Home რუბრიკები საზოგადოება სოსო რობაქიძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც “ნაციონალებს” მხარს დაუჭერს, პოლიტიკურად გაკოტრდება

სოსო რობაქიძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც “ნაციონალებს” მხარს დაუჭერს, პოლიტიკურად გაკოტრდება

488

28 ივნისს სააკაშვილის მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიამ “მამალი ნაცი” გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ამით ევროპალრამენტის “ლომებმა” კიდევ ერთხელ დაუქნიეს თითი “ქოცების” ხელისუფლებას: ღმერთი არ გაგიწყრეთ, ჩვენს ხელისბიჭებს არ შეეხოთ, თორემ ძალაუფლებას ცხვირში ძმრად ამოგადენთ, დიდსაც და პატარასაც შავ დღეს დაგაყრითო. 

ეგ იყო დასანაცეთიცაყაყანდა: ხელისუფლება კი გვდევნის, მაგრამ აგერ დასავლეთი ქართული დემოკრატიის პერსპექტივას მხოლოდ ჩვენში და ჩვენსავით მოაზროვნე პოლიტიკურ სუბიექტებში ხედავსო. მოგვიანებით ამ საყოველთაონაცსექტანტურთუხთუხს პრეზიდენტი (თუ პრეზიდენტად წოდებული) მარგველაშვილიც შეუერთდა და ხოტბა შეასხა, როგორც წერეთელს, ისე მის წარმდგენ ევროპის სახალხო პარტიასაც. მეტიც, მან არა მხოლოდ მხარი დაუჭირანაციონალკანდიდატს, მის მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურა, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციებისადმი გაგზავნილ წერილში კი ასე შეაფასა: “ის ერთერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული.” იმავე წერილში მარგველაშვილმა წერეთლის წარდგენის გამო მადლობა გადაუხადა ევროპის სახალხო პარტიას და სხვა დელეგაციებსაც მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა…  როგორ აისახება ეს განცხადება პრეზიდენტის იმიჯზე, მის რეიტინგსა და პოლიტიკურ პერსპექტივაზე, როგორ იმოქმედებს იგი საზოგადოების განწყობაზე და საზოგადოდ, ადეკვატური თუა მსგავსი განცხადება იმ ფონზე, როცა ხელისუფლების შეცვლიდან ოთხი წლის თავზე ხალხი კვლავაც უშედეგოდ ელოდება სამართლიანობის აღდგენას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ 2004 წლის 23 ნოემბერს ქუჩაში დახვრეტილი 19 წლის ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე.

_ ბატონო სოსო, რა აზრის ხართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად ნაციონალი გიგი წერეთლის წარდგენასა და ამ საკითხის მიმართ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციაზე? მარგველაშვილმა წერეთელსკონსენსუსზე ორიენტირებული, გამოცდილი პოლიტიკოსიუწოდა.

_ გიგი წერეთელი არის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ჯალათი, ის ერთ-ერთი მონაწილეა იმ შავი საქმეებისა, რომლებიც სააკაშვილმა, თავის გარემოცვასთან ერთად, გააკეთა ცხრა წლის განმავლობაში. ეს არის დამნაშავე პარტია და, თუ ვინმე მას მხარს დაუჭერს, გინდ პრეზიდენტი იყოს, გინდ _ პრემიერმინისტრი ან ვინმე სხვა, ამით ის ხელს მოაწერს ძალიან მძიმე პოლიტიკურ განაჩენს. ეს იქნება სერიოზული დარტყმა მის რეპუტაციაზე, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ყველა ჩათვლის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს გადახრები აქვს “ნაციონალური მოძრაობისკენ”.

_ ფიქრობთ, რომ დღეს რომელიმე სახელისუფლო სუბიექტს აქვს მსგავსი გადახრები?

_ ეს ძალიან მალე გამოჩნდება და, მერწმუნეთ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც “ნაციონალებს” მხარს დაუჭერს, პოლიტიკურად გაკოტრდება. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დგომა, რომელ პარტიაზე ან ცალკეულ სუბიექტზე უნდა იყოს საუბარი, ყველას ისეთივე პოლიტიკურ გვამად გადააქცევს, როგორიც თვითონ “ნაცმოძრაობაა.” კიდევ ვიმეორებ, აქ ცხრა წელი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, ქუჩაში დახვრიტეს 125 ადამიანი, ციხეში _ 720, გააუპატიურეს ათასობით პატიმარი და დღეს, თუ კიდევ ვინმე მხარს უჭერს ამ კაცისმკვლელების მოხვედრას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ეს არის ქვეყნის ღალატი. ამ ღალატს ხალხი არავის აპატიებს და ვინც უნდა იყოს, გინდ პრეზიდენტი, გინდ პრემიერი ან რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი, ძალიან ძვირად დაუჯდება მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

_ ამას წინათ მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დანიშნა. ამასთანავე, ხშირად ხვდებანაცმოძრაობისწარმომადგენლებს, მათ შორის, სიყრმის მეგობარ გიგა ბოკერიას და სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს მთავრობას. ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტს გარკვეული სიმპათია აქვს სააკაშვილის გუნდის მიმართ?

_ გიგა ბოკერია იყო “ნაცმოძრაობის” რუხი კარდინალი, რომელსაც კარგად ვიცით, ციხეში რა ბუნტიც აქვს მოწყობილი. საერთოდ, თუკი რამე სიბინძურე კეთდებოდა ქვეყანაში, ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სხვა “ნაციონალ” მაღალჩინოსნებთან ერთად, ბოკერიაც იყო თავიდათავი.

კიდევ ვიმეორებ: ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და მათთან ლაპარაკი არ შეიძლება. ამათ უნდა ელაპარაკო, როგორც საშიშ დამნაშავეს… ვისაც ეს არ ესმის, ან სრულ ჭკუაზე ვერ არის, ან მაგათზე საშიში დამნაშავეა თვითონ. საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს გაუქმებული და ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ იქნება სოლიდარული, ის ქვეყნის მოღალატეა.

_ “ნაცმოძრაობასთუ ავკრძალავთ, დასავლეთმა შეიძლება, დემოკრატია გაგვიკრიტიკოს.

_ დემოკრატია ფასობს ზუსტად იმით, რომ დამნაშავეებს სჯიან. ამათმა კი დამნაშავეებს თავზე ხელი გადაუსვეს…

_ მცირე ხნის წინათ სააკაშვილმა განაცხადა, ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი რამ გადავაფასეთ და წარსულში დაშვებულ შეცდომებს მომავალში აღარ გავიმეორებთო. გჯერათ, რომნაცმოძრაობაშეიძლება ძირეულად შეიცვალოს?

_ ეს ჩემთვის ღიმილის მომგვრელია, როგორ შეიძლება სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და მსგავსი პირსისხლიანი ჯალათები შეიცვალონ?! ან როგორ შეიძლება, ბოკერია შეიცვალოს?! ერთი სული აქვთ, როდის მოვლენ ხელისუფლებაში და როდის დასჯიან იმ ხალხს, რომელმაც მათ წინააღმდეგ ხმა ამოიღო. ესენი არიან გამოუსწორებელი მანიაკები და თუ შანსი მიეცემათ, უარესს გააკეთებენ. პირდაპირ გეტყვით, თუნაციონალური მოძრაობაგავიდა ამ არჩევნებში მეორე ადგილზე და გახდა მთავარი ოპოზიციონერი, ქვეყანა 2020 წლამდე აჯანყების გარეშე ვერ მივა. ეს გარდაუვალი იქნება იმიტომ, რომ საზოგადოება უკვე ვეღარ მოითმენს ამდენ შეურაცხყოფას; თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, დაისჯებიან ისინი, ვინც მათ ხელს დააფარებს.

_ ბიძინა ივანიშვილი პირადად დაგპირდათ იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებდა. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, როგორ ფიქრობთ, რამ შეაფერხა მართლმსაჯულება?

_ ამ საკითხზე ივანიშვილს შეკითხვა დაუსვა ერთმა ჟურნალისტმა და მან თქვა, რომ მართლმსაჯულება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილი, ადეიშვილი გაქცეულები არიან. მან, აგრეთვე, ისაუბრა მერაბიშვილზე, ახალაიაზე და აღნიშნა, რომ მათ უკვე აგეს პასუხი. ანუ, ეს მოიყვანა არგუმენტად, რომ სამართლიანობის აღდგენა ხორციელდება, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეშია, სამართლიანობის ხარისხი არის ნული. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის დონის კრიმინალები, რომლებსაც ათასობით ადამიანი ჰყავს გაუბედურებული და მათგან ერთ-ერთი პირდაპირ გაიძახოდა, ორი გვამი მჭირდებაო, ვაშლის გათლასა და რაღაც მსგავს სისულელეებზე არ უნდა იყოს გასამართლებული.

აქვე მინდა შეკითხვა დავუსვა ყველას, ვისაც აქვს ილუზია, რომ სამართლიანობა აღდგა _ სად არის დავით ცინდელიანი, რომელიც მამას ჩამოაყვანინეს მოტყუებით ქუთაისში და გაქრა? დღეს არც ის ვიცით, სადაა ეს კაცი და არც ის _ მკვდარია თუ ცოცხალი. რატომ არ იძიებენ ამ საქმეს?!

_ რაც შეეხებანაცმოძრაობისპერსპექტივას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილი თანაგუნდელებს შეხვდა უკრაინაში და შეხვედრის დასასრულს განაცხადა, შემდეგი ყრილობა დიდგორის ველზე უნდა გავმართოთო

_ დიდგორის ველზე თავის დროზე ვინ შეკრიბა ქართველობა, როგორ უსარდლა და რა შედეგით დასრულდა ყველაფერი, ისტორიიდან ვიცით, მაგრამ სააკაშვილის შედარება იმ ფენომენთან მხოლოდ სააკაშვილისნაირ ავადმყოფს და რეალობას მოწყვეტილ ადამიანს შეუძლია. რა უნდა ვთქვა ამაზე. პასუხის გაცემაც არ ღირს. რა უნდა დიდგორში, რომ მიდის, ვის მოაწონებს ამით თავს, მისი მოკლე ჭკუით?…

_ ალბათ, თავის ელექტორატს.

_ მესმის, რომ სააკაშვილს ძალაუფლების რაღაც მანიაკური მოთხოვნილება აქვს და ვერ ეგუება პოლიტიკურ კრახს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. “ნაციონალური მოძრაობა” დამთავრებულია, მკვდარია და მკვდარს კიდევ პოლიტიკაშიც ვერავინ გააცოცხლებს. ირბინოს ახლა რამდენიც უნდა, რაც უფრო გაეჩხირება თვალში საზოგადოებას, მით მეტად შეიძულებენ, მით მეტად დაეცემა მისი და მისი დანაშაულებრივი ორგანიზაციის რეიტინგი, რადგან ხალხს კარგად ახსოვს, რა უბედურებებიც დაატრიალეს ცხრა წლის განმავლობაში. ან როგორ შეიძლება დახვრეტილი ბიჭების, გაუპატიურებულ-განადგურებული მოქალაქეების დავიწყება? ეს სამარცხვინო ლაქა მათ გაჰყვებათ სიცოცხლის ბოლომდე…

_ საინტერესოა, მარგველაშვილისთვის თუ იქნება სამარცხვინო ლაქა გიგი წერეთლის მხარდაჭერა და ხოტბა იმ დროს, როცანაცმოძრაობისნაწამები სულხან მოლაშვილი მიწას მიაბარეს?

_ როგორც გითხარით, ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური განაჩენი. ხვალ და ზეგ მარგველაშვილს ეს ამბავი წინ დახვდება ისევე, როგორც მურუსიძის ამბავი დახვდა. გიგი წერეთელი არის, ბოდიში და, გათახსირებული, ლაქია კაცი, რომელსაც არავინ და არაფერი სწამს ქვეყანაზე _ არც ღმერთი, არც სამშობლო და, მგონი, არც შვილი და ოჯახი უყვარს

_ დასასრულ _ ისევ სამართლიანობის აღდგენაზე გკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ოთხი წლის თავზე ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე არ არის მისული, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ აქვს რწმენა, რომ ადრე თუ გვიან მართლმსაჯულება თავის სიტყვას იტყვის. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა დრო აქვს ხელისუფლებას, ანუ, რა პერიოდის შემდეგ უნდა ჩაიქნიოს ხელი თუნდაც საზოგადოების ამ უმცირესმა ნაწილმაც და ჩათვალოს, რომქართულ ოცნებასსამართლიანობის აღდგენის უნარი არ შესწევს?

_ ჩემი აზრით, ამისათვის ერთი წელი აქვს ხელისუფლებას. ამ ერთ წელიწადში რამე მნიშვნელოვანი ძვრები თუ არ მოხდა ამ მიმართულებით, დაიწყება მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ეს გარდაუვალია. ასე რომ, სამართლიანობა თუ აღდგება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა ხალხი, რომელმაც “ნაცმოძრაობას” საკუთარი სისხლისა და სიკვდილ-სიცოცხლის რისკის ფასად უთხრა უარი, უარს ეტყვის “ქართულ ოცნებასაც.” მორჩა, ეს იქნება მათი დასასრული. ამას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here