Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთმა ოფიციალურად მოითხოვა გიულენის ექსტრადიცია

თურქეთმა ოფიციალურად მოითხოვა გიულენის ექსტრადიცია

500

თურქეთისა და აშშის ურთიერთობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი იილდირიმმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც სამხედრო გადატრიალებაში ფეთჰულაჰ გიულენის მონაწილეობის მტკიცებულებები მოითხოვა.

„ეს უკვე ნათელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ მტკიცებულებების დასტას წარვუდგენთ“, _ განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ აშშ-თან მეგობრული ურთიერთობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი თურქეთისთვის ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემაზე უარს იტყვის, რადგან თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყანას, რომლებიც გიულენს უჭერენ მხარს.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მან ადრე სიტყვიერად სთხოვა გიულენის ექსტრადირება, ახლა კი თურქეთი ვაშინგტონს ოფიციალურად მიმართავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here