Home რუბრიკები ბლოგი აშშ-ის არმიას, პირველად ისტორიაში, ოფიციალური გეი უხელმძღვანელებს

აშშ-ის არმიას, პირველად ისტორიაში, ოფიციალური გეი უხელმძღვანელებს

672

აშშ-ის კონგრესმა ერთხმად დაამტკიცა ერიკ ფენინგი აშშ-ის სახმელეთო ჯარების მინისტრის პოსტზე. ამრიგად, ის გახდა პირველი ოფიციალური გეი, რომელიც აშშ-ის ჯარების ერთ-ერთ სახეობას უხელმძღვანელებს, გადმოსცემს სააგენტო როიტერი.

მანამდე, ფენინგი,  აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრის მოადგილედ და თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერის შტაბის ხელმძღვანელად მუშაობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ფენინგი, სახმელეთო ჯარების მინისტრის პოსტზე 8 თვის წინ წარადგინა. მისი დანიშნის საკითხის გაჭიანურება, გუანტანამოს ციხიდან აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე პატიმრების გადაყვანასთან დაკავშირებით, არსებული  უთანხმოებების მოგვარებასთან იყო დაკავშირებული.

შეგახსენებთ, 2010 წლის დეკემბერში, ობამამ მოაწერა ხელი კანონს, რომელიც მანამდე დადგენილ წესს: don’t ask don’t tell („ნუ ჰკითხავ, ნუ ისაუბრებ“)-ს შეცვლიდა. ის, როგორც ცნობილია, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ჰომოსექსუალისტების უფლებებს ზღუდავდა.

აღნიშნული წესი, 1993 წლიდან მოქმედებდა. მის მიხედვით, იმდროინდელ სამხედრო ხელმძღვანელობას ხელქვეითებისთვის, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, კითხვის დასმის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ოფიციალურ გეებს სამსხურიდან გათავისუფლება ელოდათ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან იმ წლებში,  სულ 13 000-ზე მეტი ჰომოსექსუალისტი დაითხოვეს, თუმცა ბოლო დროს, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში უკვე 65 000 ოფიციალური გეი და ლესბოსელი მსახურობს, თავად აშშ-ის კონგრესში კი  დაახლოებით 70 წევრი ოფიციალური პედერასტია.

აქედან გამომდინარე ცხადია, რომ  ყველა ქვეყანა, რომელიც აშშ-ის გავლენის ქვეშ იმყოფება, იძულებულია ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზება მოახდინოს.

    კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here