Home რუბრიკები პოლიტიკა საფრანგეთის კონტრდაზვერვის შეფის პირქუში წინასწარმეტყველება

საფრანგეთის კონტრდაზვერვის შეფის პირქუში წინასწარმეტყველება

509

“საფრანგეთის კონტრდაზვერვის (DGSI) ხელმძღვანელი პატრიკ კალვარი დარწმუნებულია, რომ “ისლამური სახელმწიფო” მოქმედების სქემას შეცვლის”, _ წერს ფრანგული გამოცემა “ფიგარო”.

ამა წლის 24 მაისს საფრანგეთის ეროვნულ საკრებულოში გამართული მოსმენისას, რომელზეც ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გატარების ღონისძიებები განიხილეს, ამ აღიარებულმა პროფესიონალმა განაცხადა: “დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გადავლენ მანქანა-ხაფანგისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების სტადიაზე, ამასთანავე, მათი ძალა კიდევ უფრო გაიზრდება”.

კალვარმა ხაზი გაუსვა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ამფეთქებლებს გაგზავნიან საფრანგეთში, ტერორისტებს დიდი ადამიანური მსხვერპლის გაღება აღარ დასჭირდებათ. საფრანგეთის კონტრდაზვერვის შეფის აზრით, მათი მოქმედების გათვალისწინებით, ვინც თავს დაესხა “ბატაკლინს”, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ სირიასა და ერაყში”.

ასეთი კი საფრანგეთში 400-500 ადამიანია. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here