Home რუბრიკები პოლიტიკა ოღრაშები და “ქერის ორმო”

ოღრაშები და “ქერის ორმო”

1036

ოღრაში ქალაქური ლექსიკონის მიხედვით ქალების გამქირავებელს ნიშნავს, ზოგჯერ საკუთარი ცოლისაც კი! ანუ ოღრაშობა ფულის გამო ყველაფრის კადრებას ნიშნავს. ეს ისე, ცნობისთვის, რადგან ქვემოთ ხშირად მომიწევს ამ სიტყვის გამოყენება და ემანდ, ამ სიტყვის ქალაქური შინაარსით გამოყენება არ დამწამონ პოლიტიკურმა ოღრაშებმა, რომლებიც მრავალი სიმდაბლის მკადრებლები არიან მწვანე კუპიურების სანაცვლოდ

რამდენჯერ გვითქვამს, რომ საქართველო მრავალი მიმართულებით პარადოქსების ქვეყანაა და ერთ-ერთი პარადოქსი არის ის, რომ, თუ ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი ამა თუ ქვეყანაში, როგორც წესი, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს, ალბათ, მხოლოდ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ურავაშათი ხვდება, აშშის პრეზიდენტსა და, სახელმწიფო მდივანს ვინღა დაეძებს, მეათე ხარისხოვან სახელმწიფო მოხელესაც კი!

აგერ ახლაც, ჯერ იყო და ეუთოს ასამბლეის საქართველოში ჩატარების ჩვენთვის, ქართველებისთვის, არაფრის მომცემი ფაქტით წაგვჭამეს ტვინი, შემდეგ კი ვარშავის ნატოს სამიტის წინ, როცა ჯონ ქერი 8ისტორიული” ვიზიტით გვეწვია, ნაცებ-ქოცები, რომ იტყვიან, ნიფხვებიდან ამოხტნენ, _ არიქა, გვეშველა ქართველებს _ ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ ნატოს მივიღებთ საქართველოში, რომელიც ისეთი იარაღით აღჭურვავს ქართულ არმიას, რუსები თავქუდმოგლეჯილები მოცოცხავენ ცხინვალ-სოხუმიდანო…

სწორედ ასე ცდილობს ნაცებ-ქოცების ხელისუფლება შეფუთოს ჯონ ქერის უშინაარსო ვიზიტის “შინაარსი”, რომელსაც ევროპა-ამერიკის გზავნილებს უწოდებენ და თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიასტან 40 წუთი ილაქლაქა (მეტს ვეღარ გავუძელი და გადავრთე) სწორედ იმ ე.წ. გზავნილებზე, რომელებიც ლგბტ-პედერასტების უპირველესმა ლობისტმა მსოფლიოში (ამაზე ქვემოთ) ჯონ ქერიმ ჩამოგვიტანა თურმე ქართველებს და იმაზეც, რომ თავდაცვის მინისტრი ვარშავაში ნატოს წევრობას ვერა, მაგრამ ისეთ სტატუსს “გაუიმასქნებს” საქართველოს, აგრესიის კი არა, ფიქრის სურვილსაც დაუკარგავს პუტინის რუსეთს.

სინამდვილეში, როგორც თავის დროზეციცას ეფერებოდა ლუი მეთოთხმეტე და საქართველო ფეხზე ეკიდა”, ჯონ ქერიც თანამედროვე ციცების _ პოლიტიკური ოღრაშების მოსაფერებლად ჩამობრძანდა საქართველოში. ეს რომ ასეა იქიდანაც გამოჩნდა, რომ ჯონ ქერისთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზე ოპოზიციონერთაგან მხოლოდ ირაკლი ალასანია და დავით ბაქრაძე ბრძანდებოდნენ, ანუ 9 წლის განმავლობაში ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასეერთიანი ნაციონალური მოძრაობადა მასთან ასოცირებულითავისუფალი დემოკრატებიმიაჩნია ამერიკაევროპას მთავარ ოპოზიციურ ძალად და ამიტომ მხოლოდ ეს პოლიტიკური ოღრაშები მიუშვეს მისტერ ქერისქერის ორმოსთან”…

თუ მაინცდამაინც სიტყვა “გზავნილი” მოსწონს მავანს, აბა, გზავნილი ეს იყო თუ იყო მეოცნებე ხელისუფლებისთვის: არ გაბედოთ, ნაცხროვა და მასთან ასოცირებული ალასანია არჩევნებში პარლამენტს მიღმა არ დატოვოთო, თორემცულს მოვიტან ცუნცულასო!..”

იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს ის პარტიები, რომლებიც ყოველკვირა სტრასბურგ-ბრიუსელ-ვაშინგტონში დარბიან სტრატეგიულ მოკავშირეთა პოვნის ამაო იმედით.

ასეა _ პოლიტიკურ ოღრაშებს ეფერება მისტერ ქერი, არადა, მისტერ ქერის (წაიკითხე, აშშ) საქართველოც ფეხზე ჰკიდია და ნაცებქოცების ნაღდი ოპოზიციაც

“დიდი კაცის დასიზმრებამ უბედურება იცის. აი, მე სკოლის დირექტორი დამესიზმრა და მეორე დღეს ომიც დაიწყო”, _ გახსოვთ, ალბათ, ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღებიდან” შოშიასა და ზაზა ნაკაშიძის დიალოგი.

მოდი, პირობითად დიდი კაცების სტუმრობას პატარა საქართველოში საქართველოს სიზმრები ვუწოდოთ და ვნახავთ, რომ იმ სიზმრებმა უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანა.

რომელი ერთი სიზმარი გავიხსენოთ?

შორს რომ არ წავიდეთ, 2005 წლის 9 მაისს ჯორჯ ბუშის ვიზიტით დავიწყოთ…

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სუსტი (თუმცა დღეს უკვე პრეზიდენტი ობამა ეცილება ამ ტიტულში) პრეზიდენტი მაიცდამაინც 9 მაისს, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 60 წლის იუბილეზე რომ ჩამობრძანდა მოსკოვიდან (?!) ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში, თვით ეს ფაქტი იყო გარკვეულწილად სიმბოლურ-პროვოკაციული და გამაღიზიანებელი რუსეთისთვის.

დღეს ცოტას თუ ახსოვს, როგორ სიმბოლურად უპასუხა ვლადიმერ პუტინმა ამ პროვოკაციას. როდესაც ბუშს მაამებლურად უმღერდნენ,_ შენ ერთადერთი ხარ ჩვენი ღმერთიო, თვითონ კიბაღდადურსბუქნავდა, რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, ესგზავნილიიყო, ერთი მხრივ, ბუშის მიმართ _ რაც უნდა იბუქნაო კავკასიას არ დაგითმობო; და, მეორე მხრივ, ქართველების მიმართ: “ნუ დააგდებთ ძველთა გზათა, ნურცა ხსოვნას წინაპართა” _ ნუ იქნებით ისტორიულად უმადურნიო

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ზურაბ ჟვანია, სულ რაღაც 4 თვეა, მოკლულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეორე დღეს თავისუფლების მოედანზე “საკუთარ ძაღლიშვილს” დემოკრატიის შუქურა უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასეა, ჯორჯ ბუშიც ოღრაშ სააკაშვილს მოეფერა, თორემ საქართველო მასაც ფეხებზე ეკიდა.

წავიდა და დაგვიტოვა ბუშის ქუჩა და, რაც მთავარია, ნაბუშარ საქართველოში უკონტროლო სააკაშვილი, რომელმაც ჯერ სისხლიანი 7 ნოემბერი მოგვიწყო და, ახლა ვენებს რომ იხსნიან “რუსთავი-2”-ს გამო, “იმედის” დარბევაზე კრინტი არ დაუძრავთ პოტომაკის ნაპირებზე.

უფრო მეტიც _ “სიაფანდზე” გადამდგარ სააკაშვილს, ქუჩაში გამოსული ასიათასობით გამოსული ადამიანის პროტესტის მიუხედავად, ჯორჯ ბუშმა პირველმა მიულოცა გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და უკვე 2008 წლის მაისში კიდევ ერთი საბედისწერო სიზმარი ნახა საქართველომ: საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, მადამ ჰილარი კლინტონი ეწვია მორიგი გზავნილებით, ვინ უნდა ყოფილიყო პარლამენტში ნაცების ფსევდოოპოზიცია _ ასე მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მანტიამოხვეული ოღრაშები: გიორგი თარგამაძის “ქრისტიან-დემოკრატები”, პაატა დავითაიას “ჩვენ თვითონ”, კოკო გამსახურდია, გია (პადოშა) თორთლაძე და სხვები.

მადამ ჰილარიც ოღრაშებს მოეფერა, საქართველო მანაც ბუშივით დაიკიდა და…

ბუშის ძაღლიშვილმა, რომ იტყვიან, აიწყვიტა და მადამ კლინტონის წასვლიდან, სულ რაღაც, 2-3 თვეში რუსეთთან ომი გააჩაღა _ ჰილარი კლინტონის დასიზმრება ყველაზე ძვირად დაუჯდა საქართველოს _ ის, რაც დე ფაქტო გვქონდა დაკარგული, დე იურედაც დავკარგეთ, პლუს ახალგორი და კოდორი, რომლებიც დე ფაქტო თუ დე იურე სტატუსით, ყოველთვის ჩვენი იყო!

ამავე პერიოდიდან იწყება ციხეებში წამება-გაუპატიურება; 2009 წლის უპრეცედენტოდ მასობრივი და ხანგრძლივი საპროტესტო, (საკნების აქციებად წოდებული) გამოსვლები, რომლებსაც “მი-შა, მი-შას” სკანდირების ფონზე ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით არბევდა სააკაშვილის პოლიტიკური (გნებავთ _ გესტაპო) პოლიცია.

ბოლო კოშმარული სიზმარი იყო აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის სახელობის, რომლის სინდისზეც არის 26 მაისის სისხლიანი დარბევა, მაგრამ, როგორც რეზო ამაშუკელი წერდა, “კვლავ გადარეცხეს სისხლი ქვაფენილს” და მეორე დღეს ოღრაშმა სააკაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის თანდასწრებით სამხედრო აღლუმი მიიღო იქ, სადაც, 100 მეტრის მოშორებით წინა ღამეს დახოცილთა გვამები ეყარა!

კიდევ ბევრი “სიზმრის” გახსენება შეიძლება, მაგრამ სჯობს, იმ გზავნილზე ვთქვათ, რომელზეც არავინ საუბრობს და რომელიც ჩამოუტანა ნაცებ-ქოცების ხელისუფლებას მისტერ ქერიმ. ჰილარი კლინტონმა ობამას ადმინისტრაციაში სახმდივნობის პოსტზე ყოფნისას განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი მსოფლიოში ლგბტ-თემის უფლებების დაცვა იქნებაო. პრეზიდენტმა ობამამ კი კვერი დაუკრა, _ აშშ-ის ფინანსური დახმარება ამა თუ იმ ქვეყნისთვის სწორედ ლგბტ-პედერასტების უფლებების დაცვის ხარისხზე იქნება დამოკიდებულიო.

ამას რაც მოჰყვა, შარშანდელ 26 ივნისს ვნახეთ _ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაკანონდა ერთნაისქესიანთა ქორწინება. ობამამ ყოველი წლის ივნისი გეი-სიამაყის (ჰა, როგორ მოგწონთ, ამის მოფიქრება არ გინდა? _ დ.მ.) თვედ გამოაცხადა.

მისტერ ქერიმ კი აშშ-ის გაპედერასტების დღესვე განაცხადა: _ მე ვიბრძოლებ, რათა, პირველ რიგში, აშშის პარტნიორ ქვეყნებში და შემდეგ მთელ მსოფლიოში დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება!”

ჩვენ ხომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ვართ და დავიჯერო, მისტერ ქერის საქართველოს ლგბტ-ზაციაზე სიტყვა არ დაუსველებია ნაცებ-ქოცების ოღრაშებთან?

ქერის მუქარა-განცხადების საპირწონედ კი, აი რა განაცხადა ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა:

საქართველო ისევე, როგორც ჩვენ, ქრისტიანი სახელმწიფოა და არ დაუშვებს თავის ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ეს ყველაფერი სატანის რჯულში გადასვლა და რელიგიის უპატივცემულობაა. მე არ დავუშვებ, რომ რუსეთში ასეთი უმსგავსოება მოხდეს. იმედია, ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, საქართველოც, იმავეს მოიმოქმედებს!”

ბრავო, ბრავისიმო, ვლადიმერ პუტინ!

ჰოდა, ჩემო მშობელო ქართველო ერო! ერთი წუთით თავი დავანებოთ ნატოს, ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციას, ევრაზიულ კავშირსა და, ქერი-პუტინის განცხადებებიდან გამომდინარე, ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ _ ვისთან ურთიერთობა ურჩევნია საქართველოს _ ოღრაშების, სატანის მსახურ დასავლეთთან (წაიკითხე_ აშშ) თუ ერთმორწმუნე, მართლმადიდებელ რუსეთთან?

დავით მხეიძე

P.S. ნატოს ვარშავის სამიტი, რომელიც ანტირუსული ბაქიბუქით დაიწყო, ფრიად პროზაულად დამთავრდა _ ნატოს გენმდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ალიანსი არ იმყოფება ცივი ომის რეჟიმში რუსეთთან და რომ რუსეთის იზოლაცია შეუძლებელიც არის და არასასურველიც, რადგან სამყაროს გლობალური უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია და იქვე დააანონსა მოკლე ხანში ნატორუსეთის სამიტი, რომელიც ყირიმისანექსიისშემდეგ აღარ ჩატარებულა!

აქედან გამომდინარე, ნატოს გადაწყვეტილება ბალტიის სამ ქვეყანასა და პოლონეთში თითო ბატალიონის განთავსებისა, სირიასა თუ ყირიმში რუსული იარაღისა და დიპლომატიის ტრიუმფის ფონზე, ნატოს სახის შენარჩუნების მცდელობის სიმბოლური აქტი უფროა, ვიდრე .. რუსულ საფრთხეზე რეალური პასუხი.

სხვანაირად გაუგებარია, თუ რუსული საფრთხე დღევანდელი რეალობაა, რატომ უნდა განალაგონ ბატალიონები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში მხოლოდ მომავალ წელს?

ამ კითხვიდან გამომდინარე კი პირიქით _ სრულიად გასაგებია თინა ხიდაშელის მიერ ტელეკომპანიაპირველისეთერში ნათქვამი, რომ ვარშავის შემდეგ ნატო საქართველოს უახლეს თავდაცვით იარაღს მიაწვდის, მხოლოდ როდინობის კვირის შვიდშაბათს რომ მოხდება!

1 COMMENT

  1. რა კარგად აყალიბებთ სათქმელს! რამდენი ადამიანის თავში გაფანტავს ბურუსს თქვენი სტატია!

  2. გაიყიდეთ დოლარებზე, გაიყიდეთ! და თქვენ თუ გგონიათ ქართველების სისხლში
    ამოთხვრილი ფულით იხეირებთ, ძალიან სცდებით.

  3. მხოლოდ აშშ-ს დოლარებზე სულგაყიდული პოლიტიკოსები, რომლებიც ხელში შეჰყურებენ ამერიკულ სახრავ ძვალს, და გულში ატარებენ პედარასტულირ სულისკვეთებას, თანახმანი არიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესები გაყიდონ. როგორ მომივიდოდა თავში რომ \\\”სოფლუშკა ჩაფიძე\\\”, რომელიც ივანიშვილმა გაადეპუტატა და გაათხოვა , ერთსქესიანების ქორწინებას დაუჭერდა მხარს? გადავირანოთ 8 ოქტომბრის არჩევნები 7 ნოემბერს, ხალხის დარბევის დღეს და ვნახოთ ვინ აძლევს ხმას \\\”ნაცფაშისტებს\\\”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here