Home რუბრიკები საზოგადოება მამა ნიკოლოზ (ჩხიკვაძე): ის მართლმადიდებლობის უდიდესი მტერია, ისლამზე დიდი მტერი

მამა ნიკოლოზ (ჩხიკვაძე): ის მართლმადიდებლობის უდიდესი მტერია, ისლამზე დიდი მტერი

1008

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე).

_ მამაო, 30 სექტემბერს საქართველოში რომის პაპი ფრანცისკე პირველი ჩამოდის. რა აზრის ხართ ამ ვიზიტზე? მცირე ხნის წინათ ვატიკანში ქადაგების დროს მან აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დიალოგის სულისკვეთებითაა მიმართული სხვა რელიგიებისა და კულტურებისადმი.

_ დავიწყოთ იმით, რომ ეშმაკსა და ღმერთს საერთო არაფერი აქვთ. მათი ეკლესია ეკლესია აღარ არის, დედამიწაზე ეკლესია მხოლოდ ერთია და ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ ვართ ღვთის მიმდევარნი, ისინი _ ეშმაკის, ხოლო ის, რასაც ისინი ეკლესიას ეძახიან, არის რომაულპაპისტური საკრებულო.

რაც შეეხება დიალოგს და შემწყნარებლობას, ჩვენ, ქართველები, ნამდვილად შემწყნარებლები რომ ვართ, ამას მტკიცება არ სჭირდება, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ თბილისში გვერდიგვერდ დგას სინაგოგა, სომხური ეკლესია და მართლმადიდებლური ტაძარი. აქ რელიგიური ნიშნით არავინ არასდროს იდევნებოდა. ოღონდ შემწყნარებლობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მიმღებლობა სხვა კონფესიების, არამედ უნდა გავიგოთ, როგორც კაცთმოყვარეობა, ადამიანის სიყვარული, ანუ კონკრეტულად რას ვგულისხმობ: კაცთმოყვარეობა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ვიწყნარებთ, ყველა ადამიანს, მაგრამ, როცა ლაპარაკია რელიგიაზე, აქ არანაირი შემწყნარებლობა არ უნდა იყოს. რელიგიური შემწყნარებლობა, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს სარწმუნოების ღალატს. ეს არ ყოფილა და არც არასდროს იქნება საქართველოში, ქართველი კაცი არასდროს უღალატებს თავის სარწმუნოებას და არასდროს დაუშვებს, მოსწყდეს იმ სარწმუნოებას, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა.

ახლა რომის პაპის დაგეგმილ ვიზიტზეც ვიტყვი _ ეს არის საშინელება. დღეს საპატრიარქო განიცდის ძალიან დიდ ზეწოლას, თორემ უწმინდესი მწვალებელს არ მოიწვევდა.

_ კონკრეტულად რა არის მიუღებელი პაპის ვიზიტში?

_ ის მართლმადიდებლობის უდიდესი მტერია, ისლამზე დიდი მტერი. იცით, რატომ? ისლამი პირდაპირ გეუბნება, _ შენი მტერი ვარო. ის კიდევ თავს მოყვრად გაჩვენებს და სამარეს გითხრის. ის არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი და მის აქ შემოსვლას სიკეთე არ მოჰყვება. ეს იქნება დიდი განსაცდელი და ამას მალე ვნახავთ

_ თქვით, საპატრიარქო განიცდის ზემოქმედებას, თორემ უწმინდესი პაპს არ მოიწვევდაო. ვისი ინიციატივა იყო პაპის მოწვევა?

_ ის მოიწვია საქართველოს პრეზიდენტმა, ამ პლასტელინა კაცმა, და მე მაქვს ასეთი იდეა: წაიყვანოს თავის რეზიდენციაში და იქ ჩაატარებინოს მესა.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოკლედ ვიტყვი, რაში გამოიხატება პაპიზმის ანტიეკლესიურობა და ანტიქრისტიანულობა: პირველი _ პაპიზმის მიერ უარყოფილია ყოვლადწმინდა სამება, როგორც ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი. პაპიზმმა შეცვალა სახარებისეული სწავლება, დოგმატი სულიწმიდის გამომავლობის შესახებ. იგი ამბობს, რომ ეკლესიის თავი არის პაპი, ჭეშმარიტი სწავლებით კი ეკლესიის თავი უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. შემდეგ _ 1870 წლის ივლისში პაპ პიუს მეცხრის მიერ მოწვეულმა ვატიკანის პირველმა კრებამ მიიღო დოგმატი პაპის უცდომელობის შესახებ. არადა, როგორ შეიძლება ადამიანი უცდომელი იყოს?! აბა, ისტორიას გადავხედოთ, რა პაპები ჰყავდათ. მხოლოდ ბალთაზარ კოსა რად ღირს, კაცი მეკობრე იყო…

ცალკე უნდა ითქვას ჯვაროსნულ ლაშქრობებზეც, ოთხი ლაშქრობა მოაწყო პაპმა ინოკენტი მესამემ და კონსტანტინოპოლი დაანგრია. შემდეგ ათონის წმინდა მთა გადაწვა, ბერები დახოცა და ახალგაზრდები, რომლებიც იქ მსახურობდნენ, მონებად გაყიდა.

ახლა ინკვიზიციაზეც ვთქვათ: ხალხს კოცონზე წვავდნენ, აწამებდნენ და საშინელებებს უკეთებდნენ. ამასთანავე, იყო ინდულგენციებით ვაჭრობაც, ანუ მიდიოდა კაცი ე.წ. სასულიერო პირთან და, აღსარებას კი არ აბარებდა, ფულს უხდიდა, რომ ცოდვები მიტევებოდა. მერე უფრო “წინ” წავიდნენ და წინასწარ ახდევინებდნენ ფულს. მაგალითად: მამის, დედის ან დის მკვლელობისთვის შენდობის მისაღებად ცოდვილს უნდა გადაეხადა 17 ლირა, 14 სოლდო და 6 დინარი. საკუთარი შვილის დამხრჩობ მამას ან დედას კი _ 17 ლირა და 14 სოლდო. ეპისკოპოსის მიერ განკვეთა გამოისყიდებოდა 45 ლირად, პაპის ანათემაც ასევე _ 45 ლირად. მკრეხელი, ქურდი, ხანძრის გამჩენი და სხვა მსგავსნი შენდობას იღებდნენ 136 ლირად და 6 სოლდოდ, ხოლო მრუში დაჭერილი მონაზონი იხდიდა 500 დუკატსაი, ეს იყო მაგათი მორალი.

რაც შეეხება ისევ პაპის ვიზიტს, მის მთავარ მასპინძელს, პლასტელინის პრეზიდენტს, ალბათ, გარკვეული ცოდვები ექნება და საინტერესოა, რამდენის გადახდა მოუწევს “შენდობის” მისაღებად? კიდევ ვიმეორებ: ახლანდელი პაპიზმი, ეს არის ანტიქრისტიანული, ნეოწარმართული რელიგია, რომელშიც ეთაყვანებიან პაპს და კათოლიკეთა გამონაგონ ღმერთ-კერპებს. ასე რომ, თავიანთ თავს მიხედონ. ეს არის დიდი საფრთხე ჩვენთვის და ამ მწვალებლის ჩამოსვლა სიკეთეს არ მოგვიტანს.

_ პრეზიდენტი ხან მაჰმადიანებთან ლოცულობს და ხან იუდეველებთან სინაგოგაში. მას, ალბათ, არ გაუჭირდება პაპის გვერდითაც დადგომა და მასთან ერთად ლოცვა.

_ ჰო და წაიყვანოს თავის რეზიდენციაში, ჩაიცვან პიერ კარდენის კოსტიუმი და, რაც უნდათ, ის ქნან. მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ჭეშმარიტი ქრისტიანული სიწმინდეები ასვენია, მას არაფერი ესაქმება. მან იქ ფეხი არ უნდა შედგას.

_ პაპისა და კათოლიციზმის მიმართ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ თვითონ მართლმადიდებლურ სამყაროში არსებულ განხეთქილებებზე. როგორ ფიქრობთ, რეალურია, რომ არსებობს ან შეიძლება არსებობდეს მართლმადიდებლურ სამყაროში რამე განხეთქილება?

_ მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილება არ არსებობს, ეს არის სატანისა და მისი მიმდევრების დიდი სურვილი, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან. ის, რომ კრეტაზე გამართულ კრებაში რამდენიმე ეკლესია მონაწილეობდა და რამდენიმე _ არა, განხეთქილებას არ ნიშნავს. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და თითოეული მართლმადიდებელი ეკლესია თვითონ წყვეტს, მიიღოს თუ არა ამა თუ იმ კრებაში მონაწილეობა. საზოგადოდ, ბართლომეოსი _ კონსტანტინოპოლის პატრიარქი და რომის პაპი ერთი ჭკუისანი არიან, ერთი რამ აწუხებთ და, როგორც ჩანს, საერთო ენასაც ადვილად პოულობენ, თუმცა კიდევ ვიმერებ: ეს არ ნიშნავს განხეთქილებას, ამას შეიძლება დავარქვათ ერთი ადამიანის შეცდომა. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია კი, სადაც სულიწმიდის მადლი სუფევს, არის უცდომელი.

_ ამას წინათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ დადგენილებები, რომლებიც კრეტის კრებამ მიიღო, ყველა ეკლესიისთვის იქნება სავალდებულო, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა ესა თუ ის ეკლესია ამ კრებაში

_ მოკლედ ვიტყვი: წერონ და იკითხონ! ჩვენ არ ვმონაწილეობდით ამ კრებაში ჩვენთვის სავალდებულო არ იქნება მათი დადგენილებები.

ახლა პაპის კიდევ ერთ განცხადებას შეგახსენებთ კრეტის კრების შესახებ, რომელიც მან სომხეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა: “გადაიდგა ნაბიჯი წინ, თუმცა არა ასი პროცენტით, მაგრამ ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. იმ ოთხ ეკლესიას, ვინც არ წავიდა, ამის გაკეთება სურდა ცოტა მოგვიანებით. პირველი ნაბიჯი, შესაძლებლობების ფარგლებში გადადგმულია, როგორც ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯს, ისე, როგორც შეუძლია. ჯერ ის მოძრაობს, როგორც კატა და შემდეგ დგამს პირველ ნაბიჯს. მე ბედნიერი ვარ. მათ ისაუბრეს მრავალ საკითხზე. ვფიქრობ, რეზულტატი იქნება პოზიტიური. ის ფაქტიც კი, რომ ავტოკეფალური ეკლესიები მართლმადიდებლობის სახელით შეიკრიბნენ, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ იმისთვის, რომ ერთად ელოცათ და შესაძლოა, მოეყოლათ რაღაც ანეკდოტებიც, ეს ძალიან პოზიტიურია. მადლობა უფალს. შემდეგ ჯერზე იქნება უფრო მეტი უფლის კუთხევით”.

ახლა ამ შარლატანს და ამ მართლა კატას თუ, არ ვიცი, რა ვუწოდო, რა უნდა საქართველოში?! ეს არის მსახიობი, ჯამბაზი სულით, ხორცით და თავისი ცხოვრების წესით, ისევე, როგორც ყველა მისი წინამორბედი პაპი 1054 წლის შემდეგ. აი, ეს არის მაგათი ცხოვრების წესი და ეს ჯამბაზი ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვიწოდებს კატებს. ისე, ამის ღირსია ის ხალხი, რომელმაც თავი დაიმცირა და ამ კრებაში მიიღო მონაწილეობა

_ 22 ივნისს საზაფხულო შვებულებაში გასვლამდე ორი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც . . სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ბავშვიძალადობისშემთხვევაში ოჯახიდან გაიყვანოს დამოძალადემშობლისგან განაცალკევოს. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს საკანონმდებლო ცვლილება?

_ ამ კანონის მიზანი არის ოჯახის ინსტიტუტის დანგრევა. აი, რა ხდება დასავლეთში: ვთქვათ, ბავშვს უტარებენ .. სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს და მშობელმა არ გაუშვა. ამის საფუძველზესოციალურ მუშაკსაქვს უფლება, ბავშვი წაიყვანოს, ანუ ეს არის ოჯახში შეჭრის მცდელობა და მოქალაქეს, მშობელს, ფაქტობრივად, არჩევანი არ რჩება _ ან უნდა იყოს მორჩილი და ზედმიწევნით დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები თუ მოვალეობები, რომლებიც ამ კანონით ეკისრება, ან წაართმევენ შვილს. ეს არის შეტევა ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე და, თუ ჩვენ ამ კანონის მიღებას დავუშვებთ, მერე ამათ იოლად გაუვათ სხვა მრავალი უბედურებაც, რომლებიც იდეაში უკვე აქვთ და რომლის განხორციელებასაც ადრე თუ გვიან აუცილებლად შეეცდებიან…

_ რა უნდა გააკეთონ საზოგადოებამ და ეკლესიამ, ამ კანონის საბოლოოდ დამტკიცებას და ამოქმედებას ხელი რომ შეუშალონ?

_ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იურიდიულად, რათა ამ კანონის მიღება შევაჩეროთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადია, გვესმის, რომ სასამართლო სისტემაც მათ ეკუთვნის, ვინც აღნიშნული კანონის ამოქმედებას ცდილობს. ძნელია, რამის გადაჭრით თქმა, საზოგადოება, ალბათ, გამოიტანს დასკვნებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ოქტომბრის არჩევნებში. ყოველ შემთხვევაში, იმ ძალებს, რომლებიც მსგავს კანონებს გვახვევენ და ამის სანაცვლოდ გარედან რაღაც მხარდაჭერას იღებენ, ხმა არ უნდა მივცეთ. თუ გვინდა, ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, ბნელი ძალების პარპაში უნდა დასრულდეს. სხვანაირად არაფერი შეიცვლება, ერთ გამყიდველს მეორე შეცვლის, მეორეს _ მესამე და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

10 COMMENTS

  1. პაპა რიმსკიღა გვაკლდა. სულ გამოჩიტნდნენ ეს პლასტელინა იდიოტები.

  2. მარგველაშვილი თავზეხელაღებული არაქართველია, ევროპული \\\”გეი პარადები\\\” იტაცებს.

  3. ძირს ლიბერასტური და პიდარასტული კანონების მხარდამჭერნი, არა ნაცმკვლელებსა და ალასანიებს, არა სატელიტ ბურჭულაძეებს, პაატა-მუხრან ხალხის მტრებს. არც ერთი ხმა ნაცსისხლიანებს. არა \\\”ნატოსა და თინებს\\\” გახრწნილი ნაცები ციხეში.

  4. გაუმარჯოს ქართულ ეკლესიას, ეკლესიის მტრები \\\”ნაცებში\\\” და ჯოჯოხეთში.

  5. ან ჩამოვა და ან არა! წასვლა-მოსვლა მაგათ დაგეგმვაზე არ არის! უფალი რა გამოცდას გვიწყობს იმაზე უნდა ვიფიქროთ.

  6. ნათელში ამყოფოს ჩვენი მამა ნიკოლოზი, სანთელი და საკმეველი აროაკლოს მის ლამაზ სულს უფალმა, ძალიან გული მატკინა მისმა ამ ქვეყნიდან ასეთი ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე კაცის წასვლამ

  7. უფალმა ნათელში გამყოფოთ მამა ნიკოლოზ , სიტყვები არ მყოფნის ისე მეტკინა გული თქვენი ასე უდროოდ წასვლა რომ გავიგე ,ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here