Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

570

შიშველ ბრიტანელ მამაკაცებს ესპანელებმა ქუჩაში სეირნობა აუკრძალეს

ბრიტანელი მამაკაცების საქციელი შეიქნა მიზეზი იმისა, რომ კუნძულ მალიორკის (ესპანეთი) ხელისუფლებამ გამოსცა მკაცრი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ტურისტებს ეკრძალებათ, შიშველი გამოვიდნენ სასტუმროს ნომრიდან.

კურორტ მაგალუფის (მალიორკის სამხრეთ-დასავლეთი) ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სამარცხვინოა ბრიტანელი ტურისტების საქციელი და საზიზღრობაა ის, რაც ქალაქის ქუჩებში ხდება საზაფხულო სეზონზე.

შიშველ ბრიტანელ მამაკაცებს ესპანელებმა ქუჩაში სეირნობა აუკრძალეს

ბოლო წვეთი, რომელმაც მალიორკის ხელისუფლებას მოთმინების ფიალა აუვსო და ზემოაღნიშნული ბრძანებულების გამოცემისკენ უბიძგა, იყო ბრიტანელი მამაკაცების მიერ მოწყობილი ე.წ. მარტოხელების საღამო. ესპანური კურორტის ხელმძღვანელობამ პოლიციაც კი გამოიძახა, რათა ქუჩაში მოსეირნე შიშველი ბრიტანელები სასტუმროში მიებრძანებინა; თანაც ტურისტები გააფრთხილეს, რომ ქუჩაში შეუმოსავად გამოჩენისთვის 600 ევროთი დააჯარიმებდნენ. მაგალუფის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ გაუგიათ, რატომ მიიჩნევენ ბრიტანელები ნორმალურ საქციელად პაბიდან პაბში უტანსაცმლოდ (სასქესო ორგანოებს მათ მხოლოდ ქალის ბიკინის მსგავსი სამოსი უფარავდათ) სიარულს. ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ნიშნად იმისა, რომ შიშველ ბრიტანელებს არ მოემსახურებიან, თავიანთ სახლებსა და დაწესებულებების შენობებზე შავი დროშები გამოფინეს.

არც ქალი, არც მამაკაცი _ აშშ-ში სასამართლომ ყოფილი სამხედრო “მესამე სქესის” წარმომადგენლად ცნო

არც ქალი, არც მამაკაცი _ აშშ-ში სასამართლომ ყოფილი სამხედრო “მესამე სქესის” წარმომადგენლად ცნო

ჯეიმი შუპს ამიერიდან შეუძლია საკუთარ თავსმესამე სქესისწარმომადგენელი უწოდოს და სხვებისგანაც მოითხოვოს ასევე მიმართონ.

ორეგონის შტატის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადამიანი აღიარებულია როგორც “არც ქალი და არც მამაკაცი”.

ჯეიმი შუპი აშშ-ში პირველი ადამიანია, რომელსაც უფლება აქვს, სხვებს მოსთხოვოს, უწოდონ ან მიმართონ მრავლობით რიცხვში _ “ისინი”.

ჯეიმი შუპს ანუ, “მათ” ახლახან შეუსრულდა 52 წელი, მათგან 18 აშშ-ის არმიაში გაატარა. ამასთანავე, ჯეიმი შუპს “ჰყავთ” ბავშვი და ცოლი, რომელიც მიესალმება ქმრის თვითგამორკვევას.

ამერიკული გამოცემები წერენ, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ შუპი თავს აღარ მიიჩნევდა მამაკაცად და ქალის ჰორმონების მიღება დაიწყო. მისდა საუბედუროდ, მოგვიანებით მიხვდა, რომ ქალადაც ვერ აღიქვამს თავს. ამიტომ სასამართლოს მიმართა, რათა კიდევ ერთხელ შეეცვალა სქესი.

ინგლისელმა ქალმა ომში დაღუპულთა მემორიალზე მოშარდა

ინგლისელმა ქალმა ომში დაღუპულთა მემორიალზე მოშარდა

ბრიტანეთი შეძრა ფოტომ, რომელზეც გამოსახულია, როგორ შარდავს ქალი სომასთან (მდინარე საფრანგეთში, რომლის ნაპირებზე I მსოფლიო ომის პერიოდში, 1916 წლის 1 ივლისიდან 18 ნოემბრამდე, მიმდინარეობდა ბრძოლები საფრანგეთის რესპუბლიკის, ბრიტანეთის იმპერიისა და გერმანიის ჯარებს შორის) ბრძოლებში დაღუპული ბრიტანელების ხსოვნის მემორიალზე.

სომასთან წარმოებული ბრძოლები ერთ-ერთ სისხლისმღვრელ დაპირისპირებად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში და ბრიტანელები დაღუპული თანამემამულეების ხსოვნას ყოველწლიურად მიაგებენ პატივს.

მიმდინარე წელს სასაფლაო, რომელზეც დაკრძალულნი არიან სომას ბრძოლების მონაწილენი, სამეფო ოჯახის წევრებმა მოინახულეს. სწორედ ამ მომენტში მოშარდა 42 წლის ბრიტანელმა ქალმა დაღუპულთა მემორიალზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში პირველი არ არის. მაგალითად, მესამე სქესი აღიარებულია გერმანიასა და ინდოეთში, სადაც მსგავსი ადამიანების მთელი კასტა არსებობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here