პრიორიტეტები საბოლოოდ გაცხადდა რამდენიმე დღის წინათ, როცა მან მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტში, რათა ემსჯელა აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის მომატების შესახებ, რის გამოც კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა ამ ატომური იარაღის მქონე დიდ სახელმწიფოსთან.

ფილანდო კასტილიასა და ელტონ სტერლინგის შემაძრწუნებელი მკვლელობისა და დალასში სნაიპერის მიერ პოლიციელთა დახოცვის შემდეგ ქვეყანაში რასისტულ ნიადაგზე აღმოცენებულმა ვნებათაღელვამ იფეთქა. მილიონობით შავკანიანი, შავგვრემანი და თეთრკანიანი გამოვიდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში პოლიციელთა მიერ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის გამო პროტესტის გამოსახატავად. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო პროტესტი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ მოქმედებენ გასამხედროებული სამართალდამცავი ორგანოები. ქალაქების ქუჩებში გამოსული და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ნახევრად სამხედრო მოიერიშეები, რომლებიც მოქალაქეებს უტევდნენ, სულაც არ ანაღვლებს პირველ შავკანიან პრეზიდენტს, რომელსაც შეეძლო გამოეყენებინა თავისი მდგომარეობა და პოლიციელებისთვის თავისუფლების აღკვეთით განემუხტა დაძაბულობა. ამის ნაცვლად ობამა დარჩა პოლონეთში, სადაც ყველაფერი იღონა საერთაშორისო ვითარების კიდევ უფრო გასამწვავებლად.

ობამას ჭეშმარიტი სახე ასეთია: პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ნიანგის ცრემლები აღვარღვაროს და აწარმოოს აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

შოკი, საშინელება, საზიზღრობა _ აი, რამდენიმე რეაქცია უდანაშაულო შავკანიანების ხელისუფლების მიერ სანქცირებულ მკვლელობაზე, ანალოგიური განცდა გეუფლება აღმოსავლეთ ევროპაში აშშისა და ნატოს პოლიტიკაზეც, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება და რომელთა სრულად შეფასება დღეს შეუძლებელია. მხედველობაში მაქვს ომი რუსეთთან. ნუთუ ეს შესაძლებელია?

აღმოსავლეთ ევროპაში ობამას სტრატეგია კონცენტრირებულია არა მოლაპარაკებებზე, არამედ მასშტაბურ მილიტარიზაციაზე. ნატოს სამიტზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც უეჭველად გაზრდის სამხედრო კონფლიქტის ალბათობას.

აი რამდენიმე ელემენტი, რომლებსაც ეს დოკუმენტები შეიცავს:

* 2017 წლის დასაწყისიდან 4 ბატალიონის გადაყვანა პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

* ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოება სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებზე;

* დეკლარაცია ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგების შესახებ;

* ალიანსის შესაძლებლობების გაფართოება კიბერუსაფრთხოებისა და კიბერსივრცის სფეროებში;

* ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდა ერაყში;

* სამხედრო ძალის გაძლიერება ხმელთაშუა ზღვაში;

* ნატოს მისიის გაგრძელება ავღანეთში, სულ ცოტა, 2020 წლამდე;

* ერთობლივი კომუნიკე ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო უსაფრთხოების სფეროში და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.

ამ მოვლენებს შემაშფოთებელი ხასიათი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ესთავდაცვითიზომები არსით ანტირუსული მიმართულებისაა და მოსკოვი მათ სწორედ ასე აღიქვამს, რასაც საპასუხო ესკალაცია მოჰყვება რუსეთის მხრიდან.

განიარაღების საკითხი ცოტა ხნის წინათ კიდევ არსებობდა აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ცივი გონების მქონე თავები პენსიაზე გავიდნენ ან გარდაიცვალნენ და დარჩნენ მხოლოდ აგრესიული პოლიტიკის გულმხურვალე მომხრენი.

იმ საფრთხეების გარდა, რომლებიც მომდინარეობს ნატოს ახალი შეთანხმებებიდან, აღსანიშნავია ურიცხვი სამხედრო სწავლება, რომლებსაც აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ატარებენ აღმოსავლეთი და სამხრეთი ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, რუსეთისთვის კი ბოროტმოქმედის როლია განკუთვნილი.

აი ბოლო სამხედრო სწავლებებისა და მნევრების მოკლე ჩამონათვალი:

* Rapid-Trident-2016 (27 ივნისი 8 ივლისი) იავოროვი, უკრაინა. ევროპაში აშშის არმიის ვებგვერდის მონაცემებით, ამ სწავლებაში მონაწილეობდნენ უკრაინის, აშშის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, მოლდოვას, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, შვედეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები.

* Noble-Partner-2016 (11-26 მაისი), ვაზიანი. საქართველოში გამართულ მანევრებში მონაწილეობდნენ ამერიკელი და ქართველი სამხედროები, მიზანი რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

* Trident Joust-2016 (12-22 აპრილი), პოლონეთი, ნატოს ეგიდით ჩატარებული სამხედრო წვრთნების სერიის მიზანი რუსეთის პოტენციური შეჭრის მოგერიება იყო.

* Joint-Warrior-2016 (12-24 აპრილი), ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვები. ნატოს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო-საზღვაო მანევრები, რომელთა მიზანიც ბალტიის ზღვაზე ომის (რუსეთის შეჭრის) სცენარის მოდელირება იყო.

* Anakonda-2016 (7-17 მაისი), პოლონეთი, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონეთის, აშშსა და ალიანსის 17 ქვეყნის, აგრეთვე, 5 პარტნიორი სახელმწიფოს 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ამერიკელებს ჰყავდათ.

* Flaming Sword-2016 (1-20 მაისი), ლიტვა და ლატვია. სწავლების მიზანი იყო ამერიკული სპეცრაზმისა და მათი ლიტველი და ლატვიელი კოლეგების ურთიერთქმედების შეფასება რუსეთის მხრიდან შესაძლო შეტევის შემთხვევაში.

* BALTOPS-2016 (3-26 ივნისი), ბალტიის ზღვა. სამხედრო სწავლებას აშშის ხელმღვანელობით უნდა შეემოწმებინა ურთიერთქმედება ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ხმელეთსა და ჰაერში. ნატოს წევრი ქვეყნების გარდა ამ სწავლებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი სახელმწიფოები შვედეთი და ფინეთი.

ზემოჩამოთვლილი სწავლებები, რომლებიც მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ჩატარდა, ნაწილია აშშ-სა და ნატოს ფართომასშტაბიანი საქმიანობისა რუსეთის საზღვრებთან.

აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალის გაძლიერება უკვე დიდი ხანია, გრძელდება. მიმდინარე წელს აშშ-მა განაცხადა თავისი ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერების შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში. როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთმა მას უპასუხა განცხადებით თავისი სამხედრნო ძალების გაძლიერების თაობაზე. ეს იყო კონტრზომა აშშ-ის მხრიდან დაწყებული ესკალაციისა.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ძალა და ფინანსები ჩაიდო ამ ოპერაციებში 2016 წლის განმავლობაში, შეიძლება შეგვძრას იმის წარმოდგენამ, რა გველის 2017 წელს. შეუძლებელია, არ იფიქროთ, რომ ეს არის ომის პრელუდია.

აუცილებელია, გავიგოთ ურთიერთკავშირი ორ მოვლენას _ ამერიკის პოლიციის სასტიკ მოპყრობას ფერადკანიანი თემის მიმართ და მსოფლიოს ელიტების მხრიდან წამოსულ გაუთავებელ სამხედრო პროპაგანდას _ შორის. ორივე შემთხვევაში მოგებული რჩება ერთი სისტემა _ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.

სამხედრო ტექნიკისა და მეომრების რაოდენობის მომატების შედეგად სარფიან კონტრაქტებს აფორმებენ ისეთი კორპორაციები, როგორებიცაალოკჰიდ მარტინი”, “ბოინგიდა სხვ. მსოფლიო უფსკრულის პირას დგას, ჯავშნიანი ჟილეტების, ცეცხლსასროლი იარაღის, სამხედრო ჯიპებისა და კავშირგაბმულობის სისტემების მწარმოებელი კომპანიები კი მდიდრდებიან.

იგივე კომპანიები, რომლებიც ამერიკელი და ნატოელი სამხედროებისთვის ამზადებენ აღჭურვილობას, სარგებელს ნახულობენ ამერიკელი პოლიციელებისთვის ტექნიკისა და იარაღის მიწოდებით. პოლიციური ძალების მილიტარიზაცია განუყოფელი ნაწილია სრულფასოვანი პოლიციური სახელმწიფოს შექმნის პროცესში, სახელმწიფოსი, რომელსაც აქვს რეპრესიული აპარატი პოლიციელების მიერ ჩადენილი უაზრო მკვლელობების გასაპროტესტებლად გამოსული თავისი ღარიბი ფერადკანიანი თემის დასათრგუნავად.

ობამამ შინ ფერადკანიანთა ინტერესების დაცვას ევროპაში ომი ამჯობინა

ნათელია, რომ ობამას რიტორიკა სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის შესახებ ცინიკური მანიპულაციები და პიარია და არა ჭეშმარიტი მისწრაფებები. სამხედროსამრეწველო კომპლექსი მამოძრავებელი ძალაა, როგორც ამერიკული იმპერიალიზმის, ისე სახელმწიფოს მიერ ლეგალიზებული მკვლელობებისა პოლიციელთა მხრიდან. ვიდრე ამერიკელი ინსტრუქტორები რუსების მკვლელობაში ავარჯიშებენ პოლონელებს, ლატვიელებს, ლიტველებსა და ქართველებს, აშშის პოლიციის ოფიცრები ოკუპანტებივით მოქმედებენ და ამერიკაში ადამიანებს ხოცავენ.

ჩანს, რომ ვაშინგტონის აგრესიული საგარეო პოლიტიკა სახლშია გადმოტანილი.

მშვიდობისა და ადამიანის სიცოცხლისადმი უპატივცემულობა ვლინდება არა მხოლოდ ფერგიუსონისა და ბატონ-რუჟის ქუჩებში, არამედ ამერიკული იარაღის ჟღარუნით აღმოსავლეთ ევროპაშიც.

ცნებები “მშვიდობა” და “სამართლიანობა” უცხოა აშშ-ისთვის.

აშშ-ში ძლიერდება საპროტესტო მოძრაობა პოლიციელთა ძალმომრეობის მიმართ, მაგრამ მოძრაობა მშვიდობისთვის, რომელიც იბრძოლებს მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად, არ არსებობს. არადა, თუ გავითვალისწინებთ, როგორ არის გადაჯაჭვული ეს ორი პრობლემა ერთმანეთზე, მოძრაობებს, რომლებიც დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, ბევრი საერთო უნდა ჰქონდეს.

Counter Punch

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here