Home რუბრიკები საზოგადოება “როგორც ყველა მხდალი, სააკაშვილი მოლაშვილის მსგავს ძლიერებს არ მიუტევებდა”

“როგორც ყველა მხდალი, სააკაშვილი მოლაშვილის მსგავს ძლიერებს არ მიუტევებდა”

518

პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

„სულხან მოლაშვილი იყო ერთ-ერთი წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ვიცნობდი 1990-იანი წლებიდან, როდესაც პარლამენტარი ვიყავი. ის იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე… ის განიხილებოდა შეიძლება, პრეზიდენტის მემკვიდრედაც კი… ალბათ, ესეც იყო გაღიზიანების მიზეზი იმ მტრობისა, რომელიც სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ გადაიზარდა სულხან მოლაშვილის დევნაში.

 როგორც ყველა მხდალი კაცი, სააკაშვილი არ მიუტევებდა თავისზე ძლიერებს და, ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი, ისევე როგორც მხდალი ადამიანები, სულხან მოლაშვილის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით  გამოირჩეოდა და მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფებოდა ეს მთასავით კაცი.” _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და დასძინა,რომ ასეთი სისასტიკის არქიტექტორები ხელისუფლებას აუცილებლად უნდა დაესაჯა.

  კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი პარიზში 29 ივნისს გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here