Home რუბრიკები საზოგადოება “უამრავი მითი და ჭორი ვრცელდება ევროპაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ოფიციალური სტატისტიკით...

“უამრავი მითი და ჭორი ვრცელდება ევროპაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ოფიციალური სტატისტიკით კი, ქართველები 24-ე ადგილზე არიან”

488

ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუშტრიავიჩუსი იმ ჭორებზე საუბრობს, რომლებსაც მედია საქართველოზე ავრცელებს. აუშტრიავიჩუსს 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს და ამბობს, რომ ამ კრიმინალის ჩამდენთა სიაში საქართველო 24- ადგილზეა.

„ჩემი კოლეგები ევროპის მასშტაბით ქართველების მიერ ჩადენილ და ორგანიზებულ დანაშაულში მათ მონაწილეობაზე საუბრობენ. უამრავი მითი და ჭორი ვრცელდება, ამიტომ მე ვაჩვენე ელმარ ბროკს 2015 წლის გერმანული ოფიციალური სტატისტიკა _ ქართველები არიან იტალიელებზე, უკრაინელებზე, ალბანელებზე, სერბებზე ქვევით. ვფიქრობ, სექტემბრის პირველ ნახევარში შევძლებთ ვიზების ლიბერალიზაციაზე კენჭისყრას. ოპტიმისტური ვარიანტი იქნებოდა ივლისში, მაგრამ უფრო რეალისტურია სექტემბერი“, _ განაცხადა აუშტრიავიჩუსმა.

საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი კენჭს სექტემბერში უყრის. უვიზო რეჟიმთან ერთად, მსჯელობა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზეც გაგრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here