Home რუბრიკები პოლიტიკა გამონაცებული ოცნება და ავტოგოლი კორცხელში

გამონაცებული ოცნება და ავტოგოლი კორცხელში

550

მეორე კვირაა, არ წყდება მსჯელობა კორცხელის ინციდენტზე. მან ლაკმუსის ქაღალდის, უტყუარი ინდიკატორის როლი შეასრულა და გვიჩვენა, რომქართული ოცნებისსაქმე გაცილებით ცუდადაა, ვიდრე გვეგონა.

დღეს კორცხელის არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია ხშირად განიხილება გამარტივებული ბიპოლარული სქემის ფარგლებში _ ერთ მხარეს “ქართული ოცნება”, კახი კალაძე და სპორტსმენები არიან; მეორე მხარეს კი _ “ნაციონალური მოძრაობა”, გიგა ბოკერია და მისი ზონდერბრიგადა თუ აინზაცჯგუფი. დეპუტატების კანდიდატებმა მეორე პლანზე გადაინაცვლეს, მათ იშვიათად ახსენებენ და ეს საგულისხმოა.

კახი კალაძეს, სავარაუდოდ, ხელს აძლევს, რომ აუდიტორია ყოვლისმომცველ ორპარტიულ დაპირისპირებაზე გადაერთოს და, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს ამირან ლაგვილავას სახელი და კორცხელის არჩევნების სხვა დეტალები; არადა, ეშმაკი სწორედ ამ დეტალებშია.

მას შემდეგ, რაც კალაძემ კორცხელშიოცნებისკანდიდატი წარადგინა, გაირკვა, რომ ლაგვილავანაცმოძრაობასთანმჭიდროდ თანამშრომლობს. ადგილობრივებმა ეს ისედაც იცოდნენ, მაგრამ სხვებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. 25 აპრილს ორგანიზაციადაიცავი საქართველოსერთერთმა ლიდერმა კახა მიქაიმ ჟურნალისტებს ლაგვილავას პარტბილეთი წარუდგინა, რომლის გაცემის თარიღი 2013 წლის 21 მარტია. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა თენგიზ გუნავამ და ბართლომე შელიამ დაადასტურეს, რომ ლაგვილავა ნამდვილად მათი პარტიის წევრია. გუნავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ლაგვილავა საკრებულოს დეპუტატი ორჯერ სწორედნაცმოძრობისსიით გახდა. ფიგურანტმა ყოველივე ამის პასუხად განაცხადა, რომ პარტიაში მის დაუკითხავად გააწევრეს(?!). რაც შეეხება მისღირსების ორდენს”, ლაგვილავას აზრით, მიხეილ სააკაშვილმა იმიტომ დააჯილდოვა, რომ რვა წელი ემსახურებოდა მთავრობას და პარტიას. და ბოლო შტრიხი _ “მიქაიას ინფორმაციით, ამირან ლაგვილავას კანდიდატად დასახელება პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაიას “ნაცმოძრაობის” ლიდერმა თენგიზ გუნავამ და კუდ-ის ზუგდიდის განყოფილების ყოფილმა უფროსმა რუსლან შამახიამ მოსთხოვეს” “ინტერპრესნიუსი”).

თუ ვინმეს სურს, გაიგოს, რა არის ნამდვილი პოლიტიკური შიზოფრენია ყოველგვარი მინარევების გარეშე, წინარე აბზაცი, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხოს. ფაქტია, ოცნებამკორცხელში თავის კანდიდატად სულით ხორცამდე ნაციონალი წარადგინა.

როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ კორცხელში არავინ იჩხუბებდა? “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაიწყებდნენ იმის გარკვევას, რატომ დამარცხდა მათი პარტიის კანდიდატი, ლაგვილავას ბიოგრაფიას კიდევ ერთხელ გადაიკითხავდნენ და, უპირველესად, ალბათ, კალაძეს დაუპირისპირდებოდნენ. ჩხუბმა ეს საფრთხე გაანეიტრალა და სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს წაართვა შესაძლებლობა, კალაძისთვის ბრალდება წაეყენებინათ, რადგან ახალ დაპირისპირებაში ის, სპორტსმენთა ჯგუფთან ერთად, მათი “ფალავანი” გახდა. ისინი იძულებულნი შეიქნენ, მისთვის ეგულშემატკივრათ ან, სულ ცოტა, რთულ ვითარებაში საჯაროდ არ გაეკრიტიკებინათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩხუბი კორცხელში კალაძისთვის ერთგვარ სამაშველო რგოლად იქცა. ამ გარემოების გააზრებიდან ორიოდე ნაბიჯი რჩება შემდეგ ფორმულირებამდეჩხუბი ხელს აძლევდა კალაძეს, ისევე, როგორც ბოკერიას.

ცხადია, ლაგვილავას გამარჯვების შემთხვევაში, ყურადღების გადატანა საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ, როგორც ადგილობრივები, ისე ნიუანსებში ჩახედული სპეციალისტები, ირწმუნებიან, რომ ის რბოლის ფავორიტად ნამდვილად არ განიხილებოდა და გასაკვირია, ამდენი ხმა როგორ დააგროვა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვების გარანტია არ არსებობდა, შესაბამისად, “სამაშველო რგოლით” სარგებლობის ცდუნებაც დიდი იყო.

შესაძლოა, ეს ისტორია გაცილებით ბინძურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. “ნაციონალებმა”, მათი კანდიდატის გამარჯვების გარდა (რაც ამ პარტიისთვის, ამდენი მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძალზე მნიშვნელოვანი იყო), რამდენიმე დამატებითი ბონუსი მიიღეს. არაადამიანური რეჟიმის მსახურები, რომელთა სინდისზეა 7 ნოემბრისა და 26 მაისის სადისტური დარბევები, უამრავი ქართველის წამება და მკვლელობა, დღეს უმანკო მსხვერპლის როლს ირგებენ. მათ დასავლელ პარტნიორებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის მჩაგვრელ მოძალადედ წარმოაჩინონ. რიგმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა ამა თუ იმ ფორმით “ნაციონალების” მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს, რაც მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ბლოკადის გარღვევის კონტექსტში, რომელშიც თავის დროზე “ნაცმოძრაობა” ბიძინა ივანიშვილმა მოაქცია. იქ, სადაც დღეს შესაძლებელია თანაგრძნობა, ხვალ ალიანსიც არ უნდა გამოვრიცხოთ. ნაციონალებისმთავარ დამცველებად რესპუბლიკელები მოგვევლინენ. ითხოვდნენ თუ არა ისინი ოდესმე ასეთი მონდომებით სააკაშვილის ზონდერების დასჯას? თუმცა ამას თავი დავანებოთ, ეს სუბიექტური შეფასების სფეროა, მთავარი ის არის, რომ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, შეიმუშავონ კანონი, რომელიც ზონდერების გამოყენებას შეზღუდავს, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს კორცხელში მომხდარი ჩხუბის პირდაპირი შედეგია.

ძალადობის აღკვეთა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. 2012-ში ის სააკაშვილის ოპონენტების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ალბათ, საინტერესო იქნება იმის პროგნოზირება, ვის წინააღმდეგ იმუშავებს ახალი ნორმა ახლო მომავალში. თუ ოქტომბერშიქართული ოცნებამოიქცევა ისევე უცნაურად, როგორც კორცხელის ინციდენტის შემთხვევაში (იგულისხმება მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე), “ნაციონალები” “მაიდანსააგორებენ და რაღაც მომენტში, ხელისუფლების უნიათობიდან გამოდინარე, შეიძლება წარმატებას მიუახლოვდნენ. ასეთ სიტუაციაში სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის მოწინააღმდეგეებს არ დარჩებათ სხვა ვარიანტი, გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და “ვარდების რევოლუცია 2”-ს გზა ფიზიკურად გადაუღობონ. ახალი კანონი სწორედ მათ წინააღმდეგ იმუშავებს. მართალია, ზოგი ამას ყურადღებას არ მიაქცევს და ქუჩაში მაინც გამოვა, მაგრამ ზოგი შეიძლება სერიოზულად დაფიქრდეს _ უღირს კი ამის გაკეთება. საბოლოო ჯამში, ეს ახალი ნორმა წყალსნაცმოძრაობისწისქვილზე დაასხამს და მასდამატებით დაზღვევასსთავაზობს.

კორცხელის ინციდენტის უკან, სავარაუდოდ, იაფფასიანი ფსიქოლოგიური კომბინაციაა. ცნობილია, რომ სააკაშვილის ოპონენტების უმრავლესობას არ მოსწონს კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენის ნელი ტემპი და სურს, რომ ნაციონალები რაიმე ფორმით მაინც დაისაჯონ. სოცქსელებში მკაფიოდ გამოიხატა, რომ ამ ადამიანების ნაწილს ნაცემი “ნაცლიდერების” ხილვა ესიამოვნა. სწორედ ამ განწყობამ დააკარგვინა ბევრ მათგანს საღი განსჯის უნარი, დაპირისპირებაში “კალაძის გუნდის” გულშემატკივრების სტატუსით ჩართო და ხელი შეუშალა ინციდენტის მძიმე პოლიტიკური შედეგის გააზრებაში. ალბათ, მათი მხრიდან გაცილებით გონივრული იქნებოდა, მოეთხოვათ, რომ პარტიის ხელმძღვანელობას, უპირველესად კი, კახი კალაძეს, მთელ რიგ უხერხულ კითხვებზე პასუხი გაეცა.

რატომ წარადგინაქართულმა ოცნებამკორცხელში აშკარანაციონალი”? შესაძლო მიზეზი არც ისე ბევრია: ) კლინიკური იდიოტიზმი; ) მატერიალური დაინტერესება; ) შანტაჟი.

კახა მიქაია ამბობს, რომ ნაციონალებმა მოსთხოვეს(?!) ზუგდიდის გამგებელ ედიშერ თოლორაიას, “ქართული ოცნების” კანდიდატად ამირან ლაგვილავა წარედგინა. ამ ეპიზოდზე, ალბათ, ცალკე მსჯელობა უნდა გაიმართოს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რა მოხდა ქვედა საფეხურზე, მაინც გაუგებარია, რაზე ფიქრობდნენოცნებისხელმძღვანელები, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის ორდენოსანი მსახურის კანდიდატურას ამტკიცებდენ. თოლორაიას სამთავიანი ურჩხული რომ წარედგინა, მხარს მასაც დაუჭერდნენ? რა მოტივები იდგა ამ გადაწყვეტილების უკან?

ჩხუბის შემდეგ აუდიტორიის ყურადღებამ კალაძის შეცდომებიდან ორი პარტიის დაპირისპირებაზე გადაინაცვლა. ეს მას უდავოდ აძლევდა ხელს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებაც _ კალაძე ვერ გაბედავდა იმის გაკეთებას, რაც “გენერალურ ხაზს”, ბიძინა ივანიშვილის ნებას შეეწინააღმდეგებოდა. აქ კი, ალბათ, კონკრეტიკა დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ, რათა მომხდარს ზოგადი შეფასება მივცეთ და შევეცადოთ, დავადგინოთ, რა საინფორმაციო მოდელი იმალება მომხდარის უკან.

“ქართული ოცნებისთვის” ძალზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ამომრჩევლის თვალში სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებთან შეურიგებელ მებრძოლად წარმოჩნდეს. ეს ცუდად გამოსდის, რადგან 3,5 წლის განმავლობაში დამნაშავე მაღალჩინოსნების ან თუნდაც იმავე ზონდერების დასჯისთვის არც ისე ბევრი გააკეთა. პლუს, დასავლეთის ზეწოლის გამო კოჰაბიტაციას დათანხმდა და, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობისრეანიმირება მოახდინა, ამირან ლაგვილავას მსგავსი კადრებისპორტირებაზერომ არაფერი ვთქვათ. დღეს, როდესაც არჩევნები მოახლოვდა, სახელისუფლო პარტია მოწადინებულია, საკუთარ ელექტორატს დაუმტკიცოს, რომ, ყოველივე ამის მიუხედავად, “ნაცმოძრაობასთან” სერიოზულ ბრძოლას აწარმოებს. ჩხუბი, ფიზიკური დაპირისპირება გინების თანხლებით, კორცხელში მოხდება ის თუ პარლამენტში, ხელს უწყობს ასეთი წარმოსახვითი სურათის ფორმირებას და მას შესაბამისი სატელევიზიო “კარტინკით” ამყარებს. ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანიც კი ასეთ ვითარებაში შეიძლება ილუზიის ტყვეობაში მოექცეს.

მაგრამ შესაძლოა, პრობლემა, კიდევ უფრო ფართოა. ზოგიერთი დეტალი მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ამომრჩევლები ნაციონალების რევანშის შიშით გააერთიანოს. ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება პოლიტიკური გაკოტრების უტყუარი ნიშანია. ნაციონალებმა, როგორც ჩანს, მიიღეს ეს თამაში, რომელიც მათაც აძლევს ხელს და დღედაღამ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არანაირი რეალური წინაპირობა არ არსებობს, საზოგადოების ნაწილი მაინც ნერვიულობს და უიმედოდ შესცქერის “ქართულ ოცნებას”, რომელიც სისულელეს სისულელეზე აკეთებს (ბოლო მაგალითი _ ისევ და ისევ კორცხელი) და, შესაძლოა, მიდის დასკვნამდე, რომ კრიტიკულ მომენტში ის ვერაფერს გახდება. ამის გამო იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ სურთ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა აწამოს, გააუპატიუროს და მოკლას მათი შვილები, “ყოველი შემთხვევისთვისშეიძლებადემოკრატიის დამცველთა” (სახელწოდებას მნიშვნელობა არ აქვს) რაზმების ფორმირება დაიწყონ, რათანაცმაიდანსწინ აღუდგნენ. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაგვიყვანს, რომელიც, გარკვეულ პირობებში, შეიძლება ომშიც კი გადაიზარდოს.

იმედია, ბიძინა ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რას აკეთებს, და ქვეყანას ასეთი საფრთხის წინაშე არ დააყენებს, თუმცა ის, რომ ამდენი რამ დამოკიდებულია ერთი ადამიანის კეთილგონიერებაზე, თავისთავად საქართველოს სტრატეგიულ მარცხზე მიუთითებს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here