Home რუბრიკები პოლიტიკა “ჰაიმარსები” “ისკანდერების” წინააღმდეგ

“ჰაიმარსები” “ისკანდერების” წინააღმდეგ

877

რატომ გადაიტანეს ამერიკელებმა ახალი იარაღი რუსეთის საზღვრებთან

ამერიკული იარაღის ბალტიისპირეთში განლაგების პროცესი ნელნელა იკრებს ძალას. ჯავშანმანქანებსა და პირად შემადგენლობასთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ სწავლება Saber Strikeში, ბალტიისპირეთის ქვეყნების მილიტარიზაციის დაწყების მომენტიდან, ამ ქვეყნებში პირველად გადაიტანეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Himars.

ბალტიისპირეთში Himars-ების გადატანას დასავლურმა მედიამ “მოსკოვისთვის არაორაზროვანი სიგნალი” უწოდა, მიუხედავად ამისა, სამხედრო სპეციალისტები შეეცადნენ, გაეანალიზებინათ საფრთხე, რომელსაც ამერიკული სამხედრო ტექნიკა უქმნის რუსეთს.

მაღალი სიზუსტის იარაღმა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი, მინიმალური ზომის მიზნის განადგურებაც კი, სპეციალისტთა აზრით, ვერ შეძლო ბრძოლის ველიდან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოდევნა.

ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას შეუძლია, გადაწყვიტოს ისეთი თანამედროვე სამხედრო-ტაქტიკური ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც არ შეუძლია “ჭკვიან” იარაღს. ასეთ ამოცანებს მიეკუთვნება მასირებული ცეცხლის გახსნა ერთ ადგილზე თავმოყრილი მოწინააღმდეგის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მიმართულებით, რომელიც ყველანაირი საშუალებით ცდილობს შეტევაზე გადმოსვლას ან თავდაცვას.

სია ქვეყნებისა, რომლებიც მუშაობენ რეაქტიული არტილერიის დახვეწაზე, საკმაოდ დიდია: ესპანეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი. მათ მიერ შექმნილი რეაქტიული არტილერიის იარაღებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ამერიკული კომპლექსი Himars-ი (High Mobility Artillery Rocket sistem _ მაღალმობილური საარტილერიო სარაკეტო სისტემა), რომელიც აშშ-ის სატრანსპორტო ავიაციამ ესტონეთში გადაიტანა სამხედრო სწავლება Saber Strike-ში მონაწილეობის მიზნით.

ამ ამერიკული სისტემისადმი ექსპერტების ინტერესი განპირობებულია რამდენიმე გარემოებით: პირველი _ ეს ტექნიკა თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდებით არის შექმნილი, აქვს ზუსტი გამომთვლელი აპარატურა და საბრძოლველად მომზადების მაქსიმალურად ოპტიმიზებული პროცესი.

მეორე _ Himars-ი თანამედროვე ტექნიკის ის იშვიათი ნიმუშია, რომელიც გამოცდილია საომარ ვითარებაში: 2001 წელს ავღანეთში ნატოს ოპერაცია “მოშტარაკის” ფარგლებში პირველად გამოიყენეს. თუმცა მის პირველ საბრძოლო ნათლობას მთლად წარმატებულს ვერ დავარქმევთ. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ამ სისტემიდან გაშვებული რაკეტებით 10-დან 15-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ისინი გაუგებარი მიზეზის გამო მიზანს ასცდა.

მესამე მიზეზი, რომლის მიხედვითაც, სპეციალისტები დადებითად აფასებენ ამ ამერიკულ კომპლექსს, არის მისი უნივერსალურობა.

საჭიროების შემთხვევაში მის შასიზე შეიძლება დამონტაჟდეს მცირე სიშორის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა. ბევრი სამხედრო ექსპერტი ესტონეთში ჩატანილ ამერიკულ იარაღს მახასიათებლების მხრივ რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკურ კომპლექს “ისკანდერს” ადარებს და ამბობს, რომ ამ ორი სისტემის მახასიათებლები თითქმის ერთნაირია.

ამერიკული თანამედროვე იარაღის გადატანა რუსეთის საზღვრებთან ძალის დემონსტრირებაზე მიანიშნებს და უფრო მეტ საფრთხეს თვითონ ბალტიისპირეთის ქვეყნებს უქმნის და არა რუსეთის ფედერაციას. საქმე ის არის რომ Himarsიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ფრენის სიშორე საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 80 კმია. მას საბრძოლო მასალას _ კასეტურქობინიან ATACMSB Block IA- შეუძლია გადაწვას 67 ათასი კვ. ფართობი, ხოლო ATACMS Block IIA-, რომელიც დამუშავების პროცესშია, ექნება თვითდამიზნების ელემენტები (BAT), რომლებითაც შეიძლება კარგად დაცული ნებისმიერი მიზნის განადგურება.

“ამერიკელებს სწორედ Block IIA-სთვის სურთ ისეთი რაკეტის დამზადება, რომელიც 160 კმ სიშორეზე იფრენს, მაგრამ ბალისტიკის კანონების მიხედვით მოქმედების სიშორის გაზრდა მხოლოდ ქობინის მასის შემცირებით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ცდილობენ ამერიკელები საბრძოლო მასალის სრულყოფას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 227 მმ-იან Himars-ზე შეიძლება დამონტაჟდეს ბირთული საბრძოლო მასალა, პარალელურად გაიზარდოს რაკეტის ფრენის სიშორე”, _ განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრო ექსპერტმა.

სპეციალისტთა აზრით, ამერიკელები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ზალპური ცეცხლის სისტემა უნივერსალურ სარაკეტოსაარტილერიო კომპლექსად გადააქციონ.

ვიდრე დასავლელი სამხედროები რუსეთის საზღვრებთან თავიანთი ძალების დემონსტრირებას ცდილობენ, რუსმა სამხედრო ინჟინრებმა უკვე შეიმუშავეს საპასუხო ეფექტიანი მეთოდი. ლაპარაკია ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს “ისკანდერ M”-ზე, რომლებიც უკვე განლაგებულია კალინინგრადში.

ისკანდერ M”-ის რაკეტების საბრძოლო ნაწილისასორტიმენტისმიხედვით ბევრ რამეზე შეიძლება მსჯელობა: ნამსხვრევებიანფუგასურ, ფუგასურცეცხლგამჩენ, კასეტურ, კუმულაციურ, შემღწევ, მოცულობითდეტონაციურ და ბირთვულ ქობინებს უამრავი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია გაცილებით მეტ მანძილზე _ კომპლექსისკანდერ M”-ის ფრენის სიშორე 500 კმია.

ამერიკული ტექნიკის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ სამხედრო სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ Himars-ების გადასროლით ბალტიისპირეთში და მათი იქ მუდმივად განლაგებით ამერიკელი და ევროპელი სამხედროები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროპის სახელმწიფოების შეიარაღებულმა ძალებმა უარი განაცხადეს ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსებისა და რაკეტების შექმნაზე. ამერიკელი სამხედრო ინჟინრების მცდელობას, ერთ კომპლექსში მოაქციონ რეაქტიული არტილერიის სიმძლავრე, რომლითაც ბატალიონებს გაანადგურებენ, და ტაქტიკური რაკეტა, განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანია. ამ სფეროში რუსეთს თვალსაჩინო წარმატება და, შესაბამისად, უპირატესობა აქვს. ამასთანავე, რუს სამხედროებს მიზნების გასანადგურებლად შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური ფრთოსანი რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე დაახლოებით 2 ათასი კილომეტრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here