Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის ხელისუფლებამ თურქეთში ნატოს ბაზის ყოფილ მეთაურს თავშესაფარზე უარი განუცხადა

აშშ-ის ხელისუფლებამ თურქეთში ნატოს ბაზის ყოფილ მეთაურს თავშესაფარზე უარი განუცხადა

609

 “აშშის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა თურქეთში ნატოს ავიაბაზა ინჯირლიყის ექსმეთაურს, გენერალ ბექირ ერქან ვანს”, _ იუწყებანიუ იორკ თაიმსი”.

გენერალმა ბექირ ერქან ვანმა ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით, მაგრამ მან უარით გაისტუმრა.

გენერალი მალე დააპატიმრეს სამხედრო ამბოხების მოწყობის მცდელობის ბრალდებით. მასთან ერთად დაპატიმრებულია კიდევ ათეულობით მაღალი რანგის თურქი სამხედრო. მანამდე კი ბაზას ალყა შემოარტყეს და დენი გაუთიშეს.

სამხედრო ბაზა ინჯირლიყი, რომელსაც აშშ-ისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივად იყენებენ, ევროპაში ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ბაზაა. იქ ამერიკელი თვითმფრინავები 1950-იანი წლებიდან იმყოფებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here