Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი სახეები და ძველი ცოდვები

ახალი სახეები და ძველი ცოდვები

602

შირმა (თეჯირი) – ეს სიტყვა, ალბათ, ყველაზე ზუსტად აღწერს .. ახალი სახეების ფენომენს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ფართოდ დამკვიდრდა. ავანსცენაზე რამდენიმე მეტნაკლებად სიმპათიური ახალგაზრდის გამოყვანით თაღლითობაში ჩაფლული პარტიების გაკეთილშობილების მცდელობა უკიდურესად მანიპულაციურ ხასიათს ატარებს. მართალია, ეს პრაქტიკაქართულ ოცნებასარ დაუმკვიდრებია, მაგრამ მას ისეთივე მონდომებით მიმართავს, როგორცნაციონალური მოძრაობა”.

ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში დაახლოებით 90 დეპუტატის შეყვანას გეგმავს, “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერი კი მანდატების ორ მესამედზე საუბრობს. საინტერესოა, რატომ წარუდგინეს საზოგადოებას 15 “ახალი სახე” ცალკე და არა დეპუტატობის ათეულობით სხვა კანდიდატთან, მათ თანაგუნდელებთან ერთად?! ამ ეპიზოდის შედარება “ნაციონალების” ორი თვისწინანდელ პრეზენტაციასთან არ შეიძლება, რადგან იქ სიის პირველი ათეული დაასახელეს, აქ კი “ძველისგან” განცალკევებული “ახალი” გვიჩვენეს. რა არის ეს _ მხოლოდ პიარსვლა თუ შორს მიმავალი გეგმის ნაწილი?

ქართული ოცნება”, ისევე, როგორც თავის დროზემოქალაქეთა კავშირიდანაცმოძრაობა”, პოლიტიკურ სივრცეში თითქმის სრული დომინირების მიღწევის შემდეგ, დიდი ალბათობით, კრიზისის, დაშლისა და ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. დეგრადაციის ნიშნები უკვე აშკარაა და რაღაც მომენტში პარტიას შეიძლება მხოლოდ ორი გზა დარჩეს _ კონტროლიორს დაქვემდებარებული დემონტაჟი, მსგავსი იმისა, როგორიცმოქალაქეთა კავშირშიმოხდა, ან სრული კრახი. მაგრამ 15 წლისწინანდელი კომბინაციის გასამეორებლად საჭიროა “ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი”, რომელიც რაღაც მომენტში მკვეთრად გაემიჯნება მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ნეგატივს. გამოიყენებს თუ არა ამისთვის ივანიშვილი ამ “ახალ სახეებს”?

1990-იანი წლების ბოლოს “ახალგაზრდა რეფორმატორებმა” ჯერ შეასრულეს შირმის როლი მონსტრული მმართველი პარტიისთვის, შემდეგ კი მის “რეაქციულ” ნაწილს დაუპირისპირდნენ და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ეს არ იყო სტიქიური პროცესი, ამ ჯგუფს ჰყავდა ძლიერი მფარველები ვაშინგტონში და შევარდნაძე იძულებული იყო, მათი პოზიცია გაეთვალისწინებინა. მეტიც, ედუარდ შევარდნაძე, სავარაუდოდ, ვერ ხედავდა წინააღმდეგობის გაწევის აზრს და მიიჩნევდა, რომახალგაზრდა რეფორმატორთამოსვლა ხელისუფლებაში შესაძლებელთაგან ერთერთი საუკეთესო ვარიანტია. მან გააკეთა თითქმის იგივე, რაც გერმანიის რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა, როდესაც 1933-ში სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრის გამო ჰიტლერს ხელისუფლებისკენ გზა გაუხსნა. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში გამოიყენება კონტრარგუმენტი იმის თაობაზე, რომ, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენდნენ, რა უბედურება დატრიალდებოდა ამის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილს შეუძლია იგივე კომბინაცია გაიმეოროს. თანაც, შევარდნაძისგან განსხვავებით, ის ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. ასე რომ, ვალდებული არ არის, გადადგეს, გააკეთოს რაღაც განცხადებები და ა. შ. შუშის სასახლეში”, 2003 წლის კრწანისის რეზიდენციისგან განსხვავებით, არაფერი შეიცვლება, თუქართულ ოცნებაშიმას შემდეგ, რაც არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს (ეს აუცილებელი წინაპირობაა), დაიწყებაახალგაზრდა რეფორმატორებისაღზევება, რომელიც 1997-2003 წლების პროცესის მსგავსი იქნება. “ქართული ოცნებისგარდაქმნა კი (მნიშვნელობა არ აქვს, ექნება თუ არა მას რევოლუციური ხასიათი, ამ კონტექსტში ეს მხოლოდ ტექნოლოგიური ხასიათის პრობლემაა) ივანიშვილს შესაძლებლობას მისცემს, არაფორმალური მმართველობის ახალი რვაწლიანი ციკლისუფთა ფურცლიდანდაიწყოს.

ერთი შეხედვით, გასულ კვირას საზოგადოებამ ვერაფერი იხილა, გარდა (ფარდობითად) ახალგაზრდა კარიერისტების ერთი ჯგუფისა, რომლის წარმომადგენელთა უმრავლესობა საიმიჯო თვალსაზრისით ფრიად უფერულია. თუმცა ჩვენს დროში მასმედიას შეუძლია მიმზიდველი ფიგურა ნებისმიერი მასალისგან გამოძერწოს, რაც არცთუ შორეულ წარსულში სწორედ “ახალგაზრდა რეფორმატორების” მაგალითზე დადასტურდა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქარიზმული პოლიტიკოსების მიერ ამომრჩეველთა ემოციებით მანიპულირებას განიხილავს. ამ და ზოგიერთი სხვა ფსიქოლოგიური ხასიათის მიზეზებიდან გამომდინარე, მას, სავარაუდოდ, ურჩევნია, საქმე შედარებით “ფერმკრთალ” ფიგურებთან დაიჭიროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისქართული ოცნებისრეფორმირებას თუ დემონტაჟს სწორედახალგაზრდა რეფორმატორებისგამოყენებით გადაწყვეტს, “ახალი სახეებისდამატებითრასკრუტკაზეზრუნვა მოუწევს.

“ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში კი “ახალი სახეები” მხოლოდ შირმაა და მათ უკან არანაირი ქვეტექსტი ან ჩახლართული სცენარი არ დგას. ალბათ, იგულისხმება, რომ ხალხი დაინახავს პირველ ათეულში, მაგალითად, რომან გოცირიძეს და დროებით მაინც დაივიწყებს ყოფილი მმართველი პარტიის დანაშაულებრივ წარსულს. ეს ისე სასაცილო და, ამასთანავე, სატირალია, რომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არც ღირს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, “სათადარიგოთა მოკლე სკამი აქვს” და შესაბამისად, _ შედარებით ცუდი ხარისხის “ახალი სახეები”. ამ მხრივ სხვა პარტიების მდგომარეობა უფრო მძიმეა. გამონაკლისს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი” და პაატა ბურჭულაძის პარტია წამოადგენენ. მათ, პოლიტიკური ასაკიდან გამომდინარე, ძველი ცოდვების გადაფარვის პრობლემა, ერთი შეხედვით, არ უნდა აწუხებდეს, თუმცა მათ შემთხვევაში (წინასწარი ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ) შეიძლება მოხდეს სიაში ფრიად ოდიოზური ფიგურების შეყვანა, რაც გააუფასურებს იმ ბონუსს, რომელსაც ამ მომენტისთვის ფლობენ.

ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, ასე ვთქვათ, “ბელადისტურიტიპისაა და ამომრჩეველთა უმრავლესობას მშვენივრად ესმის, რომახალი სახეებიგანსაკუთრებულს ვერაფერს შეცვლიან და ივანიშვილი, სააკაშვილი, ბურჯანაძე თუ ნათელაშვილი თავიანთ პარტიებში ყველაფერს მაინც ერთპიროვნულად გადაწყვეტენ. თუმცა აქ წინა პლანზე ფსიქოლოგიაში კარგად შესწავლილი ფენომენი გამოდის _ როდესაც რეალობა აუტანელია და გამოსავალი არ ჩანს, ადამიანს უჩნდება ძლიერი ქვეცნობიერი სურვილი, რომ, აწმყო თუ არა, მომავალი მაინც უფრო ლამაზ ფერებში დაუხატონ, ვიდრე ის სინამდვილეში არის (ან იქნება). მარტივად რომ ვთქვათ, მას სურს, რომ მოატყუონ _ შეუძლია დაიჯეროს, რომახალი სახეებირაღაცას შეცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმცირესობაში არიან და არ არსებობს არანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ მათ გარდაქმნან თუნდაც მცირე რგოლი პარტიის ან სახელისუფლო სტუქტურების შიგნით სიუზერენის თანხმობის გარეშე. ამასთანავე, მათ, 99%-იანი ალბათობით, არ სურთ, ბატონ ბიძინას (მიშას, გრიშას და ა.შ.) ეკამათონ. მიუხედავად ამისა, ახალი სახეებისმაგია მაინც მოქმედებს და მისი ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ჩამორჩენილია ესა თუ ის ქვეყანა.

ჩამოთვლილი პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, რესპუბლიკურ პარტიას არ ჰყავს გამოკვეთილი ბელადი და მას ლიდერების საბჭო, ავღანეთში რომ იტყვიან, “ლოია-ჯირგა” მართავს. შესაძლოა, ეს იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც ახლო წარსულში შედარებით უმტკივნეულო განახლებისა და გაძლიერების შესაძლებლობა ჰქონდა. უსუფაშვილსა და ხიდაშელს, ზოგიერთ სხვა ლიდერთან ერთად, შეეძლოთ გამოეყენებინათ ის უნიკალური მდგომარეობა, რომელშიც 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის (დღემდე ამოუხსნელი) გულუხვობის შედეგად აღმოჩნდნენ, და გაეძლიერებინათ პარტიული სტრუქტურები, შეექმნათ ახალი წევრების რეკრუტირების და, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ბუნებრივი გადარჩევის სისტემა”. ამასთანავე, გაეწმინდათ პარტიის ხელმძღვანელი რგოლი პოლიტიკურ მარაზმში ჩავარდნილი “აქსაკალებისგან”, რომლებსაც ინტელექტუალურმა ინერციამ შესაძლებლობა არ მისცა, არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია ადეკვატურად აღექვათ. თუმცა გარდაქმნის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ სახელისუფლო ბერკეტების გამოყენების არასისტემური და მთლიანობაში უბადრუკი მცდელობები. ივანიშვილმა მისცა უსუფაშვილსა და ხიდაშელს დრო და შესაძლებლობები და მათ ეს რესურსი გაფლანგეს. რა მიიღეს ამის შედეგად?

სკამის გამო რესპუბლიკელი ყველაფერზე წავაეს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება გასულ კვირას კიდევ უფრო გამყარდა, როცა გიგლა აგულაშვილი თანამდებობის შესანარჩუნებლად რესპუბლიკური პარტიიდანქართულ ოცნებაშიგადაბარგდა, ხოლო თინა ხიდაშელმა გადადგომის გამო ნამდვილი მრავალსერიანი მელოდრამა მოაწყო, რომელიც დასკვნით სტადიაში არა მხოლოდ სასაცილოდ, არამედ სამარცხვინოდაც გამოიყურებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 3 წელიწადშიპირველი რანგისპარტიის ჩამოყალიბებაზე იზრუნებდნენ, დღეს ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. კომენტატორების უმრავლესობარესპებისმიერ ბარიერის გადალახვას სკეპტიკურად უყურებს დაახალ სახეებსამ შემთხვევაში არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. “რესპები”, სავარაუდოდ, ისევ დაუბრუნდებიანლოკომოტივისძიებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე პარტიამ მათთვის ამ როლის შესრულება ისურვოს. და ეს მაშინ, როდესაც მათ ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, ასეთლოკომოტივადსაკუთარი პარტია გადაექციათ.

ეს, ალბათ, ქართული პოლიტიკის ზოგადი სენია _ მიჩნეულია, რომ მაღალი თანამდებობები და სახელისუფლო ბერკეტები წარმოადგენს ერთგვარ ჯადოსნურ ჯოხს, რომელსაც ყველა, მათ შორის, პარტიული აღმშენებლობის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია, არადა, რეალურად, ხელს უშლის. ეს სულ სხვა პროცესია და ძალაუფლებას მოწყურებული ბიომასის მოზიდვით არ შემოიფარგლება.

ტერმინი “ახალი სახეები” თავისთავად მიანიშნებს პროექტის მანიპულაციურ ხასიათზე. არავინ ახსენებს “ახალ ლიდერებს” (იმიტომ, რომ ისინი არ არიან ლიდერები) ან “ახალ იდეებს” (მსგავსი ჯერ არაფერი გაუხმოვანებიათ). დრო და დრო ახსენებენ “ახალ სისხლს”, თუმცა ამან შეიძლება შავი იუმორის განწყობაზე დაგვაყენოს. ის ხომ, უპირველესად, ავადმყოფებსა და ვამპირებს სჭირდება (ძნელი სათქმელია, ვის ჰგავს უფრო მეტად მმართველი პარტია; შესაძლოა, ორივეს ერთად). ასე რომ, ყველაზე ხშირად გვესმის “სახეების” შესახებ, რომელთა მთავარი მოვალეობა ამ ეტაპზე სატელევიზიო “კარტინკის” განახლება იქნება. ჩვენ ვიხილავთ შეჯიბრებას მჭევრმეტყველებასა და სიმპათიურობაში, რომელიც გარკვეული დროით დაგვავიწყებს იმას, რომ მთელი ეს მასკარადი ნიღბავს ბანალურ ავტორიტარულ რეჟიმს, ზუსტად ისე, როგორც ეს სააკაშვილის, იქამდე კი შევარდნაძის მმართველობის წლებში ხდებოდა. ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში ის ნიღბავს მათ სურვილს, ანალოგიური რეჟიმი ჩამოაყალიბონ; მთლიანობაში კი სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესის იმიტირებას ახდენს. თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ამ სანახაობის მაყურებლად თუ ზურგს შეაქცევს მას, თუნდაც იმისთვის, რომ “ახალმა სახეებმა” მორიგი იმედგაცრუება არ მოუტანონ, როგორც ეს უკვე არაერთგზის მოხდა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ახალი სისხლი კარგია მაშინ, თუ სუფთაა, ნაგავი სისხლი, პირიქით ავადმყოფს მოკლავს.
    ახალი სახეები კი არა ახალი სიფათები. არაკაცს, ან არაქალს გინდ ოქსფორდი დაამთავ-
    რებინე, გინდ სორბონა, მაინც ახვარი დარჩება.

  2. სამწუხაროდ ოცნებას ისეთი ჩასვრილი აქვს რომ არაფერი არ ეშველება! იმ ადმინისტრაციული რესურსის იმედზე არიან რომლებსაც ეხლა შვებულებები ააღებინეს და საარჩევნო შტაბებში შეყარეს და ამუშავებენ ვირებივით!:)) თუმცა არჩევნებზე ხალხი მაღალი აქტიურობით ოცნება დარწმუნებული ვარ დამარცხდება! ხალხი გამოფხიზლებულია, ყველაფერს ხედავს და ამჩნევს, ხალხი აღარ მოტყუვდება იმ დადგმული შოუებით ფეისბუქზე რომ დებენ მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები სურათებს, თითქოს ხალხი დიდი სიყვარულით და ოვაციებით ხვდება ოცნებას. არადა ეს ის ხალხი რომლებსაც ძალით დაათრევენ ავტობუსებით, ოცნების კოორდინატორები, ზონის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული რესურსი. ის ხალხი რომლის მართვაც მარტივია, რომლებიც შედარებით დაბალი ინტელექტით და განვითარების დონით გამოირჩევიან (ოცნება სულ ეგეთებით არის სავსე. ტიპაჟებზე ეტყობათ) და რომლებსაც ქვეყნის მომავალი ფეხებზე კიდიათ ლიჟბი თვის ბოლოს ხელფასი აიღონ და მაგის გამო ერთ ადგილსაც მისცემენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here