Home რუბრიკები პოლიტიკა შვედეთის პრემიერი: ნატო აქტუალური არ არის

შვედეთის პრემიერი: ნატო აქტუალური არ არის

495

შვედეთის პრემიერმინისტრმა სტეფან ლევენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ნატოში შესვლა აქტუალური არ არის. ლევენის აზრით, ქვეყანამ ნეიტრალიტეტის 200-წლიანი პოლიტიკა უნდა განაგრძოს, რადგან ნეიტრალიტეტი უზრუნველყოფდა შვედეთისთვის მშვიდობას და უზრუნველყოფს მომავალშიც.

როგორც ჩანს, შვედი საზოგადოება ვერ შეაშინეს გამოგონილი რუსული საფრთხით _ ნატოს პროპაგანდისტულმა მანქანამ სათანადოდ ვერ იმუშავა. ისე, რატომ უნდა გახდნენ შვედები რუსული რაკეტების მიზანი, გაუგებარია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნატოში შვედეთის შესვლის შემდეგ ამერიკელებს შეეძლებათ თავიანთი სამხედრო ბაზები განალაგონ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო, როგორ იქცევიან და რას სჩადიან ამერიკელები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, ოკინავაზე განვითარებული მოვლენებიდან ჩანს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here