Home რუბრიკები ბლოგი „თუ აპოკალიფსი მაინც დადგება, რუსები და ქართველები ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ,...

„თუ აპოკალიფსი მაინც დადგება, რუსები და ქართველები ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, მეორეს – ობამა, იუნკერი და ქერი!“- ალექსანდრე დუგინი

1014

 

ალექსანდრე დუგინი: „პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ერები რჩება. ქრისტეს ეკლესიაც იდგება დღეთა დასასრულამდე და თუ აპოკალიფსი მაინც დადგება, რუსები და ქართველები ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, მეორესობამა, იუნკერი და ქერი!“


რუსი საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე დუგინი, არის მეოთხე პოლიტიკური თეორიის ავტორი, რომელიც პოლიტიკის განვითარების გზაზე მეოთხე საფეხურს უნდა წარმოადგენდეს- ლიბერალიზმის, სოციალიზმისა და ფაშიზმის შემდეგ.

დუგინის პოლიტიკური მოღვაწეობა ერთიანი ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნისკენაა მიმართული, რაც, დუგინის აზრით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციით მიიღწევა.

მიმაჩნია, რომ მკითხველისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება  მისი აზრების მიმართულების გახმოვანება და მინდა შემოგთავაზოთ პროგრამა «Директива Дугина»-ს ვიდეოჩანაწერი. ხოლო   მათთვის, ვისაც ნაკლებად ესმის რუსული ენა, აქვე, ქვემოთ, გადაცემის  მოკლე თარგმანს შემოგთავაზებთ. გადაცემაში, ალექსანდრე დუგინი საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთის მოკავშირეები არ არიან ქართველ პოლიტიკოსებში, თუმცა მაინც არსებობენ:

ამერიკელები პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოცოცხლდნენ, ასე, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს საქართველოს სტუმრობს, ხვალ ის კიევში მიემგზავრება, ამავდროულად, ობამა ვარშავაში მიისწრაფის- რუსეთის იმპერიას პერიმეტრზე წრეს არტყამენ.

რატომ იჩენენ  ამერიკელები ასეთ აქტიურობას ჩვენი პირდაპირი სტრატეგიული ინტერესების ზონაში? მიზეზი რამდენიმეა. ბრექსიტის შემდეგ, ატლანტისტების  დასუსტება აშკარად სახეზეა- აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად ინგლისელებმა დატოვეს  ევროკავშირი, რითაც ანგლოსაქსების გავლენა ევროპაზე მნიშვნელოვნად დაასუსტეს. რაც კონტინენტალური ევროპული ძალების გავლენას აძლიერებს, და რაც მთავარია, კვლავ ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც ალტერნატიული პოლუსის, მნიშვნელობას- ეს ყველასათვის ნათელი ხდება.

ამის გამო  ამერიკელები შეშფოთდნენ და წამოიწყეს საკუთარი ანტირუსი ვასალების (მარიონეტების) რევიზია-რათა ქარიზმატულმა,  სუვერენულმა რუსეთმა, ისინი უცაბედათ, არ მოხიბლოს  თავისი შარმით,  სიძლიერით თუ მსოფლიო პროცესებზე თავისი გავლენით.

 მით უმეტეს,  ჟან კლოდ იუნკერის განცხადებები იმის შესახებ, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციები უკიდურესად  იმედგაცრუებულნი არიან ბრექსიტით, გვარწმუნებენ შემდეგში: ევროკავშირი, თავისი ტოლერანტულობით ფსიქიური გადახრების მქონე ადამიანების, თუ ზოგადად გახრწნილობის სხვადასხვა ფორმის მიმართ, რაციონალურობის უკანასკნელ ნარჩენებსაც კარგავს და ადამიანების დიდ ნაწილს უკვე აშკარად აშინებს.

ქერის ვიზიტი საქართველოში სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა:  ამერიკელებს ეშინიათ იმის, რომ მათი უკანასკნელი მოკავშირეები არ დაფრთხნენ ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო, იმის შემდგომ რაც გაიგებენ თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში  „გაუგებრობა“- რასაც ლიბერალური ევროპა ქვია სახელად! შესაბამისად, ქერიმ გადაწყვიტა ჩამოსულიყო და დაემშვიდებინა ქართველები.

ჩვენ, რუსებს, გვიჭირს ქართველებზე საუბარი. ერთის მხრივ, ამ ულამაზეს  მართლმადიდებელ ერთან ჩვენ ათასობით უხილავი თუ ხილული ძაფი გვაკავშირებს, ესაა: რელიგიური, კულტურული, ისტორიული კავშირები. რუსი პოეტები, უკვე  ვერხლის ხანიდან მოყოლებული სწავლობდნენ ქართულ ენას, იმისათვის რომ პირველწყაროში გაცნობოდნენ ქართული ხელოვნებისა თუ მწერლობის  დიდ ნიმუშებს. ჩვენ, რუსებს, გვიყვარს საქართველო და ამდენად, არ შეიძლება გული არ დაგვწყვიტოს, ქერის მსგავსი, პროვოკატორი  პერსონაჟების ვიზიტებმა ამ ღვთისაგან დალოცვილ მიწაზე, რომელთა მიზანიცაა ნავთის დასხმა ქართულ-რუსულ უთანხმოებებზე. მით უმეტეს, რომ სულ ახლახანს, ქართულმა და რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა  კრიტის ტაძარში გამგზავრებასთან დაკავშირებით, რაც მართლმადიდებელთა ერთობას დიდ და გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნიდა, ინტერესების სრული თანხვედრა გამოამჟღავნეს. და არა მარტო ეს, პრინციპში, რომ ვთქვათ, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ მიდის. ჩვენი ერების წარსულისა და ბედის, სიღრმისეული ნათესაური ძაფები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რთული გეოპოლიტიკური კოლიზიები, რომლების დიდი ნაწილიც სწორედ დასავლეთის სინდისზეა. ამიტომ, თავად ქართველებისთვის იქნებოდა უკეთესი  ქერი საერთოდ არ შეეშვათ ქვეყანაში, ანაც, მინიმუმ,  მისთვის ცივი მიღება მოეწყოთ.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, საქართველო კვლავ აშშ-ის გავლენის ქვეშ იმყოფება და ჯიუტად ცდილობს, რომ  ოდესღაც მომავალში, შიზოფრენიკ ჟან- კლოდ იუნკერთან ერთ სამართლებრივ და კულტურულ სივრცეში აღმოჩნდეს. ეს ძალიან საშიში ილუზიაა და შესაძლოა საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდეს. აშკარაა, რომ ქერი, საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის მიმართ აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს და იგივეს მოიმოქმედებს უკრაინაშიც.

პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში,  შემოდგომის არჩევნებისთვის,  ყველა პროამერიკული ძალის მობილიზება მოხდება. ამერიკელი სტრატეგები ამ დროს  საუკეთესოდ მიიჩნევენ რუსეთისთვის დარტყმების სერიების მისაყენებლად და ამისათვის    პოსტსაბჭოთა სივრცე   მნიშვნელოვან პლაცდარმად გამოადგებათ.

რათქმაუნდა, დღევანდელ საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსეთს  ცოტა ჰყავს ნამდვილი მეგობარი და მოკავშირე, მაგრამ ამის მიუხედავად ეს მოკავშირე მაინც არსებობს

ეს, თავად ქართველი ერია, მისი სიღრმისეული იდენტურობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სათავეში წმინდა ადამიანითპატრიარქ ილია მეორეთი,  და სწორედ მასთან – ქართველ ერთანუნდა დავდოთ ჩვენ, რუსებმა ისტორიული პაქტი.

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ერები რჩება. ქრისტეს ეკლესიაც იდგება დღეთა დასასრულამდე და თუ აპოკალიფსი მაინც დადგება, რუსები და ქართველები ბარიკადების ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, მეორეს – ობამა, იუნკერი და ქერი!

იხილეთ  პროგრამა «Директива Дугина»-ს  ვიდეოჩანაწერი:

https://www.youtube.com/watch?v=3LVAIX37szM

მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

6 COMMENTS

  1. სრული სიმართლეა, მაგრამ ხალხს არავინ არაფერს არ გვეკითხება, ჩვენ ვის ვირჩევთ, ვინ გვირჩევნია, თურქების ეკონომია დაეცა რუსეთის გარეშე, ჩვენ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს ყველა სულს მოითქვამდა. აღარ გაგვიჭირდებოდა პროდუქტის გაყიდვა, გლეხი წვალობს, მოიყვანს და მერე ვეღარ ყიდის.

  2. სრულიად ვეთანხმები დუგინს.ამერიკის წყალობით მოღალატე მთავრობები მოდიან საქართველოში და მათი კარნახით მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევიან ქვეყნის დასაღუპავად.ძირს ამერიკა.მაგენმა დაღუპეს მთელი მსოფლიო

  3. მაქსიმალური მობილიზება არჩევნებზე, არცერთი ხმა ლიბერასტებს: ნაცებს, ქოცებს ალასანიებს, რესპებს და ა.შ. ერთსულოვან ხალხს ვერავინ ვერ აჯობებს.

  4. ბატონი დუგინი ამ წერილშიც დიდ შეცდომებს უშვებს, როცა, საქართველოს რუსული იმპერიის პერიმეტრის ფარგლებში მოიხსენიებს. სწორედ ეს იმპერიული ზრახვები რუსეთისა გვაშორებს ჩვენ ერთმანეთისაგან, არა და ურთიერთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ქართველი ერი ნამდვილად არ იტყოდა უარს. ამიტომ ურჩევდი დუგინს, თუ ისტორიული პაქტის დადება უნდათ, პაქტი უნდა იყოს ურთიერთ მეგობრული და კეთილ მეზობლური, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება და ეს პროცესი უნდა დაიწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით. საქართველო ისტორიულად ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის და დამოუკიდებლობის წყურვილი ქართველ ერს გენში აქვს გამჯდარი, რომელიც ყოველი განსაცდელის დროს იღვიძებს და ამან განაპირობა ერის სიცოცხლის უნარიანობა, ხოლო იმპერიები ისტორიულად ერთმანეთის მიყოლებით დროთა განმავლობაში კვდებიან და კვდებიან, რასაც არ ითვალისწინებენ თანამედროვე იმპერიები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here