Home რუბრიკები საზოგადოება მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): ჩვენი არჩევანი ევროპა არ არის, ეს ტყუილია

მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე): ჩვენი არჩევანი ევროპა არ არის, ეს ტყუილია

803

პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ .. ნეოლიბერალურ პროპაგანდაზე, ხელისუფლების გაცხადებულ პროდასავლურ პოლიტიკასა და მის შესაძლო სამომავლო შედეგებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი (ჩხიკვაძე).

_ მამაო, მიუხედავად იმისა, რომ .. ნეოლიბერალური იდეოლოგია მსოფლიოში და განსაკუთრებით _ ევროპაში, კრიზისშია, ქართველნეოლიბერალებსბრძოლის ჟინი არ უნელდებათ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის უმსგავსობა, რომელიც წელს, 17 მაისს, ჩაიდინეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა (თუ, უბრალოდ, მათმა მხარდამჭერებმა), ვგულისხმობ საპატრიარქოს გალავნის შეღებვას. რა არის ამ ვაიიდეოლოგიის ესოდენ მომძლავრების მიზეზი საქართველოში _ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა თუ გარე ძალების პირდაპირი ჩარევა?

_ საზოგადოება მათდამი სოლიდარული არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მათი ერთადერთი ძალა არის გარედან მიღებული დახმარება. ვთქვათ პირდაპირ, ეს .. ნეოლიბერალური ფრთა მხარდაჭერილი და დაფინანსებულია დასავლეთიდან. სააკაშვილის მმრთველობის პერიოდში და დღესაც ამერიკის ელჩი პირდაპირ ერეოდა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა-არგადაწყვეტაში. მწვანე ბასიჩემი შერქმეული სახელი არ არის ჯონ ბასისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე ამ ადამიანმა აუნთო მწვანე შუქი სისხლისღვრას რუსთაველზე. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ყველანაირი უმსგავსობა, გარყვნილება, ნიჰილიზმი და ურწმუნოოება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მათ ყველაფერი გააკეთეს და დღესაც ძალღონეს არ იშურებენ, რათა საზოგადოებას რწმენა დააკარგვინონ.

ახლა შევხედოთ არასამთავრობოებს _ განა შეიძლება, მათი ქმედება ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებოდეს? რა არის მათი დანიშნულება, მხოლოდ ის, რომ ენა მიიტანონ იქ, საიდანაც უგზავნიან ფულს? ჩათვალეთ, რომ ესენი არიან დასავლეთის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გუშაგები საქართველოში, ამიტომაა, რომ ყველაფერს, რაც იქიდან მოდის, იქნება ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი თუ იუვენალური იუსტიციის შემოღების იდეა, კბილებით იცავენ.

_ თქვით, რომ საზოგადოება არასოდეს ყოფილა და არც იქნება სოლიდარულინეოლიბერალიზმისმიმართ, მიუხედავად ამისა, ეს იდეოლოგია მიზანს აღწევს ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, წარმატებით მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, კანონი მიწის უცხოელებზე გასხვისების შესახებ, ახლა იუვენალურ იუსტიციაზეც არის საუბარი. თუ ამ ყველაფრის განხორციელებას დააპირებენ, როგორც უკვე განხორციელდა დასავლეთის რიგ სახელმწიფოებში, რის გაკეთება შეუძლია ეკლესიასა და საზოგადოებას?

_ რა თქმა უნდა ამ ე.წ. ლიბერალური ფრთის საბოლოო მიზანია, აქაც, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, შემდეგ ამ ერთნაირსქესიანთა “ოჯახებს” მისცენ შვილის აყვანის უფლება და ა. შ., მაგრამ ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. როგორ და რანაირად, სხვა თემაა. არ გაუვათ საქართვეოში ის მზაკვრობა, რომელიც სხვაგან გაუვიდათ და, რომც დააკანონონ ის უმსგავსობები, საქართველოში მაინც არ მოიკიდებს ფეხს. ამას ვერ ეღირსებიან, თავს კი გადააყოლებენ.

_ ხელისუფლებას გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, აბა, მე ვაკანონებ ამას?

_ გადაყვებიან ერთია, მაგრამ ხელისუფლებას ნიშნავენ გარედან; წავა ერთი _ მოვა სხვა, რომელიც გააგრძელებს იმავე კურსს.

_ გასაგებია, მაგრამ რა ვქნათ ახლა ჩვენ? კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენი არჩევანი ევროპა არ არის, ეს ტყუილია. ეს თავის დროზე სააკაშვილმა მოახვია თავს საზოგადოებას და ახლა ესენი იმეორებენ.

_ ამის გამო შეიძლება რუსეთის აგენტობა დაგწამონ.

_ აგენტები თვითონ არიან და ამას არც მალავენ, უბედურება არის ის, რომ ამერიკის აგენტობამისაღებია”. მაგალითად, ავიღოთ რესპუბლიკელები, ვისი აგენტები არიან ძმები ბერძენიშვილები ან პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი? ვისი ყურმოჭრილი მონები არიან, ვის ბრძანებებს ასრულებენ?! ან ეს თავდაცვის მინისტრი რომაა, ხიდაშელი (მაგას ქალბატონ ნატოს ვეძახი), რა ღირსებაზე უნდა მელაპარაკოს? ხიდაშელმა, იცით, რა გააკეთა? _ რაც არ გაუკეთებია არც ერთ ჩვენს მტერს, როცა ქვეყანას იპყრობდნენ, ჯარში მაჰმადიანებს სალოცავი კუთხე შეუქმნა. სწორად გამიგეთ, იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები დავჩაგროთ, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ჯარში ასეთი რამე შეიძლება? ჯარისკაცს, ომში რომ მიდის, მამაო ლოცავს და რა ვქნათ ახლა, მოლას დავალოცვინოთ ქართული ჯარი? ესენი ეძახიან სხვას ვიღაცის აგენტებს, აგენტები თვითონ არიან, თინა ხიდაშელი არის ისლამის აგენტი…

_ თქვენი აზრით, ესეც უცხო ძალის დავალებაა?

_ რასაკვირველია. რესპუბლიკური პარტია არაფრით განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობისგან”. ორივე ერთი და იგივე ძალაა, ერთმანეთზე უარესი.

_ თუმცა ხელისუფლება და განსაკუთრებით _ რესპუბლიკელები, მთავარ მონაპოვრად თვლიან, რომ რეპრესიები შეწყდა.

_ რა რეპრესიების შეწყვეტაზეა საუბარი, ცოცხებით რომ არ დარბიან? ამათ აქვთ სულიერი ცოცხები, რომლებსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს.

_ საკმარისად ერევა და მონაწილეობს ეკლესია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში? ხშირად ისმის ხოლმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან, რომ სამღვდელოება უფრო აქტიური უნდა იყოს.

_ ეკლესიამ თავის დროზე საკმაოდ ხმამაღლა თქვა ის, რაც სათქმელი იყო, მაგრამ უბედურება არის ის, რომ არ ისმენენ სამღვდელოების სიტყვას. ასე იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას და ასეა დღესაც. ან ვინ მოუსმენს უწმინდესის შეგონებას _ ხიდაშელი თუ რომელიმე სხვა რესპუბლიკელი? მათ არ აინტერესებთ ეკლესიის აზრი; რაც უნდა ილაპარაკო, გაატარებენ, იმიტომ, რომ ასეთი მითითება აქვთ დასავლეთიდან.

_ დასავლეთიდან, ალბათ, არის მითითება და მცდელობაც, რომ საპატრიარქო თავიანთ მოკავშირედ გაიხადონ, მაგრამ უწმინდესის ავტორიტეტს, ცხადია, ვერაფერს უხერხებენ. როგორ ფიქრობთ, ადრე თუ გვიან, როცა დადგება ახალი პატრიარქის კურთხევის დრო, ეს ძალები შეეცდებიან, მათთვის მისაღები პიროვნება შემოგვაპარონ?

_ მოკლედ გიპასუხებთ: ვინც მოინდომა, რომ ჩვენი პატრიარქი არ ყოფილიყო ილია მეორე, ის უკვე ცოცხალი აღარ არის. ჩვენს ეკლესიას შესწევს უნარი და ძალა, მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ იყოს, სად იყოს და როგორ იყოს

_ რაც შეეხება პოლიტიკურ საფრთხეებს, 26 მაისს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოლოჯერ ვხვდებით დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გარეშეო. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს მას და მის პარტიას მომავალში?

_ არც კი მინდა ამ საცოდავ ადამიანზე საუბარი, მეცოდება, ღმერთმა უშველოს. აგონიაშია ეგ უბედური თავის პარტიასთან ერთად.

_ გამორიცხავთ, “ნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში დაბრუნებას?

_ ეს პარტია არის დასრულებული და, რაც მალე წაჰყვებიან მათ რესპუბლიკელები, მით უკეთესი. რა უნდათ ნაციონალებს საქართველოში? მათი სამშობლო არის ამერიკა და იქ მიბრძანდნენ. ასევე, შეუძლიათ მიბრძანდნენ ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც აღიზიანებს ყველაფერი ქართული. მათ გეგმებსა და ამოცანებს აქ მომავალი არ აქვს…

_ ისინი სხვანაირად ფიქრობენ, ასე რომ არ იყოს, დასავლეთი მილიონებს არ გადაუხდიდა.

_ რაც უნდა გააკეთონ, ღმერთმა ეს ბრძოლა უკვე მოიგო. ის, რაც გვემართება, უბრალოდ, ჩვენი ცოდვების ბრალია, რადგან ქართველი ხალხი არ ცხოვრობს დღეს ეკლესიურად. მეტსაც გეტყვით, ხალხი უფრო ღვთისმოშიში რომ იყოს, თავის დროზე არც ნაციონალები მოვიდოდნენ და არც რესპუბლიკელები იქნებოდნენ ახლა. ამიტომ ვთხოვ უფალს, რომ შეგვეწიოს და გამოფხიზლდეს ქართველი კაცი, რათა ჩვენი მთავარი მტერი ჩვენივე თხოვნითა და ვედრებით მოგვაშოროს.

_ თუმცა გამოფხიზლება, ალბათ, ძალიან ძნელია იმ პირობებში, როცა მიმდინარეობს მძლავრი საწინააღმდეგო პროპაგანდა ასევე მძლავრი ფინანსური რესურსებით.

_ იმედი არის ღმერთი და ღვთის ხელშია ყველაფერი. აქ არის ერთი მომენტი _ თხოვნა და ვედრება. რაც მეტი ადამიანი მოითხოვს სულიერ ცხოვრებას, ხალხს გონებაც უფრო გაუნათდება და შეეწევა უფალი, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება: ხმა ვის მისცეს, სიმართლეზე როდის თქვას, რომ არის სიმართლე და ტყუილზე როდის თქვას, რომ არის ტყუილი. აქ მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიაზე არ არის საუბარი, მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ყველა არასწორ ნაბიჯზე. ეს განსაკუთრებით ეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პირდაპირ ურტყამს მართლმადიდებლობას და ქართულ ტრადიციებს. კიდევ ვიმეორებ: თუ არ იციან და ისე აწერენ ხელს, დანაშაულია, თუ იციან, მით უარესი. გინდ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს და გინდ _ რესპუბლიკელები, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლები ერთნაირად არიან; ამიტომ კეთილი ინებონ და ჩახედონ, რას აწერენ ხელს და რას იღებენ; თუ არადა, როგორც დასაწყისში ვთქვი, მიბრძანდნენ თავიანთ ნამდვილ სამშობლოში _ ამერიკაში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ინგლისური კულტურა გაქრა ინგლისური ქალაქიდან 10 წელიწადში ჩემ თვალწინ ამბობს 70 წლის ქალი რომელიც მოუწოდებს ინგლისელებს ხმა მისცენ ევროკავშირიდან გასვლას რეფერენდუმში. ბოლო ყასაბმა დატოვა ქალაქი და ეხლა დაგვრჩა ჰალალი. მეჩეთები ყოველ ნაბიჯზე. მულტიკულტურიზმი რეალობაში არის ჩვენი კულტურის განადგურება. დეილი ექპრესი.
    http://www.express.co.uk/news/uk/675170/Brexit-Walworth-Family-EU-Referendum

  2. ერის ყველა მოღალატეს, ერთი სახელი აქვს-წყეული. აი, ვინ წამოგვაჯდა თავზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here