Home რუბრიკები პოლიტიკა გაიძურწნენ

გაიძურწნენ

688

12 ივლისს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე, რესპუბლიკური პარტიის 2 წარმომადგენელმა _ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა _ პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კი თვითონ რესპუბლიკური პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდა.

რესპუბლიკური პარტია დაარსების დღიდანვე ახერხებდა, ოპოზიციური სეგმენტის დაკავებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ასე იყო ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, შემდეგ _ შევარდნაძის ზეობის ხანაში, სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში… არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესპუბლიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შემქმნელი ერთ-ერთი სუბიექტია და დიდი წვლილი მიუძღვის 2003 წლის “ვარდების რევოლუციაში”, რომლის შედეგადაც სააკაშვილის რეჟიმი 9 წლის განმავლობაში კლავდა-არბევდა საქართველოს მოსახლეობას და ზნეობრივად და მატერიალურად აპარტახებდა ქვეყანას.

2012 წელს რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს დაუახლოვდნენ და მილიარდერმაც, ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის საძულველი რესპუბლიკელები, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავდნენ, რადგან მათი რეიტინგი მხოლოდ 2-3% იყო, კოალიციაქართულ ოცნებაშიშეიყვანა და ამით გზა გაუხსნა სახელისუფლებო ეშელონებისკენ. უფრო მეტიც _ რესპუბლიკური პარტიის წევრები ასეთი რაოდენობით, როგორც ამჟამად არიან, ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან:

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა (ჯერაც), მისი მეუღლე თინა ხიდაშელი, აშშ-ის ყოფილი ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის ბიძინა ივანიშვილთან “ყავის დასალევად” სტუმრობის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის სავარძელში ჩაასკუპეს.

პაატა ზაქარეიშვილი _ ეს გაურკვევლად მოლაპარაკე კაცი, რაღაც მანქანებით სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო ამა წლის 12 ივლისამდე.

გიგლა აგულაშვილი _ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრია, რომელმაც თანამდებობის შესანარჩუნებლად, უარი თქვა რესპუბლიკური პარტიის წევრობაზე და “ქართული ოცნების” ნავში გადახტა.

ირინე იმერლიშვილი _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

ნინო გვენეტაძე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

პარლამენტში კი რესპუბლიკელებს 10-კაციანი ფრაქცია აქვთ შექმნილი (პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად):

დავით (ფრაქციის თავმჯდომარე) და ლევან ბერძენიშვილები, თამარ კორძაია, ნოდარ ებანოიძე, თეიმურაზ ნერგაძე, ფრიონ საყვარელიძე, მალხაზ წერეთელი, თამარ ხიდაშელი (რომელიც არჩევნების ფალსიფიკაციით გაიყვანა დეპუტატად თინა ხიდაშელმა), ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი.

ამათ გარდა, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რესპუბლიკელია სამთავრობო სტრუქტურებში შეყუჟული და იქიდან ებრძვის ქართულ სახელმწიფოს ისევე, როგორც ძმები ბერძენიშვილები _ დიდ ქართველ მწერლებსა და ყოველივე ქართულს?

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობა ამერიკული გრანტებით ნაკვები .. არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი წევრები არიან, ზოგი _ სოროსის ფონდის, ზოგი _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის. რესპუბლიკური პარტიის წევრები _ ესენი არიანნაცმოძრაობისსატელიტები, კრავის ქურქში გახვეული აშშის ინტერესების გამტარებელი მსტოვრები, რომლებიც ებრძვიან ყოველივე ქართულს, მართლმადიდებლობას, ყველაფერს, რამაც აქამდე მოიყვანა ქართველი ერი.

რად ღირს თუნდაც ე.წ. თავდაცვის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის, თინა ხიდაშელის განცხადება, ჩემს შვილს ვერ მოვთხოვ, სამშობლოს დასაცავად ჯარში წავიდესო. ეს ის ქალბატონია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის სავარძელში ამერიკელთა ძალისხმევით მოკალათდა და საქართველოს საქაჯეთს უწოდებს.

ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ კი, მას შემდეგ, რაც ჯონ ქერი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაემუქრა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებით, ოკეანისგაღმელ პატრონს კვერი დაუკრა, _ “ეს ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია”-ო.

მოკლედ, რესპუბლიკელები ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლში წამყვან თანამდებობაზე იყვნენ (ნაწილი ახლაც არის), ქვეყანას, ფაქტობრივად, ისინი მართავდნენ და არა _ “ქართული ოცნება”.

და ეს, როცა ამომრჩეველს ხმა არასოდეს მიუცია რესპუბლიკელებისთვის, და მათი რეიტინგი 2-3%- არასოდეს ასცდენია, რადგან ყოველთვის მიუღებელნი იყვნენ ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის.

ახლა კი, ამ ეტაპზე, ამერიკელების დავალებები (რუსეთის გამაღიზიანებელი ნაბიჯების გადადგმა: ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა საქართველოში, ბიოლაბორატორიის ამუშავება, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე ლაპარაკი, ორიოდე ამერიკული ტანკის _ “აბრამსის” შემოყვანა, ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება, ლგბტ-თემის მხარდაჭერა) პირნათლად რომ შეასრულეს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, თანამდებობებიდან გაიძურწნენ. თუმცა, ამერიკელთა დახმარებით კვლავ აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა მეტი შემართებით განაგრძონ ქართული სახელმწიფოს ნგრევა.

სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა, არამედ ყველა რესპუბლიკელმა უნდა დატოვოს სახელისუფლებო სტრუქტურები განურჩევლად თანამდებობისა _ ყოფილი რესპუბლიკელი ხომ, როგორც ასეთი, არ არსებობს?!

ქართველმა ხალხმა კი მომავალ არჩევნებში საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს რესპუბლიკურ პარტიას და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლოს.

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშში ვიზიტის შემდეგ დატოვებს. “თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი შეუშლის ხელს. მათ შორის ერთერთი არის რამდენიმე დღის წინათ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშში დაგეგმილი ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ ახლა ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, შუაში მივატოვო პროცესი, რომლის წარმატებისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი.” _ განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც ჩანს, ხიდაშელი მაინც ვერ ელევა თანამდებობას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ამერიკელებისგან აშშ-ის ინტერესების გასატარებელ და საქართველოს საზიანო საბოლოო ინსტრუქციას არ მიიღებს.

1 COMMENT

  1. ძირს ნაძირალა \\\”ნაცმოძრაობა\\\” და მისი სატელიტი \\\”რესპუბლიკელები\\\” და უტვინო მომღერალი \\\”ნაცბურჭულაძე\\\”.

  2. ყველგან სადაც კი შევიდა აშშ, ნგრევა, სიღარიბე და უბედურება მოიტანა. ჩვენ \\\”ნაცფაშისტების\\\” 9 წლისთავზე ნათლად ვნახეთ რა სიკვდილი და რა წარღვნა მოაქვს მათ დემოკრატიას. ეს დემოკრატია სრაკაშვილის, მერაბიშვილის და ბოკერიას ცინგლიან ცოლებზე ყოფილა მორგებული, ხო, კიდევ უსუფაშვილ-ხიდაშელებზე. მტკიცე უარი ნაძირალებს.არც ერთი ხმა გამყიდველებს.

  3. 2% სამშობლო ფეხზე მკიდია.მილიონერების,გამყიდველების კასტა.
    18% მათი მონა და ხარკის ამკრეფი.საბიუჯეტო ორგანიზაციები.რომლებიც დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლ წოვენ ქართველ ხალხს. 80%დამშეული.გამოთაყვანებული.უმუშევარი,უფულო.უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ ყველაფერო ოცნებაც რომ შეაზიზღეს ხალხს. 2+18+80=100გავყოთ 2+18=20 ეს არის მეხუთე კოლონა.საარჩევნო ნომერ 5.დანარჩენი თქვენ იფიქრეთ და დასკვნა გამოიტანეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here