Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: კოალიციური მთავრობა ქვეყანას პრობლემას შეუქმნის

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციური მთავრობა ქვეყანას პრობლემას შეუქმნის

1147

14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ქვეყანა ბევრ პრობლემას მიიღებს

 “კოალიციური მთავრობა პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, მაგრამ ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე თუ 80 ხმაზე ნაკლებს მიიღებს “ქართული ოცნება”, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები, ძირითადად, რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ, თუმცა კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ ისეთი ეკონომიკისა და მცირე დაფინანსების პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას. დემოკრატიას არაფერი ისეთი აღარ ემუქრება. “ნაციონალები” 5 კაცით საოცრებას ვეღარ მოახდენენ, მაგრამ კოალიციური მთავრობა ასეთ ეკონომიკურ პირობებში იქნება ძალიან რთული. პრემიერსა და მთავრობას სჭირდება ძლიერი გუნდი”, _ განაცხადა ივანიშვილმა. 

1 COMMENT

  1. reebs bodialobs es kaci? anu am 4 wlis uunaroba koaliciur mtavrabas unda rom daabralos da marto ocneba rom yofiliyo mtvareze gavfrindebodit?:D da exlac koaliciiit ar gadis archevnebze umaqnisi 0-procentiani da orgobe partia “konservatorebi” farulad rom gayavs archevnebze!? dashale sruliad koalicia da nu aferistobs shen da gadi ise archevnebze mashin! rogor gaixangdzlivon dzalaufleba am znedacemulma aferstebma agar ician….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here