Home რუბრიკები პოლიტიკა “კლინტონი ტერორიზმისგან ვერ დაგვიცავს, მისი ადგილი არ არის თეთრ სახლში”

“კლინტონი ტერორიზმისგან ვერ დაგვიცავს, მისი ადგილი არ არის თეთრ სახლში”

485

მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ამდენი ილაპარაკოს და, ამასთანავე, არაფერი თქვას.

ამერიკულმა გამოცემა The American Thinker-მა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან _ ჰილარი კლინტონს, უწოდა არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ჰილარი კლინტონის რეაქცია ნიცაში მოწყობილ ტერაქტზე, ჩვეულებისამებრ, ყბედობა იყო. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი თავისი გამოსვლის ყველა ფრაზას კლინტონი ობამას სტილში იწყებდა _ სიტყვებს შორის ხანგრლივი პაუზით, და ცდილობდა, იდეოლოგიური სპექტრის ნებისმიერ მხარეზე მდგარი არც ერთი ადამიანისთვის არ ეწყენინებინა.

რადგან ნიცაში ტერორისტს პისტოლეტი არ გამოუყენებია, კლინტონმა ვერ შეძლო, მიემართა თავისი ჩვეული რიტორიკისთვის აშშ-ში იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ. მსოფლიოში არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ამდენი ილაპარაკოს და, ამასთანავე, არაფერი თქვას.

ობამას მსგავსად, კლინტონმაც უარყო, რომ ისლამის რადიკალურ მიმდინარეობას კავშირი აქვს პარიზში, ბრიუსელში, სან-ბერნარდინოში, ორლანდოში, სტამბულსა და ნიცაში განხორციელებულ ტერაქტებთან.

რა თქმა უნდა, მან ყველაფერი შესანიშნავად იცის, მაგრამ არ სურს, გაანაწყენოს ისინი, ვისგანაც სჭირდება ხმა ან ფული. ჰილარი სირიელ ლტოლვილებს ჰპირდება, რომ პირველი ასი დღის განმავლობაში მათ დიდ ნაწილს აშშ-ში ჩასვლის ნებას დართავს, აგრეთვე, ამნისტიას გამოაცხადებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამერიკაში არალეგალურად იმყოფებიან.

თუ კლინტონი კითხულობს ცნობებს იმ ძალადობაზე, რომელმაც მოიცვა გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი, იტალია და ა.შ., მაშინ არად აგდებს რეალობას: ამ ლტოლვილების უმრავლესობა, რომელთა გადმოსახლებასაც აპირებს ამერიკის მიწაზე, სასტიკი ბოროტმოქმედია და მათი ასიმილირება შეუძლებელია.

ჰილარი კლინტონი მშვიდობისა და ეროვნული უსაფრთხოების მტერია. მას არ სურს, ქალაქი რაკა გაათავისუფლოს “ისლამური სახელმწიფოსგან”. ის ცდება, აგრეთვე, როდესაც ლაპარაკობს თურქეთის მხრიდან დახმარებაზე. კლინტონი არაკომპეტენტურია და არც აპირებს რბოლას ტერორიზმთან. ის თავისი უახლესი თანაშემწის, ჰუმა აბედინის, წყალობით, “ძმები მუსლიმანების” ლოგინში წევს.

ჰილარი კლინტონს მხოლოდ ფული და ძალაუფლება ანაღვლებს. ეს ქალი აღარასოდეს უნდა მიუახლოვდეს თეთრ სახლს. ის არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, ვინც ჩვენ გვჭირდება.

კლინტონის პოლიტიკა ბევრ ჩვენგანს დაღუპავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here