Home რუბრიკები პოლიტიკა სოზარის მონალოგი

სოზარის მონალოგი

829

ჩვენი გაზეთის ბოლო ნომრის გამოსვლის შემდეგ იმდენი რამ მოხდა ევროპაში, საფრანგეთში მორიგი შემზარავი ტერაქტით დაწყებული, “მეგობართურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობით დამთავრებული, რომ, მართალი გითხრათ, დავიბენი _ აქცენტი გამეკეთებინა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე, რომელთა შედეგებიც ახლო მერმისში პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება საქართველოზეც აისახოს ნეგატიურად თუ, დოდო აბაშიძის კინოგმირისა არ იყოს, “თვალი დაუდგა ევროპასდა დამეწერა გასულ კვირას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის ეზოში, “ქართული ოცნებისმიერ .. ახალი სახეების პომპეზურ წარდგენაზე, რომელმაც დაგვანახვა, საით აპირებს ქვეყანის წაყვანას რებრედინგებულიქართული ოცნება”.

ჩემს ყოყმანს ბოლო “ტვ პირველის” ეთერში სოზარ სუბარის გამოსვლამ მოუღო, რომელსაც ახლა მოდური სიტყვა “თვითლუსტრაცია” უწოდო მხოლოდ, იგივეა, საერთოდ არაფერი თქვა. ამიტომაც გადამძალა საშინაო თემამ (თუ ასე თქმა შეიძლება) და წერილის მთავარი ლაიტმოტივი იქნება “თვალი დაუდგა ევროპას!”

მაგრამ, ვიდრე ლოგიკურად ვიმსჯელებთ მკითხველთან ერთად, ორიოდე სიტყვა თვალყურდაფსებულ ევროპასაც (წაიკითხე _ აშშ, გნებავთ, დასავლეთი) შევაწიოთ, რაც უნდა იყოს, ჩვენი “სტრატეგიული მეგობარია”…

ნიცაში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას მორიგი ტერაქტი ვუწოდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი რამ უეჭველად განმეორდება. საკითხავია მხოლოდ _ სად და როდის?.. მკითხველს შევახსენებ, ამ საშინელ ინციდენტებს სად და ვინ დაუდო სათავე.

ჟურნალშარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ცივილიზებულ დასავლეთს ერთხმად დაეგმო წინასწარმეტყველ მუჰამედზე გამოქვეყნებული ამაზრზენი კარიკატურები და კანონის ძალით დაეხურა ისლამის მიმდევართა (არა მხოლოდ ისლამის მიმდევართა, არამედ ყველა ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელი) რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი გამოცემა, მოხდა პირიქით _ ჟურნალის შემდეგი ნომერი მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა, ხოლო “ცივილიზებული” ევროპის ქვეყნების ლიდერებმა “ჩვენ არ გვეშინია”, “მეც შარლი ვარ”, “არ დავთმობთ გამოხატვის თავისუფლებას” და ა.შ. მსგავსი შინაარსის პლაკატებით ხელში საპროტესტო მარშით ჩაიარეს ელისეს მინდვრებზე. ისლამური სამყაროსთვის პარიზში “გადაგდებულმა ხელთათმანმა” ევროპის წამყვან ქვეყნებში გამოიწვია შურისძიების ტერაქტების სერია, რომელთა უდანაშაულო მსხვერპლთ მართლაც აღარაფრის ეშინიათ და გამოხატვის თავისუფლებაზე ფასეულიც რომ არსებობს რაღაც, ამის შესახებ იმქვეყნად შეიტყვეს, მაგრამ, რაღა დროს _ მიცვალებულისთვის ხომ ყველაფერი სულერთია?!

დღეს ისე შევეჩვიეთ ტერაქტებს, რომ ამ სამწუხარო ინციდენტებზე გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოება ისე იღებს, როგორც ამინდის ბიუროს ცნობას. რაც შეეხება თურქეთში შეუმდგარ სამხედრო გადატრიალებას, ესეც, როგორც ევროპისთვის ტერაქტები, თურქეთისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია _ ათათურქიდან მოყოლებული იმდენი წარმატებული თუ წარუმატებელი სამხედრო ამბოხი იყო, რომ მათი ზუსტი რაოდენობის დასახელება, მე კი არა, თურქებსაც გაუჭირდებათ. რა თქმა უნდა, ადამიანურად ვწუხვარ სამხედრო პუტჩის შედეგად დაღუპულებზე, მაგრამ, უწინარესად, ის მაწუხებს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თურქეთში შესაძლო დესტაბილიზაციამ საქართველოს უსაფრთხოებაზე, რადგან რუსეთის თავდაცვის მინისტრის _ სერგეი შოიგუს განცხადებით, სირიისა და ერაყის სცენარებმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაში (წაიკითხე _ საქართველო) გადმოინაცვლოს და რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური ზომები გაატაროს.

და კიდევ _ საინტერესოა, შეასრულებს თუ არა აშშ თურქეთის კატეგორიულ მოთხოვნას და გადასცემს თუ არა ანკარას პუტჩის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ ფეთჰულაჰ გიულენს, რომელიც იმის გარდა, რომ ამერიკის ძაღლიშვილია, როგორც ბოროტი ენები ირწმუნებიან, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მამინაცვალიც ყოფილა, ანუ სიძეა ქართველების. ეს ისე, მცირე ლირიკული გადახვევა განსატვირთავად…

სერიოზულად კი, გინდაც ჩამქოლონ ჩვენმა ლიბერალებმა, ვამბობდი და გავიმეორებ: თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე არ არის და არც არასდროს ყოფილა, მით უმეტეს _ მეგობარი ქვეყანა. თურქეთი ბერძნებისთვის კონსტანტინოპოლის ყაჩაღურად წართმევის შემდეგ მეზობლად მოვლენილი იმპერიაა, რომელიც იყო, არის და მერმისშიც იქნება საქართველოს უბოროტესი მტერი, რომელსაც მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 33%, და რომ არა რუსეთი, რომელსაც დროებით აქვს ოკუპირებული სოხუმცხინვალი, დღეს ქართველის სახსენებელი აღარ იქნებოდა ამერიმერ საქართველოში.

ღმერთო, დამიფარე ამერიკელი მეგობრებისგან, მტერს თვითონ გავუმკლავდები!

მკითხველი უთუოდ მიხვდებოდა, რომ ეს ალექსანდრე მაკედონელის სენტენციადქცეული ფრაზის პერიფრაზია. სწორედ მისი გათვალისწინებით გაგაცნობთ სოზარ სუბარის მარგალიტებს, რომლებიც მან “ტვ პირველის” ეთერში აფრქვია.

ბატონი სოზარი, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულშია მხილებული, მაგრამ “ნაცმოძრაობის” ლიდერთა დასჯა საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაგვანება. არსებობს თამაშის წესები და რადგან საქართველო პატარა, სუსტი ქვეყანაა, რეჟიმისა და მათ ლიდერთა გასამართლების ნებას რომ არ მოგვცემდნენ, უნდა გვცოდნოდაო, _ აქეთ გვამუნათებს ეს არარაობა ქართველ საზოგადოებას, _ თორემ მკერდში მუშტების ბრაგუნი და მიტინგებზე ყვირილი, რაც მეც გამიკეთებია, ადვილიაო. რომ იტყვიან, დაუკრეფავში გადავიდა ეს უნამუსო. თანაც, სოზარ სუბარმა იმ ქვეყნებს უწოდა მეგობარი, რომლებიც მფარველობენ და უფრო მეტიც _ დემონსტრაციულად ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე პირებს (თავადვე ჩამოთვალა: სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი და ..), რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ქართველები საკუთარ სისხლსა და ცრემლში გვაბანავა, გაგვაუპატიურა. მიმიფურთხებია ასეთი მეგობრებისთვის!

და, ალბათ, ამას ეხმიანება ალექსანდრე მაკედონელის ზეობიდან 15 საუკუნის შემდეგ შოთა რუსთაველი: “ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს, მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს”. ბატონი სოზარსა და “ქართულ ოცნებაზე” ჯერ კიდევ თავგადაკლული ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის საყურადღებოდ რამდენიმე რიტორიკულ კითხვას დავსვამ _ წინასაარჩევნოდ მუშტებს რომ იბრაგუნებდით მკერდში და მიტინგებზე ყვიროდით, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში სამართლიანობას აღვადგენთო, მაშინ არ იცოდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში მიღებული თამაშის წესების მიხედვით დასავლეთის (წაიკითხე _ აშშ და მისი ელჩი საქართველოში) ქვეყნები უფლებას არ მოგვცემდნენ, დასასჯელი დაგვესაჯა? ანდა, ახლაც რომ გვპირდებით, ოღონდაც კვლავ აგვირჩიეთ და, რაც 4 წლის განმავლობაში “ვერ მოვასწარით”, ყველაფერს გავაკეთებთ და უეჭველად აღვადგენთ სამართლიანობასო, რა, იმის უფლებას, რაც გუშინ არ მოგცათ “ჩვენმა მეგობარმა” ამერიკამ, ხვალ მოგცემთ მხოლოდ იმიტომ, რომ თამარ ჩუგოშვილის მსგავსი ბუდარა-ბუდარიხებით შეავსეთ “ოცნების” რიგები? გთავაზობთ წლების მიხედვით საიას _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის _ ხელმძღვანელთა სიას, რათა დარწმუნდეთ, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია სინამდვილეში აშშ-ის მიერ უხვად დაფინანსებული ანტიქართული სექტა რომ არის:

* დავით უსუფაშვილი (1994-1996);

* გია გეწაძე (1997-1998);

* ნინო გვენეტაძე (1998-1999);

* თინათინ ხიდაშელი (1999-2001, 2003-2004);

* ზაზა რუხაძე (2001-2003);

* ანა დოლიძე (2004-2006);

* გიორგი ჩხეიძე (2006-2008);

* თამარ ხიდაშელი (2008-2010);

* თამარ ჩუგოშვილი (2010-2012);

* კახა კოჟორიძე (2012- 2014);

* ანა ნაცვლიშვილი (2014 – ).

ვფიქრობ, სიითი შემადგენლობის გაცნობაც საკმარისია, რომ დარწმუნდეთ _ საია, თავისუფლების ინსტიტუტი, ლომჯარიაგიგაურების არასამთავრობოები ერთი ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციის სხვადასხვა განშტოებაა. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, მისი საიაში “მოღვაწეობის” წლები _ 2010-2012, ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკემ თვით მისი მფარველები შეაშფოთა ევროპა-ამერიკაში. დავიჯერო, ჩუგოშვილმა არაფერი იცოდა ციხეებში პატიმართა წამებების შესახებ, როცა ამ საშინელ ფაქტებზე კრინტს არ ძრავდა?

მაგრამ ეს ისჩუგოა” (ასე უხმობენ მოფერებით ხლისტების საზოგადოებაში), რომელმაც 26 მაისის სასტიკი დარბევა გაამართლა და პატიმრებზე ხმას ამოიღებდა?

“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ვწერდი, რომ მისტერ ქერის შეხვედრა ოპოზიციასთან, რომელიც დავით ბაქრაძის “ნაცმოძრაობითა” და ირაკლი ალასანიას პარტიით იყო წარმოდგენილი, აშშ-ის ბრძანებას ჰგავდა, _ ისე დაითვალეთ ხმები, რომ ეს პარტიები აუცილებლად მოხვდნენ პარლამენტშიო.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვასქართული ოცნების.. ახალი სახეების მიმართაც _ ეს სიაც, დიდი ალბათობით, აშშის საელჩოში დაიწერა.

რაც შეეხება მათ ევროპულ-ამერიკულ განათლებას, ის 2-3-თვიანი კურსები, რომლებიც ახალმა სახეებმა გაიარეს სხვადასხვა პრესტიჟულ სასწავლებელში, ყოველივე ქართულის, ტრადიციულის მიმართ სიძულვილის ჩანერგვას ისახავდა მიზნად და არა საფუძვლიანი განათლების მიღებას. საზოგადოება მაშინ დარწმუნდება ჩემი სიტყვების სიმართლეში, როდესაც ეს ახალი სახეები პარლამენტში აღმოჩნდებიან.

სოზარ სუბარის ბჟუტურს მონოლოგი ვუწოდე. არადა, მას მონა-ლოგი უფრო შეეფერება!

ეს მონობა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო: “ჩემი მეგობარი გენშერი, ბუში, ბეიკერი, ნატო” და ა.შ. შევარდნაძისდროინდელია, შემდეგ კი ყველა მომდევნო ხელისუფლებამ აიტაცა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ამ მხრივ ყველა წინამორბედს გადააჭარბა.

სამართლიანობის აღდგენა კი არა, ცოლთან დაწოლის განრიგსაც აშშის ელჩს უთანხმებენ და რად გვინდა ასეთი ხელისუფლება, რატომ ვუხდით უზარმაზარ ხელფასებს საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ხელისუფლებას, რომელსაც ხელში ანტიდისკრიმინაციული კანონის დროშა უჭირავს და ქართულ საქმეს არ აკეთებს?

ჩუგოშვილებით განახლებულ აშშ-ის მონა პარლამენტში, დეპუტატების მონა-ლოგების ფონზე, პედერასტების ცისარტყელას ბაირაღიც რომ აფრიალდება ნატო-ევროკავშირის დროშებთან ერთად, არც ეს გაგვიკვირდება მალე.

საქართველო პატარა, სუსტი ქვეყანააო, _ ბრძანა სოზარ სუბარმა.

აქ გამახსენდა რეზო თაბუკაშვილის ლექსი, რომელიც მან ანდერძად დაუტოვა შვილსა და შვილიშვილებს და რომელშიც ასეთი სიტყვებიც არის: საქართველო არ გეცოტავოთ!”

25 წელიწადია, საქართველოს ის ადამიანები მართავენ, რომლებსაც ჩვენი სამშობლო ეცოტავებათ. არადა, საქართველო მცირე ტერიტორიაზე მცხოვრები მცირერიცხოვანი და, უამრავი ნაკლის მიუხედავად, მაინც დიდი ქართველი ერის სამშობლო, ძლიერი ქვეყანაა და ამ დიდი კულტურისა და ისტორიის ქვეყანას სოზარ სუბარის მსგავსი პატარა კაცუნები მართავენ. აი, ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება.

“მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ იბერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე!” _ ეს წმინდა სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველებაა, მაგრამ ამას შეისმენს მოყვრად მოსული მტრის მოიმედე ხელისუფლება?

მე უფრო “ოკუპანტი” წმინდა სერაფიმ საროველისა მჯერა, ვიდრე ჩვენი “მეგობარი” ამერიკისა.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. მონები კი არიან, მაგრამ არამზადა მონები არიან, გოთვერანი მონები არიან, ნაბიჭვარი
    მონები არიან, გირჩები არიან და გირჩის თესლები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here