Home რუბრიკები პოლიტიკა დაჯგუფებამ, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, პალესტინელ მოზარდს თავი მოჰკვეთა

დაჯგუფებამ, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, პალესტინელ მოზარდს თავი მოჰკვეთა

516

ამ საშინელი მკვლელობის ამბავს იტყობინება “სილიე რენინგ კომპესეტერი” 21 ივლისის გამოშვებაში. არაკაცებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 12 წლის ბიჭი, გადაიღეს ვიდეოზე და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ვიდეოზე ჩანს პატარა ბიჭი, რომლისთვისაც არაკაცებს თმებში ხელი ჩაუვლიათ, თავი რომ არ დაეხარა და ლოყაზე ხელებს უტყაპუნებენ, თან იღიმიან სიამოვნებისგან _ სადისტები!

მომდევნო ვიდეოკადრზე ასახულია თავის მოკვეთა… და ამ საშინელ ქმედებას ამართლებენ იმით, რომ თითქოს ეს ბიჭი იყო პალესტინური ბრიგადა “ალ-ქუდსის” წევრი, რომელიც იბრძვის სირიაში ასადის რეჟიმის მხარეს.

“ბი-ბი-სის” ცნობით, ბიჭი ბრიგადა “ალ-ქუდსის” წევრი არ ყოფილა, იგი შვილია ღატაკი ოჯახისა, რომელიც პალესტინელთა ბანაკში ცხოვრობს.

ბოროტმოქმედთა ამ დაჯგუფებას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. მისი სახელწოდებაა “ჰარაქათ ნურ ალ-დინ ალ-ზენკი”, მოქმედებს ალეპოში და ემორჩილება საკომანდო ცენტრ ფათაჰ ჰალებს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სირიულ დაჯგუფებას, ასადის წინააღმდეგ მებრძოლს. ეს გაერთიანება აცხადებს, რომ დამოუკიდებელია, მაგრამ დადასტურებულია, რომ არსებობდა ამერიკული დახმარების წყალობით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტოუნერმა განაცხადა, რომ მას არ უნახავს ვიდეო, მაგრამ წაკითხული აქვს ინფორმაცია, რომელშიც ამ მკვლელობაზეა ლაპარაკი. დაამატა, რომ, თუ საქმე მართლაც ასეა, აშშ აიღებს ხანგრძლივ პაუზას და გამოწვლილვით შეისწავლის ყველა კავშირს ან თანამშრომლობას, რომლებიც “შესაძლოა ჰქონდა” ამ დაჯგუფებასთან.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა, როგორც ვარაუდობენ, დაჯგუფება “ჰარაკატ ნურ ალ-დინ ალ-ზენკის” განცხადება, რომელშიც დაგმობილია აღნიშნული “ეპიზოდი” და ნათქვამია, რომ ეს იყო “ინდივიდუალური შეცდომა, რომელიც უცხოა ჩვენი ნორმალური პრაქტიკისთვის და ჩვენი საერთო დირექტივებისთვის”.

განცხადებაში ჩამოთვლილია ოთხი პუნქტი.

პირველი პუნქტის მიხედვით, დაჯგუფებამ დაიწყო გამოძიება; მეორე პუნქტი დაპირებაა, რომ ყველა მონაწილე დაპატიმრებული იქნება; მესამე პუნქტში ლაპარაკია, რომ (დაჯგუფება) სრულად დაიცავს თანამშრომლობის ყველა პუნქტს; ხოლო მეოთხე პუნქტით დაგმობილია საერთაშორისო თანამეგობრობა იმის გამო, რომ იგი გვერდს უვლის ასადის დანაშაულებრივ ქმედებას.

ამასთანავე, “ემნისტი ინტერნეიშნელმა” ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა მოხსენება, რომლითაც ბრალს დებს “ფათაჰ ჰალების” ცენტრის რამდენიმე დაჯგუფებას ადამიანების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში. “ჰარაქათ ნურ ალ-დინ ალ-ზენკი” ამ დაჯგუფებათაგან ერთ-ერთია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here