Home რუბრიკები პოლიტიკა “მსგავსი არჩევნები არ მინახავს, ყველა პარტია ამბობს, მეორე ადგილისთვის ვიბრძვიო”

“მსგავსი არჩევნები არ მინახავს, ყველა პარტია ამბობს, მეორე ადგილისთვის ვიბრძვიო”

554

ოთხ თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. წინასაარჩევნო მარათონი გახსნილად გამოცხადდა, თუმცა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტებმა (ენდიაიმ, აირაიმ) უკვე გამოაცხადეს მომავალი არჩევნების შედეგები: პარლამენტშიოცნებადანაცმოძრაობაუნდა შევიდნენ, თანაც მინიმალური პროცენტული სხვაობით _ ასეთია საქართველოსსტრატეგიული პარტნიორის”, ჩვენი ქვეყნის ბატონპატრონის _ ამერიკის დაკვეთა. შეძლებს ხელისუფლება, წინ აღუდგეს ამერიკელთა ნებასურვილს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება:

_ “ოცნებასაც” და “ნაცმოძრაობასაც” სურთ, გაითამაშონ ის სცენარი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს: ხან ერთი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხან _ მეორე… მაგრამ ხალხს არც ერთი მოსწონს და არც მეორე, რადგან ერთისგან სიბინძურე ახსოვს და მეორისგან _ არაფრის კეთება. ხალხი მესამე ძალას ითხოვს…

_ ხედავთ მესამე ძალას?

_ გაოცებული ვარ, მსგავსი არჩევნები არ მინახავს, ყველა პარტია ამბობს, მეორე ადგილისთვის ვიბრძვიო… ძალიან საინტერესოა, _ პირველ ადგილზე გავალთო, არ ამბობს არც ახალი გაერთიანება თუ ბლოკი, რომელშიც ექვსი პარტიაა, არც ბურჯანაძე, არც თოფაძე… ერთდერთი, ვინც ამბობს, 95 კაცით შევალ პარლამენტშიო, ბიძინა ივანიშვილია.

_ “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ამბობენ, რომ 8 ოქტომბერსოცნებასდაამარცხებენ

_ ზუსტად მაგას ვამბობ, იბრძვის მხოლოდ ორი პარტია _ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა”. დანარჩენი პირველობისთვის არ იბრძვის. ბიძინა ამბობს, რომ დაამარცხებს ნაცებს და ნაცები კი ამბობენ, რომ მოუგებენ ბიძინას… ყველაზე მეტად დასაფიქრებელი და საშიში არის ის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა მართლაც ამ ორ პარტიას შორის წარიმართება. ეს ვითარება აჩენს ეჭვს _ გარიგებულები ხომ არ არიან? სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც კეთდება დიდი ბლოკი, მასში ერთიანდება ექვსი პარტია და მათ არ აქვთ არჩევნების მოგების ამბიცია?!

_ გინდათ, თქვათ, რომ ყველა ახალშექმნილმა პარტიამ თუ საარჩევნო ბლოკმა იცის, რომ წაგებულ თამაშს თამაშობს?

_ სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ყველა პარტია მეორე ადგილისთვის იბრძვის? ნათელაშვილის გარდა, არც ერთი ლიდერი არ ამბობს, არჩევნებს მოვიგებო.

_ ხელისუფლება დილემის წინაშეა _ აუცილებლად უნდა მიაღწიოს შედეგს, რომელიც ენდიაიმ და აირაიმ გამოაქვეყნეს, მაგრამ ამ შედეგის წინააღმდეგია ქართველი ხალხი. შეძლებს კი ხელისუფლება ამ ბარიერის დაძლევას?

_ შედეგი, რომელიც წინასაარჩევნოდ ამერიკულმა ინსტიტუტებმა გამოაქვეყნეს, არავითარ შემთხვევაში არ დადგება. არ გამოვა ეგ ამბავი!.. ეს ხალხის დაკვეთა არ არის, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება. ნაცებს დასაკარგი არაფერი აქვთ, თუ ამ არჩევნებში ხმები ვერ აიღეს, დამთავრებულია მათი საქმე, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა, რაღაც ფორმით მაინც ხელისუფლებაში დარჩნენ. ასეთივე მდგომარებაშია “ოცნებაც”. აქედან გამომდინარე, ორივე პარტია ყველაფერზეა წამსვლელი.

_ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ბევრი პარტია, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. როგორ ფიქრობთ, ამ პარტიების წამოწევა ხელისუფლებასაც აძლევს ხელს? გვახსოვს დრო, როდესაცპრორუსულადწოდებულ პოლიტიკოსებს არ აჭაჭანებდნენ და ხშირად გაურკვეველი მიზეზით აპატიმრებდნენ კიდეც.

_ ეს ყველაფერი ხალხის დაკვეთით ხდება. ყველა მიხვდა, რომ ევროპული და ამერიკული კურსი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის დამღუპველია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერ გავხდებით, არავინ მიგვიღებს. ე.წ. ვიზალიბერალიზაციაც კი არ მოგვცეს. ხალხი მიხვდა, რომ ურუსეთოდ ქვეყანა წინ ვერ წავა.

_ კურსის შეცვლა და ხალხის დაკვეთის ასრულება თავგანწირვის ტოლფასია. გაწირავს ბიძინა ივანიშვილი თავს?

_ ბიძინას მშვენიერი მიზეზი აქვს _ ის პოლიტიკაში არ არის, მოქალაქეა. აქედან გამომდინარე, ვალდებულია, ხალხის ნება აღასრულოს. მართალია, ბიძინას დასაკარგი ბევრი აქვს, მაგრამ უფრო მეტს დაკარგავს, თუ ხალხის ნებას გადავა. ივანიშვილი ცუდ დღეშია.

როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, ან შევარდნაძესავით ჭკვიანი უნდა იყო, ან ზვიად გამსახურდიასავით შეგეძლოს თავგანწირვა. ბიძინას არც ერთი თვისება აქვს და არც _ მეორე.

_ არჩევნების შემდეგ საქართველო ისევ იმავე კურსით ივლის, არაფერი შეიცვლება?

_ ჩვენი ქვეყნის კურსი, პრაქტიკულად, შეცვლილია. საქართველოს მოსახლეობა რუსეთისკენ იყურება. ქართველმა ფერმერმა იცის, რომ მისი პროდუქციის გასაღების ბაზარი რუსეთშია; ყველა მიხვდა, რომ ეკონომიკა მხოლოდ რუსეთის ბაზრის დახმარებით შეიძლება აღორძინდეს.

ახლა მთავარია, ხალხი სამზარეულოებში არ დაჯდეს და იქიდან არ უყუროს არჩევნებს. ყველამ კეთილი ინებოს და არჩევნებში მონაწილობა მიიღოს; აუცილებლად გადახედონ პოლიტიკოსების წარსულს, ბრმად არ ენდონ არავის. თუ ასე არ მოვიქცევით, მერე მთავრობის გინება გვიანი იქნება.

11 წელი შევარდნაძეს ვუყურეთ, 9 წელი _ მიშას და, ახლა ბიძინას სურვილს თუ გავითვალისწინებთ, 2030 წლამდე მას უნდა ვუყუროთ. ხალხიც დაიღალა, მაგრამ ერთი გაბრძოლება აუცილებელია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here