Home რუბრიკები პოლიტიკა ნორვეგიის ეკლესიას ქრისტიანები ტოვებენ

ნორვეგიის ეკლესიას ქრისტიანები ტოვებენ

644

კონსერვატიული ქრისტიანები ერთნაირსქესიანთა ჯვრისწერისადმი პროტესტის ნიშნად ნორვეგიის სახელმწიფო ეკლესიას ტოვებენ. მხოლოდ მიმდინარე წელს 6 ათასმა ადამიანმა გაწყვიტა კავშირი ნორვეგიის ეკლესიასთან.

საშვებულებო განწყობაა ესტფოლეს არემარკშიოენის ტბასთან განლაგებულ ბიბლიურ ბანაკ ფანგეკასაში. იან მაგნუს ფაუსკე ლილებე, რომელმაც ცოტა ხნის წინათ მიიღო სასულიერო განათლება, ყოველდღიური ბიბლიური საათის ფარგლებში წყნარად წარმოთქვამს ქადაგებას დარბაზის სცენიდან. ის ერთ-ერთია, ვინც ეკლესიიდან გასვლის შესახებ განაცხადა _ გადაწყვეტილებამ ერთნაირსქესიანთა ჯვრისწერის შესახებ, აიძულა, გამოთხოვებოდა ეკლესიას, სადაც პირჯვარს იწერდა და იღებდა ინფორმაციას.

“სამწუხაროა, მაგრამ სასულიერო განათლებამ მიმიყვანა იქამდე, რომ ახალ ეკლესიაში თავს ისე ვერ ვგრძნობ, როგორც სახლში. ბიბლიური სიტყვების განმარტებასაც აქვს საზღვარი”, _ ამბობს 27 წლის ღვთისმსახური ლილებე. მისი რელიგიური სახლი ნორვეგიის ლუთერანული მისიონერული საზოგადოებაა, რომელიც დღეს 300 ათას წევრს ითვლის ქვეყანაში.

“ზოგი ჩვენ თვითკმაყოფილ ბნელეთის მოციქულებს გვიწოდებს, მაგრამ, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს ღვთის სიტყვისა და ბიბლიის ჩვენებური გაგების. ეს ჩვენ სასიცოცხლო ძალას გვაძლევს”, _ ამბობს ლილიებე.

სამ კვირაში 3 ათასმა კაცმა განაცხადა ეკლესიის დატოვების შესახებ

ამა წლის გაზაფხულზე ტრონჰეიმში გამართულ საეკლესიო შეკრებაზე ბევრის მოთმინების ფიალა აივსო, როდესაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საკურთხეველთან მიიყვანეს და ჯვარი დასწერეს. როდესაც მედიამ აქტიურად დაიწყო მსგავსი ქორწინებების გაშუქება, პროტესტის ნიშნად სამი კვირის განმავლობაში თითქმის 2938 ადამიანმა განაცხადა ეკლესიიდან გასვლის შესახებ. სულ კი მიმდინარე წელს 5992 ადამიანმა გაწყვიტა კავშირი ნორვეგიის ეკლესიასთან.

2015 წლის რეკორდი

2015 წელს ნორვეგიის ეკლესიიდან გასვლის შესახებ ადამიანების სარეკორდო რაოდენობამ _ 15486-მა განაცხადა. ბევრს არ ეყო ძალა, მოეთმინა ლიბერალი მორწმუნეების ქმედებები. უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ეკლესია ბევრმა დატოვა. ეკლესიის თემიდან გასვლა ადამიანის უფლებაა. ჩვენ გვინდა, რომ ნორვეგიის ეკლესია ღია იყოს ხალხისთვის და ყველა მონათლულს ჰქონდეს კავშირი მასთან”, _ განაცხადა საეკლესიო საბჭოს წარმომადგენელმა ულე ბეკელუნდმა.

“მხოლოდ მისიონერულ ბანაკში ვგრძნობ თავს, როგორც სახლში”

ესტფოლეს ბიბლიურ ბანაკში ბევრი იზიარებს თვალსაზრისს, რომ ნორვეგიის ეკლესია ბიბლიას აღარ ეყრდნობა.

“ეკლესიაში შობასა და აღდგომას დავდივარ. მხოლოდ მისიონერულ ბანაკში ვგრძნობ თავს, როგორც სახლში”, _ ამბობს ჰაუგესიუნდის მცხოვრები ანე მარიე კალანდი, რომელიც უკვე 15 წელია, ოჯახთან ერთად ატარებს შვებულებას ფანგეკასაში.

ორ სკამს შორის

ქადაგების ძველი კულტურა ცდილობს, ორ სკამზე დაჯდეს. ლუთერანულმა მისიონერულმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, დარჩენილიყვნენ სახელმწიფო ეკლესიაში. არსებობს დაუწერელი კანონი, რომ სამლოცველო სახლი და ეკლესია ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ”, _ ამბობს მეცნიერი მუშაკი ულოფ ოგედალი, რომელსაც სადოქტორო აქვს დაცული სამლოცველო სახლების კულტურაზე, _ სამლოცველო სახლი კატეგორიულ უარს ამბობს ქარიზმულ ქრისტიანობაზე და თავის თავს განსაზღვრავს, როგორც მოძრაობას, რომელიც ორიენტირებულია ბიბლიაზე დაყრდნობილ სწავლებაზე, მაგრამ ის ასევე არის ეკლესია, რომელიც აღვივებს ღმერთისადმი რწმენას”.

ნათლობისა და ქორწინების შეთავაზება

ბევრი ლუთერანული მისიონერული ორგანიზაცია ბოლო ხანს თავის რელიგიურ თემს ისეთი რიტუალების ჩატარებას სთავაზობს, როგორიც არის ნათლობა, ქორწინება და დაკრძალვა.

თუკი მისიონერული სახლი საეკლესიო მსახურებას დაიწყებს კვირას, დღის პირველ ნახევარში, ვფიქრობ, ეს წარმოჩნდება, როგორც პროვოკაცია”, _ ამბობს ბიორნ მაგნე ჰეიერი ბიბლიური ბანაკის გამგეობის თავმჯდომარე და მისიონერული სახლის თანამშრომელი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ნორვეგიის ეკლესიის წევრად. მას სურს ეკლესიასთან თანაარსებობა, მაგრამ აღიარებს, რომ სამომავლოდ აუცილებლად შეიქმნება პრობლემები რელიგიური სწავლების საშუალებების საკითხებზე.

Aftenposten
(ნორვეგია)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here