Home რუბრიკები საზოგადოება როგორ იპყრობენ ისლამისტები ევროპას

როგორ იპყრობენ ისლამისტები ევროპას

564

ფრანგულფიგაროვოქსშიგამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომლის თარგმანსაც დღეს გთავაზობთ, ლაპარაკია ევროსაზოგადოებისთვის მაჰმადიანური წესების თავზე მოხვევის ტენდენციის გაძლიერებაზე. ჟერალდინა სმიტი ავტორია წიგნისაჟანპიერ ტემბოს ქუჩა”, რომელშიც იგი მოგვითხრობს, თუ როგორ იკიდებს ფეხს ფრანგული ქალაქის ერთ კვარტალში ისლამის რელიგიური კანონები.

_ ნიცაში ოფიციანტ ქალს სილა გააწნეს იმის გამო, რომ რამადანის დროს ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდა კაფეში მისულ კლიენტებს. ეს იყო ისლამური ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობის ერთი კერძო შემთხვევა, გამონაკლისი თუ ტენდენციის ნიშანი?

_ ჟან-პიერ ტემბოს ქუჩის მაგალითზე შევეცადე, გადმომეცა რადიკალი მუსლიმების მზარდი გავლენა ფრანგების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ისლამის მიერ დადგენილი ნორმები ყოველდღიურად სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ერთი შეხედვით, მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ ატმოსფერო სრულად შეიცვალა. ქალებს ალმაცერად დაუწყეს ცქერა “უხამსი” ტანსაცმლის გამო, მაგალითად, მკლავგაშიშვლებულები თუ გამოდიან ქუჩაში. ახალგაზრდობას დაუსრულებლად მოუწოდებენ, იაროს მეჩეთში, შევიდეს მუსლიმურ ჯგუფებში, განივრცოს რწმენა. ერთ მშვენიერ დღეს ფუნთუშების გამყიდველმა ჯერ კაცებისთვის დაიწყო საქონლის გაყიდვა, შემდეგ _ ქალებისთვის…

_ ამით მამაკაცის ქალზე უფროსობას გაუსვა ხაზი?..

_ წესად დაიდგინა ის, რასაც ისლამი ქადაგებს. ეს ერთი მაგალითი. შემდეგ: გააუქმეს სასკოლო ექსკურსიები, რადგან მუსლიმი მშობლების უმრავლესობას არ სურდა, რომ მათ გოგონებს ბიჭებთან ერთად ემგზავრათ. ასეთმა ცვლილებებმა ყველაზე უფრო დააზარალა რაიონის ხელმოკლე მოსახლეობა, რომელსაც არ ჰქონდა იმის სახსარი, შვილებთან ერთად გამგზავრებულიყვნენ შვებულების დღეებში… უწინ ეს რაიონი უბრალო, მაგრამ კეთილგანწყობილი ხალხით იყო სავსე, ნებისმიერი რწმენის ადამიანები ერთმანეთთან გადაულახავი წინაღობების გარეშე ურთიერთობდნენ. მაგრამ ეს რაიონი თანდათან გადაიქცა ერთადერთი ჯგუფის ბურჯად, რომელმაც საყოველთაო აუცილებლობად დაადგინა დაუწერელი, სამაგიეროდ რეალურად არსებული ფუნდამენტალისტური კანონი.

_ რამადანი განსაკუთრებული პერიოდია?

_ არ ვიცი, ამჟამად რას წარმოადგენს, მაგრამ, როცა ჟან-პიერ ტემბოს ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაშინ მომწონდა. კურონის მეტროსთან, ტროტუარზე, ჩვეულებრივად ასკეტი მუსლიმების მაღაზიების წინ იდგა სტელაჟები, რომლებიც სავსე იყო ნამცხვრებით, ხილით… დღის ბოლოს აქ იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყიდულობდნენ საკვებს, რათა გვიან ღამემდე ეზეიმათ. იგრძნობოდა რაღაც აღგზნება, დაძაბულობა, რომელიც ფიზიკური გაჭირვების გამოცდით იყო გამოწვეული, მაგრამ, ამასთანავე _ სიამაყეც იმის გამო, რომ ადამიანმა გაუძლო გარკვეულ სირთულეებს და უფრო დამკვიდრდა მუსლიმი თემის რიგებში. ამაში ვხედავდი ზომიერი ისლამის სახეს, რომელიც ცდილობდა თვითდამკვიდრებას და არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა სხვისთვის რაიმეს აკრძალვის.

მოგვიანებით, როცა წიგნის წერას შევუდექი, შევიტყვე, რომ სწორედ ამ პერიოდში ყველაზე უფრო თავგადაკლული აქტივისტები ცდილობდნენ, თავიანთი თემის წევრებისთვის თავს მოეხვიათ მაქსიმალისტური მოთხოვნების ერთგულება.

_ ნიცაში მომხდარი ინციდენტის მსგავსი შემთხვევები გვაბნევს _ თითქოს არ გვსურს, დავიჯეროთ, რომ ხდება რაღაც ანტისაზოგადოებრივი. რა არის მიზეზი ასეთი შეგნებული სიბეცის?

_ დაბნეულობა ჩნდება მაშინ, როცა სინამდვილე კარიკატურას ემსგავსება. ჩემი წიგნის პირველ ვარიანტში გადმოცემული მქონდა ერთი სკაბრეზული ისტორია, რომლის ამოღება გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ დამეცვა ქალი, რომელმაც ეს ამბავი მომითხრო.

იმამმა ფუნდამენტალისტმა, ოჯახის მამამ, ლეოპარდის საცვალი აჩუქა თავისი შვილის მასწავლებელ ქალს. ამ ისტორიამ ნათლად დამანახვა, თუ როგორი თვალთმაქცობა შეიძლება იმალებოდეს სათნოების ნიღაბს მიღმა. მაშინ თავი შევიკავე ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ, ეტყობა, ასეთი სინდისიერების გამოჩენამ ჩემ შემთხვევაშიც და საერთოდაც ცუდი სამსახური გაგვიწია ყველას. საფრანგეთში არავინ იტყვის, რომ პედოფილი მღვდლების კრიტიკა კათოლიკური ეკლესიისთვის დაღის დასმაა. გვქეჯნის სინდისი დასავლეთისცივილიზაციური მისიისწარსულის გამო, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, იმავე საზომით მივუდგეთ ყოფილი კოლონიებიდან გამოსულებს. ცდილობენ, ჩვენთან არ ილაპარაკონისლამისტ ტერორისტებზე”, თითქოს ისლამს არავითარი კავშირი არ აქვს ამ ექსტრემისტებთან. ოფიციანტ ქალზე თავდასხმას განიხილავენ, როგორცცალკეულ შემთხვევას”, რადგან თავს არიდებენ ზედმეტ განზოგადებას. მოკლედ, ეშინიათ. შიში საფუძვლიანია, მაგრამ შეიძლება კი ამ შემთხვევაში თვითცენზურის დაწესება?! რას ვუპასუხებდით, მაგალითად, იმ კაცს, რომელიც ამბობდა, რომ კოლონიალიზმი მხოლოდ ცალკეული ადამიანების ბრალი იყო?

_ რა როლს თამაშობს ამ სიტუაციაში 1980-იან წლებში დაწყებული ანტირასისტული მიმდინარეობა?

_ უშუალო და აქტიურ როლს: იცავს თავის “მეგობარ” არაბებსა და შავკანიანებს, მხარს უჭერს ისტორიულად დაჩაგრულ იმიგრანტებსა და მუსლიმებს, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. მათთან ნებისმიერი დაპირისპირება რასიზმად არის მონათლული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1989 წელს აიათოლა ჰომეინიმ საჯაროდ დაწყევლა მწერალი სალმან რუშდი და მისთვის სიცოცხლის მოსწრაფებისკენ მოგვიწოდა, პოზიცია ორად გაიყო. ისლამის შეურაცხყოფით რუშიმ ცხოვრება თვითონ გაირთულაო, მაგრამ “შარლი ებდოზე” ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ამ პოზიციის დაცვა პარიზში გართულდა. და მაინც შეიმჩნევა სხვათა გამამართლებელი და საკუთარი თავის დამადანაშაულებელი ტენდენცია.

_ ჩვენ შემთხვევაში თავს დაესხნენ ქალს. ხომ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ფემინიზმს ეშინია, ღიად შეეხოს ისლამისა და ქალის პრობლემას?

_ ფემინისტებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ეს ჩანს თუნდაც ჰიჯაბისადმი დამოკიდებულებაში. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ აკრძალვა ნიშნავს კულტურული “მოდელის” თავსმოხვევას და თავისუფალი არჩევის შეზღუდვას მათთვის, ვინც რელიგიური რწმენის ერთგულების ნიშნად ატარებს ჰიჯაბს. სხვები კი მიიჩნევენ, რომ, თუ მას (ჰიჯაბს) არ აკრძალავენ, ეს შეიძლება იყოს იმის დემონსტრაცია, რომ ქალები ბრმად ემორჩილებიან მამაკაცთა ნებას. პირადად მე მაღიზიანებს ჰიჯაბიანი ან ჩადრიანი ქალების დანახვა. ამასთანავე, მიჩნდება შეკითხვა, უმჯობესი ხომ არ იქნება, თავი დავანებოთ აკრძალვას და წამებულის გვირგვინით მათ შემკობას? მით უფრო, რომ სასურველი შედეგის საყოველთაოდ მიღება შეუძლებელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველას შეუძლია ჩაიცვას ისე, როგორც სურს, მაგრამ არავითარი “უფლება კულტურული განსხვავებულობისა” არ ნიშნავს, რომ გოგონებს ავუკრძალოთ ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება და სასკოლო ექსკურსიებში მონაწილეობა, შემდეგ კი _ იძულებით გავათხოვოთ.

_ ოფიციანტი ქალი მუსლიმია? ეს ნიშნავს, რომ მუსლიმები თავად არიან ფანატიკოსების პირველი მსხვერპლნი?

_ ერთი რომელიმე კრიტერიუმით იმის განსაზღვრა, ვინ ზარალდება ყველაზე მეტად ისლამისტების შემოტევისგან, ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ მუსლიმები მათი სასურველი მიზანია. წიგნში მე ვყვები ჩემი შვილის ერთ-ერთი თანაკლასელის, ტუნისელი დედის ამბავს. დედამ შვილი კათოლიკურ სკოლაში გაამწესა, რათა ცუდი გარემოცვისგან დაეცვა და ბიჭსაც უკეთესი განათლება მიეღო. ასეც მოხდა, მაგრამ ფუნდამენტალისტი იმამი შინ ეწვია და განუცხადა, რომ წინააღმდეგია, მისმა შვილმა კათოლიკურ სკოლაში იაროს. ქალი იძულებული შეიქნა, ბავშვი სკოლიდან გამოეყვანა, რითაც მისი მომავალი სათუო გახადა.

ასეთი და ამაზე უარესი მაგალითები საკმარისზე მეტია. ყველაფერმა ამან შემაძულა ჩემი რაიონი.

_ ამჟამად თქვენ აშშში ცხოვრობთ. როგორ აღიქვამენ ამერიკელები ისლამისადმი დაძაბულ დამოკიდებულებას საფრანგეთში?

_ ერთიანი პოზიცია არ არის, მაგრამ სქემატურად შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკაში ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისია ჩამოყალიბებული.

პირველი _ უმეტესად უბრალო ადამიანები 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ისლამში კარგს ვერაფერს ხედავენ და პრაქტიკულად არ ინტერესდებიან მუსლიმთა ბედით საფრანგეთში. მათთვის ნებისმიერი მაჰმადიანი პოტენციური ტერორისტია…

მეორენი _ უმთავრესად ამერიკული ელიტის წარმომადგენლები დიდი ეჭვით უყურებენ საფრანგეთის ტრადიციაში არსებულ ნორმატიულ უნივერსალიზმს. მუსლიმები საფრანგეთში კოლექტიური ცრურწმენის მსხვერპლად წარმოდგებიან. აქედან ჩნდება ნოტაციების კითხვისა და გაკვეთილების ჩატარებისადმი მიდრეკილება, მაგრამ აშშ-ში მუსლიმთა რაოდენობა 3 მილიონს არ აჭარბებს, ანუ მოსახლეობის ერთი პროცენტია. 1920-იანი წლების თავისებური ინვერსია ყალიბდება, როცა მთელ საფრანგეთში 5000-მდე შავკანიანი ცხოვრობდა, პარიზში კი “ნეგროფილია” იყო მოდური. მაშინ საფრანგეთის ელიტა ყოველმხრივ აკრიტიკებდა “ამერიკულ რასიზმს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here