Home რუბრიკები საზოგადოება აპირებს თუ არა მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას?

აპირებს თუ არა მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალებას?

542

ევროსასამართლო _ ობიექტური მართლმსაჯულება თუნაცმოძრაობისდაქირავებული ლობისტები?

რამდენიმე დღის წინათ ევროსასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი ვაივიში მოჰყვა. ნაცებს რომ ჰკითხოთ, ამ დასკვნამრუხ ოლიგარქსდემოკრატიის ნიღაბი ჩამოხსნა და გააშიშვლა, ქოცები კი საპირისპიროს ამტკიცებენ _ დასავლეთმა დემოკრატია შეგვიქო და სულ მალე ევროკავშირის კარს შევლეწავთო. …ხალხს ყველაზე მეტად, ალბათ, ის აღიზიანებს, რომ მერაბიშვილის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რომ ასობით და ათეულათასობით მოქალაქის გამაუბედურებელ კრიმინალზე დღემდე მსჯელობენ _ არის თუ არა კანონიერი პატიმარი, ანუ დამნაშავე. თუმცა ნაცებსაც და ქოცებსაც ხალხის აზრი, რბილად რომ ვთქვათ, ცალ ფეხზე ჰკიდიათ, მათთვის გადამწყვეტი მაინც თეთრი სახლიდან მიღებული ფინანსური და პოლიტიკური დივიდენდებია, რადგან გზას წარმატებისა და ძალაუფლებისკენ, როგორც წესი, ეს დივიდენდები ხსნის (და არა საზოგადოების განწყობა). რა წერია რეალურად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის თუ არა იგი ობიექტური და, საერთოდ, უნდა იყოს თუ არა დღეს საქართველოში საკითხავი მერაბიშვილის პატიმრობის კანონიერება თუ უკანონობა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოუფლებადამცველებსა და იმ მოქალაქეებს დაუკავშირდა, რომლებიც სააკაშვილმერაბიშვილის უმკაცრესმა რეპრესიებმა უშუალოდ დააზარალა.

ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება წერტილი დაუსვას მარგველაშვილის კარიერას

ლალი აფციაური, ადვოკატი, უფლებადამცველი:

_ მოკლედ გეტყვით. სტრასბურგის სასამართლოს არ გამოაქვს არც გამამართლებელი და არც ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ამა თუ იმ მსჯავრდებულის პოლიტპატიმრად აღიარებას. სტრასბურგს ერთადერთი, რაც შეუძლია დაადგინოს, არის ამა თუ იმ მუხლის დარღვევის ფაქტი, მორჩა. სხვა რამ მის კომპეტენციაში არ შედის და, რა განცხადებებიც კეთდება ამ გადაწყვეტილებაზე, არის წმინდა წყლის პოლიტიკური დემაგოგია. მოგეხსენებათ, ნაციონალები ამის დიდოსტატები არიან და, რაც გვესმის, ალბათ, არ უნდა გვიკვირდეს…

_ კონკრეტული მუხლების დარღვევაზე თუ წერია რამე იმ გადაწყვეტილებაში?

_ არაფერი სერიოზული. საუბარია რაღაც უმნიშვნელო დარღვევებზე. ასეთი დარღვევები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უამრავი იყო, მაგრამ რაღაც არ მახსენედება, სტრასბურგს ასე სწრაფად მოეხდინოს რეაგირება. ჩემი აზრით, აქ ისევ ნაციონალების ხელი ურევია, ანუ, როგორც ჩანს, მათ გამოიყენეს ის კავშირები, რომლებიც აქვთ დასავლეთში სხვადასხვა გავლენიან პოლიტიკურ წრესთან და სასამართლოს მიაღებინეს მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. საზოგადოდ, სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობაზე დადებითი წარმოდგენა არასოდეს მქონია იმიტომ, რომ თავის დროზე უამრავი საქმე, რომლებშიც უამრავი დარღვევა იყო, უკან გამოყარეს პანტაპუნტით.

_ თუ ამხელა გავლენა აქვთ ნაციონალებს სტრასბურგის სასამართლოზე, მომავალში, ალბათ, უფრო მწვავე და მკაფიო გადაწყვეტილებებსაც უნდა ველოდოთ მერაბიშვილის, უგულავას, კეზერაშვილისა და სხვათა საქმეებზე. რას იტყვით?

_ ჩემთვის სტრასბურგი ჭეშმარიტება არ არის და, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მერაბიშვილის, უგულავას თუ სხვა რომელიმე ნაციონალის საქმეზე, მას არ დავეთანხმები, როგორც წყალშეუვალ სიმართლეს. მით უფრო, რომ, კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გარემოცვას დღეს ჰყავს სერიოზული მხარდამჭერები ევროპისა თუ ამერიკის საკმაოდ გავლენიან წრეებში.

რაც შეეხება უშუალოდ მერაბიშვილს, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის კულუარული საუბრები, რომ ის პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საკონსტიტუციო ვადის ფარგლებში შეიძლება შეიწყალოს. ცხადია, მარგველაშვილს აქვს ამის კანონიერი უფლება და შესაძლებლობა, მაგრამ, თუკი ის მართლა აპირებს ან მომავალში დააპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას, ერთი რამ უნდა იცოდეს: ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ კარიერაში ყოველთვის დარჩება დიდ კითხვის ნიშნად, მეტიც, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება წერტილი დაუსვას მარგველაშვილის კარიერას…

ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვა და მისი ციხიდან გამოშვება იქნება ბოლო წვეთი და ამას ხალხი არავის აპატიებს

ია მეტრეველი, 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან პოლიციის მიერ მოკლული უდანაშაულო მოქალაქის _ ბუტა რობაქიძის დედა:

_ დავიწყოთ იმით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთი დიდი სიცრუის მანქანა, რომელიც არ ჩერდება და მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. როგორ მუშაობს და კონკრეტულად რა დეზინფორმაციით წამლავს საზოგადოებას, ცნობილია. ასე რომ, რა თქმა უნდა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ავრცელებენ სიცრუეს. მეტიც, გადაწყვეტილების ტექსტიც კი არასწორად თარგმნეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ევროსასამართლო მერაბიშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. არადა, მსგავსი რამ იქ არ წერია. მინიშნებაც კი არ არის, რომ მერაბიშვილი უკანონო პატიმარია ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ამ თემაზე დღეს არ უნდა ვსაუბრობდეთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, რომ კაცზე, რომელიც გაიძახოდა, ორი გვამი მჭირდებაო (და მიიღო კიდეც), დღეს ვიღაცები მსჯელობენ, არის თუ არა კანონიერი პატიმარი. რა თქმა უნდა, მერაბიშვილი ციხეში უნდა იჯდეს, რა თქმა უნდა, ის არის კრიმინალი. ამას ვერანაირი პროპაგანდითა და დეზინფორმაციით ვერ გადაფარავენ, ამას ვერანაირი დადგენილებითა და გადაწყვეტილებით ვერ დაავიწყებენ საზოგადოებას…

_ თუმცა სასამართლო ხელისუფლებაზე გარკვეულ გავლენას, ალბათ, იქონიებს ევროსასამართლოს პოზიცია. მსგავსი გადაწყვეტილებების შემდეგ ჩვენი მოსამართლეები, შესაძლოა, დასავლეთის ერთგვარი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.

_ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ოცნება, რომ სასამართლო ჰყავდეთ გამოჭერილი და თვითონ უკარნახონ, რომელ საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღონ. ამაზეა გათვლილი ის ძალისხმევაც, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად წარმოაჩინონ. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვა და მისი ციხიდან გამოშვება იქნება ბოლო წვეთი და ამას ხალხი არავის აპატიებს. ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებამ ასეთი რამ გონებაში გაივლოს, თორემ მერე ვერანაირი დაპირებებითა და ძალისხმევით ვერ შეაჩერებს საზოგადოებას…

_ პრეზიდენტ მარგველაშვილს აქვს მერაბიშვილის შეწყალების უფლება, მაინც რა შეიძლება მოხდეს, თუ კი პრეზიდენტი ამ კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებს?

_ პრეზიდენტიც, სახელმწიფოცა და კონსტიტუციაც ემსახურება ხალხს და ხალხის კეთილდღეობას. რაც შეეხება შეწყალებას, თუ მარგველაშვილი ამას გააკეთებს, მისთვის იქნება ცუდი. საზოგადოება არ დაუშვებს, რომ კრიმინალი მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდეს და მით უფრო პოლიტპატიმრად გამოცხადდეს. ამის ნებისმიერი მცდელობა იქნება პრეზიდენტის პოლიტიკური აღსასრული და, თუკი მას საღი აზროვნების უნარი აქვს, ამას უნდა ხვდებოდეს.

აქვე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო გიგა ბოკერიას სტუმრობას ავლაბრის რეზიდენციაში. ჩემი აზრით, მარგველაშვილის იმიჯისთვის ესეც ერთ-ერთი სერიოზული ლაქაა და მომავალში მას ძალიან გაუჭირდება საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რატომ აქვს ასეთი ახლო ურთიერთობის სურვილი დანაშაულებრივი პარტიის ხელმძღვანელებთან. არ ვიცი, რატომ რისკავს, მაგრამ, თუ ჰგონია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” რაიმე პერსპექტივა აქვს და სამომავლოდ საქმეს იწყობს, დიდ შეცდომას უშვებს. “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, მკვდარია და მას ვერავინ და ვერაფერი გააცოცხლებს. ასევე მოკვდება პოლიტიკურად ყველა ის სუბიექტი, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს დადგებიან და მის ინტერესებს გაიზიარებენ.

რომელმა ევროპელმა მოსამართლემ იცის ქართველ ხალხზე უკეთ, რა უბედურებები დაატრიალა მერაბიშვილმა თავის მბრძანებელ სააკაშვილთან ერთად?!”

ჯამბულ გამცემლიძე, 2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული უდანაშაულო მოქალაქის _ გიორგი გამცემლიძის მამა:

_ მერაბიშვილი არის ყველაზე დიდი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად და დღეს საუბარი იმაზე, უნდა იჯდეს თუ არა ეს კრიმინალი ციხეში, პროვოკაციული რიტორიკაა. მეტიც, ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება და, ალბათ, ამით ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. სხვა ახსნას ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება დღეს იმაზე მსჯელობა და შეკითხვების დასმა, არის თუ არა მერაბიშვილი დამნაშავე, ის არის ერის წინაშე დამნაშავე, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოღალატე, დამაქცევარი.

_ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?

_ არ მაინტერესებს ეს გადაწყვეტილება, რა უნდა გადამიწყვიტოს ევროპამ ან ამერიკამ და, ვინც გინდა, სხვამ! ან რომელმა ევროპელმა მოსამართლემ იცის ქართველ ხალხზე უკეთ, რა ხდებოდა აქ ცხრა წლის განმავლობაში და რა უბედურებები დაატრიალა მერაბიშვილმა თავის მბრძანებელ სააკაშვილთან ერთად?!

_ რა მოხდება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მერაბიშვილს? კულუარებში ამაზე ბევრს საუბრობენ.

_ ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი და მძიმე დანაშაული ხალხის წინაშე, ვიდრე ნაციონალების მიერ ცხრა წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა უკანონობა ერთად აღებული. სიმართლე გითხრათ, ამის წარმოდგენაც არ მინდა, არ ვიცი, რა დამემართება, ჩემი შვილის მკვლელი რომ გამოუშვან.

რაც შეეხება მარგველაშვილს, დიდი რეიტინგითა და საზოგადოების კეთილგანწყობით ისედაც არ გამოირჩევა და, თუ მერაბიშვილს შეიწყალებს, ჩათვალეთ, ისეთივე პოლიტიკური გვამი გახდება, როგორიც სააკაშვილია, თუმცა სააკაშვილს ამერიკაში მაინც ჰყავს მფარველები და, ბოლოს და ბოლოს, იქ გაიქცევა, ამას რა ეშველება, არ ვიცი…

ჯაბა ჟვანია

P.S. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ქაღალდს არ შეშრობოდა, რომ მარგველაშვილის პრესსპიკერი გამოხტა და რიხით განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, მერაბიშვილის მიმართ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონო. ამის შემდეგ პლასტელინა პრეზიდენტმა სულით ნაცი (და თანაც _ მამალი) ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ გაამწესამოკლედ, ხე ნაყოფით იცნობაო, ნათქვამია. რაც დრო გადის, სულ უფრო აშკარაა, ვისიგორისაცხართ, ბატონო პრეზიდენტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here