Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

522

რადიკალური სოდომიზმი შეტევაზე გადმოდის

კანადის უნივერსიტეტებში ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიას ნერგავენ

2016 წლის 1 სექტემბრიდან კანადის უმაღლესი სასწავლებლებიჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიითიმუშავებენ. ყველა თანამშრომელს, რომლებისთვისაც მიუღებელი იქნება ერთნაირსქესიანთა იდეოლოგია, დაითხოვენ.

ამა წლის 24 მაისს ამერიკულმა და კანადურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კანადის უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლებლებში დიქტატორული მეთოდით ცდილობენ ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის გავრცელებას. სასწავლებლების ყველა მასწავლებელი თუ რიგითი თანამშრომელი ვალდებულია, ჩააბაროს გამოცდა (ტესტი) გენდერული თეორიის საფუძვლების შესახებ და შემდეგ ეს ცოდნა გადასცეს სტუდენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასწავლებლიდან დათხოვნა ემუქრება.

კანადაში სტარტი აიღო პროგრამაგადამზადებამ”, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებას ითვალისწინებს ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის საკითხებში. ამ პროექტის ავტორებმა განაცხადეს, რომ ყველას, ვინც ნებისმიერი მიზეზით არ შეისწავლის ჰომოსექსუალიზმის ანაბანას ლექციებზე, სემინარებსა და კოლოკვიუმებზე, დაითხოვენ.

კანადურ პროექტს ეწოდება “ახალი ინკლუზია”. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტმა (ვანკუვერი, კანადა) უკვე მიიღო დაფინანსება ჰომოსექსუალების კოჰორტისგან და იძულებულია, “ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგია” სახელწოდებით “ახალი ინკლუზია” სასწავლებლის სასწავლო გეგმებსა და პროგრამებში შეიტანოს.

ჰომოსექსუალისტები, პირველ რიგში, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგიური ფაკულტეტების პედაგოგების გადამზადებას გეგმავენ. კანადის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების “ვექტორის შეცვლის” იდეოლოგები არიან არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა ჯგუფები, რომლებმაც გულუხვად დააფინანსეს “ორიენტაციის ცვლილება კანადის უმაღლეს სასწავლებლებში”.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ პედაგოგებისგადამზადებისპროგრამა ითვალისწინებს ისეთი საკითხების შესწავლასაც კი, როგორიც არისჰომოსექსუალებისთვის განკუთვნილი ტუალეტების გამოყენება”. უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა განცხადებით, “ინკლუზიაკლიმატს შეცვლის ამ სასწავლებელში, აგრეთვე, სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადების პოლიტიკას კანადაში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაახალი ინკლუზიისგავრცელებას და ამით არა მხოლოდსასწავლო გეგმების”, არამედთანამდებობრივი ინსტრუქციებისადასაგანმანათლებლო კომპეტენციისორიენტაციის შეცვლას აპირებს კანადის ყველა უნივერსიტეტში.

ამასთანავე, “ორიენტაციის შეცვლა” უალტერნატივოდ გავრცელდება კანადელი საზოგადოების სასწავლო და სამეცნიერო წრეებზე. და ეს უზრუნველყოფს კანადის საგანმანათლებლო და კულტურული სივრცის წარმომადგენელთა ტოტალურ ჰომოსექსუალიზაციას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს “ჰომოსექსუალიზმის გამარჯვებას” კონტინენტზე. ფაქტობრივად, წესდება თავისებური კონტროლი უმაღლესი სასწავლებლების თითოეული პედაგოგისა და თანამშრომლის ცნობიერებაზე. პროექტის ავტორებმა უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ “დარწმუნების” კონტროლი განხორციელდება კანადის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომელთა გადამზადების სპეციალურ კურსებზე.

პედაგოგებმა და სტუდენტების მშობლებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება კონტროლის ე.წ. ალტერნატიული მეთოდების შემოღების გამო, რადგან გამორიცხული არ არის, რომ კანადელი პროფესორ-მასწავლებლებისთვის “იდეოლოგიური მითითებების” შესრულებაზე კონტროლის დაწესების ერთ-ერთი მეთოდი იყოს კოლეგების დასმენა, ვიდეოკამერების დამონტაჟება და სატელეფონო საუბრების მოსმენა.

ტრადიციული ორიენტაციის მქონე კაცობრიობა კი “კანადელი ჰომოსექსუალების ლაშქრობას” კანადისა და მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე აფასებს, როგორც დისკრიმინაციის დიქტატორულ მცდელობას კანადისა და მსოფლიოს ტრადიციულ მოსახლეობაზე.

მილიარდერი ჰომოსექსუალების მიერ გამოყოფილ ფინანსურ ნაკადებს შეუძლია უზრუნველყოს საგანმანათლებლო სივრცის “იდეოლოგიური გარდაქმნა” არა მხოლოდ კანადაში, არამედ მსოფლიოში.

კანადელმა “ნეოდიქტატორებმა” უკვე დაუფარავად განაცხადეს, რომ უმაღლესი სასწავლებლების ტრადიციული ორიენტაციის პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც გაბედავენ და საჯაროდ ან მალულად შეეწინააღმდეგებიან “ორიენტაციის შეცვლას”, უბრალოდ, დაითხოვენ სასწავლებლიდან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/8e54b93a3c.jpg

გერმანიაში სანიტარმა, რომ არ მოეწყინა, 33 პაციენტი მოკლა

გერმანიაში ერთერთი საავადმყოფოს ყოფილი სანიტარი, რომელსაც ორი პაციენტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ ათობით ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს.

გაირკვა, რომ მსჯავრდადებულმა 33 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც მან განაცხადა, მკვლელობები სამუშაო ადგილზე ჩაიდინა მოწყენილობის გამო.

გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანიტარი-მკვლელი ერთდროულად მოქმედებდა გერმანიის ორ ქალაქში _ დალმენჰორსტსა და ოლდენბურგის ახლოს. ბოროტმოქმედმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პაციენტებს ინიექციებს უკეთებდა, შემდეგ კი მათ რეანიმირებას ცდილობდა, რათა კოლეგების შექება დაემსახურებინა. ახალი გარემოებების გამოვლენის გამო გერმანიის ხელისუფლებამ სამართალდამცავებს იმ სამედიცინო დაწესებულების პაციენტების გვამების ექსჰუმაციის უფლება მისცა, რომლებშიც ბრალდებული მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელს აშშ-ში. ონკოლოგმა ფარიდ ფატამ თავისი რამდენიმე პაციენტი ქიმიოთერაპიითა და დასხივების დიდი დოზებით მოკლა. ექიმი-მკვლელი ამას სარგებლის მიღების მიზნით აკეთებდა _ პრეპარატებს მისგან ყიდულობდნენ და ამ ბინძური შემოსავლებით დიდძალი ქონება დააგროვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here