Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთი ძალა არიან

სოსო ჯაჭვლიანი: მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთი ძალა არიან

527

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზესაქართველო და მსოფლიოსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრება.

_ ბატონო სოსო, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ სააკაშვილმა განცხადება არ გაავრცელოს, “ნაცმოძრაობააუცილებლად გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში დავბრუნდებითო. ამას წინათრუსთავი 2”-ის ეთერშიც განაცხადა, არჩევნების შემდეგ ჩამოვალო. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვსნაციონალურ მოძრაობას”?

_ ეს არის ბოდვა, სააკაშვილი ჩავლილია უკვე. რა შანსი უნდა ჰქონდეთ მაგათ, ვერ წარმომიდგენია. ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს პარლამენტში, მაგათ გარდა…

_ 2012 წლის არჩევნების შემდეგაც ბევრი ამბობდა, მათ შორის, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც, რომნაცმოძრაობა” “მოქკავშირისბედს გაიზიარებდა, მაგრამ ამის შემდეგ ვიხილეთ კოაბიტაცია. მეტიც, “ნაციონალური მოძრაობამთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადდა

_ სოსო ჯაჭვლიანი “ნაციონალებთან” კოაბიტაციაში არასოდეს შესულა და არც შევა. ყოველთვის მიმაჩნდა და, რა თქმა უნდა, ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ყოველგვარი თანამშრომლობა და კავშირი “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებთან _ ამ კრიმინალებთან და კაცისმკვლელებთან, უდიდესი შეცდომაა.

რაც შეეხება მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, ესენი, დღიდან შექმნისა და პარტიად ჩამოყალიბებისა, ოპოზიციაში უდგანან საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ თვალსაზრისით ნამდვილად არიან ფლაგმანები, მაგრამ, პარლამენტში რომ მანდატების ორმოცი პროცენტი არ მიუღიათ, ეს სამი წლის ბავშვმაც იცის.

_ ალბათ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იყო საჭირო. არ მეთანხმებით?

_ სხვათა შორის, 2012 წლის დეკემბერში ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორ გრძნობთ თავს პარლამენტშიო. ვუთხარი, _ ცუდად-მეთქი. რატომო და, იმიტომ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია სასწრაფოდ ჩასატარებელიმეთქი. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ნაციონალებისთვის ყველაზე მძიმე პოლიტიკური განაჩენი, ხოლო სამართლებრივი განაჩენი უნდა გამოეტანა სასამართლოს. ამის შემდეგ უკვე ვეღარ დაიბრალებდნენ ოპოზიციონერობას და ვერც სააკაშვილი გაბედავდა შორიდან თითის დაქნევას…

_ რატომ ვერ მოხერხდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევების ჩატარება? ამას თავის დროზე საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა.

_ ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა: რა რიგგარეშე არჩევნები, რას ლაპარაკობ, ამაზე საუბარიც ზედმეტიაო… მერე შემოაგდეს ეს კოაბიტაცია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: მე “ნაციონალებთან” არასდროს ვთანამშრომლობდი და, როცა კოაბიტაციაზე საუბრობენ, ამას საკუთარ თავზე არ ვიღებ. “ნაცმოძრაობა” არის სექტა, რომელიც უნდა გასამართლდეს აუცილებლად.

_ მარგველაშვილი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ახსენა ტერმინიკოაბიტაცია”. რა აზრის ხართ იმ პოლიტიკურ ფიგურებზე, სუბიექტებზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ მიდგომას?

_ ამ შემთხვევაში ჩემი აზრი ნაკლებად საინტერესოა, მთავარია ის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება. რატომ წავიდა თუნდაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი ასე დუნედ? იმიტომ, რომ იმ 26 ათას ფაილში, ფარულად გადაღებულ კადრებს ვგულისხმობ, ბევრი შეიძლება ერთმანეთის მაკომპრომეტებელი მასალაც იყო. ამას, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობთ?

_ ყველას ვგულისხმობ, იქითაც და აქეთაც. ლოგიკურად ამ დასკვნამდე მივდივართ. რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხდა, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.

_ თავის დროზე კულუარებში ამბობდნენ, რომ გარკვეული კომპრომატები პრეზიდენტზეც შეიძლება არსებობდეს.

_ არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ვინც ამ კადრებს იღებდა და ავრცელებდა, ციხეში უნდა გაუშვა სამუდამოდ. ეს არის ყველაზე დიდი ამორალურობა, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა იკადროს (რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულის სიმძიმეზე), მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელზეც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას: პრეზიდენტი რომ ხარ, პარლამენტში, მთავრობაში ან სადმე სხვაგან მაღალი პოსტი რომ გიკავია, ზნეობით და მორალით სამაგალითო უნდა იყო. იმის თქმა მინდა, რომ კაცმა ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ცხოვრება შენს საწინააღმდეგო კომპრომატად არ იქცეს, თორემ ჩვენ ვიცით შემთხვევა, როცა პირველი პირის პოლიტიკური კარიერა მსგავსმა კომპრომატმა შეიწირა. სხვათა შორის, ის კაცი იყო იმ ქვეყნის პირველი პირი, რომლისგანაც დღეს ჩვენ დემოკრატიას ვსწავლობთ და ფეხდაფეხ მივყვებით… ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე როცა ვსაუბრობთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, სახელმწიფო მოხელის პირადი ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფოს ბედთან; ეს არის მოცემულობა, როცა პირადი ცხოვრებითა და პრობლემებით მთელ ქვეყანასა და ერს შეიძლება განსაცდელი მოუვლინო…

_ მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მარგველაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში და მათ აუცილებლად პასუხი უნდა აგონო. როგორ ფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ოთხი წლის თავზე სამართლიანობა კვლავაც არ არის აღდგენილი, პრეზიდენტისგან უხერხული არ არის, ვინმეს დასჯასა და პასუხისგებაში მიცემაზე საუბარი?

_ პრეზიდენტი ასე რომ ლაპარაკობს, უკვე არ არის მართალი და რატომ, იცით? იმიტომ, რომ რა მისი საქმეა, ვისი პასუხისმგებლობა როგორ უნდა დადგეს?! ეს არის პირდაპირი ზემოქმედება სასამართლოზე! და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი ქმედება, თავად განსაჯეთ.

რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რა დოკუმენტიც უნდა გამოაქვეყნონ, რა დასკვნაც და გადაწყვეტილებაც უნდა გამოიტანონ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ მერაბიშვილის ადგილი ციხეში არ არის. ის არის ერთერთი კრიმინალი. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ჩემი თვალით ვნახე 7 ნოემბერიც, 6 და 26 მაისიც. ახლა, ვისაც რა უნდა, ის ჩაწეროს თავის გადაწყვეტილებაში

_ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვანო მაჭავარიანის დაბრუნებაზე რა აზრის ხართ? მოგეხსენებათ, ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

_ აქ კომენტარი ზედმეტია. ჩემი აზრით, ყველაფერი გაშიფრულია…

_ რას გულისხმობთ?

_ ვინ იყო ადრე ვანო მაჭავარიანი? ვის გარემოცვაში ფიგურირებდა? _ სააკაშვილის. მორჩა, ყველაფერი ნათელია, ერთი გზით მიდიან ესენი, მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთი ძალა არიან.

_ პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მაჭავარიანი მაღალი დონის დიპლომატია.

_ მაშინ გამოდის, მაჭავარიანზე დიდი დიპლომატი არ გვყოლია, ეგ ყოფილა ქვეყნის ხსნა და პრეზიდენტს სხვა გზა არ ჰქონია, მაინც და მაინც ის უნდა დაენიშნა?! თქვენ ამის გჯერათ?

_ “ნაცმოძრაობასთანდაახლოებული ნებისმიერი პირის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია. ცხადია, ეს იცის მარგველაშვილმაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაჭავარიანი მაინც შეიყვანა უშიშროების საბჭოში. თქვენი აზრით, პრეზიდენტს საზოგადოების აზრი ნაკლებად აინტერესებს?

_ ვინც ფეხებზე დაიკიდებს საზოგადოების აზრს, მას ხალხი დაიკიდებს ფეხებზე. მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, საით იხრება და საით მიუწევს გული…

_ საუბრობენ იმაზეც, რომ ნაციონალებმა და კოალიციიდან გამოსულმა სუბიექტებმა _ რესპუბლიკელებმა, “თავისუფალმა დემოკრატებმადა სხვებმა გარკვეული ერთობა შეიძლება შექმნან. თქვენი აზრით, რეალურია ეს?

_ კოალიცია იყო ის გაერთიანება, რომელმაც შანსი მისცა ბევრ უშანსოდ დარჩენილ პარტიას და, რომ არა “ქართული ოცნება”, ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ. მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, მიმაჩნია, რომ მომავალში “ოცნებამ” მარტომ უნდა იყაროს კენჭი და არ უნდა მისცეს შანსი იმ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც საზოგადოების განწყობა აშკარად ნეგატიურია. აი, ასეთ პირობებში გამოჩნდება, რომელ პარტიას როგორი პულსი აქვს და რომელს რის მიღწევა შუძლია დამოუკიდებლად.

_ ეს ხომ ისედაც ვიცით. რესპუბლიკელების რეიტინგი სტაბილურად სამი პროცენტია

_ ჰოდა, შეიძლება ამიტომ მოინდომონ ვიღაცასთან გაერთიანება, თუნდაც ნაციონალებთან, თუმცა, თავის მხრივ, ნაციონალების შანსიც ძალიან მცირეა. ვფიქრობ, ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ. მთავარია, საზოგადოებაში არ იყოს ნიჰილიზმი და რაც შეიძლება ბევრი მივიდეს საარჩევნო ყუთთან.

_ არის კი დღეს საზოგადოებაში ნიჰილიზმი?

_ რომ გითხრათ, არა-მეთქი, დამიჯერებთ? რა თქმა უნდა, არის და ამას თავისი მიზეზები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია ის, რაც ვთქვი, რომ “ქართულმა ოცნებამ” არ უნდა აიკიდოს საზოგადოებისთვის მიუღებელი პარტიები და არ გაუხსნას მათ ხელოვნურად გზა ხელისუფლებისკენ. ამას ცუდი შედეგი მოაქვს. ჯერ ერთი, “ქართული ოცნების” მიმართ უნდობლობა ჩნდება და არჩევნებზეც ნაკლებად მიდის ხალხი. მეორე _ რაც ყველაზე ცუდია, ეს ყველაფერი ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. ჩემი აზრით, ეს რისკი და მსხვერპლი იმად არ ღირს, რომ სადღაც ვიღაცებმა შეგვაქონ, თავზე ხელი გადაგვისვან და ტაში დაგვიკრან, დედა, რა კარგ დემოკრატიას აშენებთო…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here