Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავისი ჩამოსვლით გვითხრა _ არ გაბედოთ, ლიბერალური...

ელიზბარ ჯაველიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავისი ჩამოსვლით გვითხრა _ არ გაბედოთ, ლიბერალური ძალები პარლამენტს გარეთ დატოვოთო

800

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, 2016 წლის 6 ივლისს, საქართველოს დედაქალაქს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. “ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო დიალოგი და ეს ვიზიტი დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტული შედეგებით. რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანია. 

ეს ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ შედგა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთხელ არის დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა”, _ განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.  “ხელშესახები შედეგებისგარდა, ჯონ ქერიმ ქართულ ხაჭაპურსა და ღვინოზეც ისაუბრა და გულდაწყვეტილმა აღნიშნა, ამდენ ხანს ვერ შეძლო ჩამოსვლა ღვინისა და ხაჭაპურისთვის…  9 ივლისს ვარშავის ნატოს სამიტიც დასრულდა, სადაც, როგორც საზოგადოებას თავდაცვის მინისტრმა ამცნო, საქართველო 28-ჯერ ახსენეს. რა იყო აშშის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ძირითადი მოტივი არჩევნებამდე სამი თვით ადრე? რას ნიშნავს, როდესაც ნატოს სამიტის კომუნიკეში 28-ჯერ მოგიხსენიებენ? ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებზე აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო ელიზბარ, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ესტუმრა. როგორ ფიქრობთ, რა მისიით იყო ჩამოსული ამერიკელი სტუმარი?

_ ჯონ ქერიმ თქვა, ქართული ღვინო და ხაჭაპური მომენატრაო, მაგრამ ამისთვის არ ჩამოსულა, რა თქმა უნდა… ქერის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დაგვცინის. ასე იყო ბუშის ვიზიტისას,_ კინტაურზე ისე აათამაშა უკანალი, რომ მეგონა, სუხიშვილების ძველი მოცეკვავე იყო, შემდეგ ამ კინტაურით ასოცირების ხელშეკრულება გაგვიფორმეს.

ამერიკელების ასეთი საქციელი ჩვენდამი უპატივცემულო დამოკიდებულების გამომხატველია. ჩვენ ხომ მათთვის უბრალო პროვინციაც არ ვართ.

ჯონ ქერიმ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დაგვცინა, როდესაც გვითხრა, თუ არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარებთ, არაფერს ეღირსებითო. გარდა ამისა, ვის შეხვდა ის? _ შეხვდა იმ ანტიეროვნულ ძალებს, რომლებსაც სამშობლო არაფრად უღირთ.

ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან ქართველი ხალხის განწყობა, აქ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს _ გინდათ თუ არა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაო, ყველა იტყვის, რომ არ უნდა. ამერიკელებს ამას ვერ გამოაპარებ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის პირველ სართულზე მათი ოფისია განთავსებული. ამერიკაზე უზნეო, ბინძური ქვეყანა არ არსებობს, მათგან მხოლოდ ძალმომრეობაა მოსალოდნელი.

_ ფიქრობთ, ჯონ ქერი იმისთვის ჩამოვიდა, რომ არჩევნებზე არ გაიმარჯვოს ქართველი ხალხის აზრმა _ აღარ გვინდა ნატო და ევროკავშირი?

_ თვითონ ამერიკულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნება სხვაა და არა ის, რა დაკვეთასაც ხელისუფლება ასრულებს. არ მჯერა მათი კვლევების, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.ჯონ ქერის ჩამოსვლა იყო პრევენციული ზომა, მისი შეხვედრებიც ამის დასტური იყო. ის შეხვდანაციონალებსდა ალასანიას. აშშ სახელმწიფო მდივნმა თავისი ჩამოსვლით გვითხრა _ არ გაბედოთ, რომ ლიბერალური ძალები პარლამენტს გარეთ დატოვოთო.

ჯონ ქერი შეხვდა უსუფაშვილს, რომლის მეუღლეც ქართულ ჯარს ხელმძღვანელობს.ეს არის ქალი, რომელიც ამბობს, შვილებს იმიტომ არ ვზრდი, ქვეყანას შევწიროო. აი, ეს არის ამერიკელების დაკვეთა _ ამ ადამიანების შესვლა სურთ პარლამენტში.

ყველასთვის ცხადია, რომ ამერიკისთვის ჩვენ მხოლოდ ტერიტორია ვართ, საიდანაც რუსეთს უპირისპირდება. ამერიკელები ვერაგები არიან, მსოფლიოს გასაგონად ამბობენ, რუსეთს დაელაპარაკეთო, მაგრამ ისეთ მითითებებს გვაძლევენ, რუსეთი არასოდეს რომ არ დაგველაპარაკოს.

მინდა ყველაფრის თქმა მოვასწრო, ამიტომ ცოტა თემასაც გადავუხვევ… ამერიკელებმა ენაც დაგვაკარგვინეს. სააკაშვილი ამბობდა, ვინც ინგლისური არ იცის, დიპლომი არ მისცეთო. დაახლოებით იმავეს ამბობს ახლა იუსტიციის მინისტრი წულუკიანი, ვინც ინგლისური არ იცის, პარლამენტში არ შევუშვათო. საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია და ვინ ჰკითხავს წულუკიანს, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, საფრანგეთში ინგლისურის კურსები გაიარა, ახლა დგას და ჭკვიანი ქალივით ლაპარაკობს. სვანი ქალი რომ გამასონდება, აი, მაშინ არის ქვეყანა დაღუპული. წულუკიანები და მისნაირები ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, წიგნი არ აქვთ წაკითხული და ცდილობენ, თავი ისე მოგვაჩვენონ, რომ თითქოს ჩვენზე მეტი იციან.

_ ვარშავის სამიტი დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა, კომუნიკეში საქართველო 28-ჯერ ახსენეს, რაც ნიშნავს _ ნატოსთვის საქართველო სულერთი არ არისო. როგორ ფიქრობთ, კომუნიკეში საქართველოს 28-ჯერ მოხხსენიება რაში წაადგება საქართველოს?

_ ასეთი განცხადება პროვინციალიზმის უმაღლესი გამოხატულებაა. შესაძლებელია არსებობდეს დოკუმენტი, სადაც ქვეყანა ნახსენები არ იყოს, მაგრამ ფასეულობას წარმოადგენდეს, ხოლო კომუნიკე, რომელზეც თინა საუბრობს, არაფერს ნიშნავს, სატყუარაა. რაც თავი მახსოვს, ირაკლი წერეთლისგან მოყოლებული, ნატოსგან სულ რაღაცის მოლოდინში ვართ. ნატოში არასოდეს მიგვიღებენ, ვიდრე დაკარგულ ტერიტორიებზე უარს არ ვიტყვით.

სამიტიდან დაბრუნებულები, ზუსტად ვიცი, რასაც იტყვიან, იგივე რიტორიკითა და შემართებით დაიწყებენ საუბარს. გვეტყვიან, რომ ახლა 28-ჯერ გვახსენეს, მომავალ წელს 40-ჯერ გვახსენებენ და ბოლოს დეკლარაციას გამოაქვეყნებენ _ გარდაიცვალა საქართველო, ვიზიარებთ მწუხარებას! საქართველო არავის ადარდებს.

დიახ, ამ სიტყვებს იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკა დაჟინებით ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე ბაზების განთავსებას, რასაც რუსეთი არ დაუშვებს. კარგად მახსოვს, თენგიზ კიტოვანს 20 ჯაგლაგი ტანკი მისცეს და გახარებული იყო,_ აფხაზეთს ავიღებო, ახლა, საჰაერო დაცვის რაღაც საშუალებას აძლევენ და ჰგონიათ, მსოფლიო ამათია. ეგ საკენკი ამერიკელებმა თავიანთ ინდაურებს დაუყარონ. ქართველი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიების საშუალებით ცდილობენ მის გამოთაყვანებას, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ საღად აზროვნებს.

ქვეყანა თავზე გვენგრევა და ამ სისულელეების დრო გვაქვს? ჩართავ ტელევიზორს და ხედავ შოუებს, როგორ დადიან სხვადასხვა ქალაქში უგვანო ადამიანები, ერთობიან, დროს ატარებენ. ეს ყველაფერი ხომ იმისთვის კეთდება, რომ დიდი პრობლემები უყურადღებოდ დარჩეს.

ქვეყანაში უდიდესი პრობლემაა განათლება. ახალი მინისტრი დანიშნეს, რომ ვუყურებ მეცინება. ამბობს, ჰუმანურები უნდა ვიყოთ, სამსახურიდან არავინ გავუშვათოეს არ არის განათლებაში არსებული პრობლემის მოგვარება. სკოლას ბავშვი ისე ამთავრებს, სიტყვა “სამშობლოს” არ ახსენებს. დაიქცა უნივერსიტეტი. მოისპო მეცნიერება. ყველაზე დაღუპულ სფეროს კი სათავეში უდგას ივანე კიღურაძე, რომელიც შევარდნაძის საჯდომის ლოკვიდან აქამდე მოვიდა. მეცნიერებათა აკადემიის მიერ შეთავაზებული არც ერთი კანონი პარლამენტში განსახილველად არ გაიტანა. ასეთივე ვითარებაა ხელოვნებაშიც. ვინ არის კულტურის მინისტრი? _ ვიღაც ჯაზმენი, რომელიც მილიონებს უკანალის ჩვენებაში იხდის. ის უკანალი გიორგაძემ თავისიანებს უჩვენოს.

_ შეძლებს ხელისუფლება, შეასრულოს ხალხის დაკვეთა _დაელაპარაკოს რუსეთს და აღადგინოს ურთიერთობა თუ ამერიკელების დირექტივის მიხედვით იმოქმედებს?

_ ხედავთ, კითხვაშივე ჩანს, რა ვითარებაც არის. ან ისე, ან ასე… ხელისუფლება ქართველმა ხალხმა აირჩია. პარლამენტი, რომელიც ხელში შეგვრჩა, არაფრის გამკეთებელი აღმოჩნდა. ოთხი წლის განმავლობაში უმრავლესობა თავის მართლების მეტს არაფერს აკეთებდა. კარგად მესმის, რომ ამერიკელებს ვერ გადააბიჯეს, მაგრამ ხალხის დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ვიცი, ჯონ ქერი გიგა ბოკერიასაც შეხვდა და შესაძლოა, სულაც მის დასაცავად ჩამოვიდა და დაიბარა, რომ კიდევ ჩამოვა, მაგრამ, როცა ჩამოვა, ლაყე კვერცხები უნდა დავუშინოთ, როგორც ეს სოროსს გავუკეთეთ. ასეთი საქციელით ამერიკელებს დავანახვებთ, რომ მათი კოლონია არ ვართ.

საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს, მომავალი არჩევნები მათთვის სავალალო არ აღმოჩნდეს, მაშინ ხალხის ნება უნდა აღასრულოს, ხალხის დაკვეთა შესარულოს, და ქართველს შეუძლებელი არაფერი სურს, ჩვენ გვინდა ოჯახები შევინარჩუნოთ, სულიერება შეგვრჩეს. ქართველს არ უნდა, რომ პედარასტი თავზე დააჯდეს. როდესაც “ქართული ოცნება” სიას გამოაქვეყნებს, კონკრეტულად მაშინ შევძლებ გადაწყვეტილების მიღებას, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩემთან ახალგაზრდები მოდიან და ჭკუას მეკითხებიან, მაგრამ ძალიან დაბნეული ვარ. არ არის ძალა, რომელსაც ენდობი. ვინც ოდნავ მაინც გამოხატავდა ქართველი ხალხის აზრს, ყველა თავიდან მოიცილეს. ვისაც ხალხი წაჰყვება, ის პოლიტიკაში არ მიდის… თოფაძე მარგინალად აქციეს, ბურჯანაძეც. პაატა ბურჭულაძეზე საუბარიც არ მინდა _ შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, სად, როდის და ვის სთხოვდა ფულს. პარტიები დაიქსაქსნენ, ამიტომ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, რომელთა მოსვლაც ხალხს არ სურს.

ამერიკას დიდი გავლენა აქვს, მას შეუძლია, წამში გაგვანადგუროს, ჩვენი ლარი უმალვე გააბახოს, მაგრამ ჩვენს მეზობლად არიან სომხები და აზერბაიჯანელები, რომელთაც ამერიკა თავზე ვერ აზის. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ნუ გავცხოველდებით, გონს ნუ დავკარგავთ!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ელიზბარი მართალია! – ჩვენ ქართველები ვართ და ამერიკას არ დაუჩოქებთ! აღარ ვნანობ ტექტონიკური იარაღის გამოგონებას !!!

  2. ეთერი სურმავა, ექიმი, პენსიონერი. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.

    არ ვიცი უ როგორ მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რუსეთის ნდობას დავიბრუნებთ. ამერიკის უზნეობას არ მივიღებთ. თუ ამერიკა გაგვიძალიანდება მათ ტერიტორიაზე განმეორდება სოდომისა და გომორის მსგავსი
    სტერილიზაცია თავიანთი მიწის. რას იზამ სატანას უყვარს უბედურება. რაც უყვარს იმას მოიმკის . ეს უდავოა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here