Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთის საპატრიარქო წმინდა კრების გადადებას ითხოვს

რუსეთის საპატრიარქო წმინდა კრების გადადებას ითხოვს

611

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 16-26 ივნისს დაგეგმილი მსოფლიოს წმინდა კრების გადადებას ითხოვს. ამის მიზეზად კი ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმას ასახელებს.

„ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას დიდი და წმინდა კრების მუშაობაში. ვითხოვთ მისი ჩატარების თარიღის გადავადებას“, _ განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მანამდე კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა, ხოლო სერბეთის ეკლესიის შეთავაზებაა, ასევე, ამ კრების ჩატარების გადავადება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here