Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი _ მითები და რეალობა

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი _ მითები და რეალობა

940

30 მაისს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც განვლილი 4 წელიწადი შეაჯამა. მმართველი გუნდის საქმიანობა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო გეგმები, ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და ერებს შორის ურთიერთობა _ აი ძირითადი საკითხები, რომლებზეც წერილში ყურადღებაა გამახვილებული.

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არაერთგვარი შეფასებები გამოიწვია, უფრო მეტიც _ ურთიერთგამომრიცხავი. ერთნი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის წერილში ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო. მეორენი, ძირითადად, “ქართული ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილს ხოტბას ასხამენ და ამბობენ, რომ ეს იყო ყველაზე იმედიანი, ობიექტური და სწორი შეფასება; პარლამენტის ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს კი “ივანიშვილის წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა”.

ამ საკმაოდ ვრცელ წერილში ბევრი საკამათო პასაჟია, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ:

ბიძინა ივანიშვილი წერილის იმ ნაწილში (“სად ვიყავით”), რომელშიც მოჰყავს ნაწყვეტები 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული მიმართვიდან, აღნიშნავს:

* “საგადასახადოს, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობსერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაცემები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა.

ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და, თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც. ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას _ სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი”.

დიახ, მართლა ასე იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და სწორედ ამ ჯალათი რეჟიმის თავიდან მოსაშორებლად და სამართლიანობის აღსადგენად დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობამ “ქართულ ოცნებას”, იმედით, რომ ადამიანებს წართმეულ ბიზნესს დაუბრუნებდით, მკვლელებსა და მწამებლებს კი სათანადოდ დასჯიდით, მაგრამ მოხდა ასე? მხოლოდ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ექსმერი გიგი უგულავა არიან დამნაშავენი 2003-2012 წლებში ქართველი ხალხის თავზე დატრიალებულ უბედურებებში? განა დამნაშავე ნაციონალებთან კოაბიტაციის გამო დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს? ხომ ცხადია, რომ სწორედ ე.წ. კოაბიტაციის შედეგად აღზევდა “ნაციონალური მოძრაობა” და ახლა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის “დაუსჯელობის სინდრომით” გათამამებული წევრები საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების სათავეში დაბრუნებით ემუქრებიან. განა სახელისუფლო სტრუქტურები (განსაკუთრებით _ ძალოვანი უწყებები) “ნაცმოძრაობის” ყოფილი თუ მოქმედი წევრებით არ არის სავსე? განა კორცხელში გამართულ შუალედურ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” “ნაცმოძრაობის” მოქმედი წევრი(!) არ დაასახელა თავის კანდიდატად? განა კორცხელშიც ისეთივე მეთოდით, ცემა-ტყეპით, არ ჩატარდა არჩევნები, როგორ მეთოდებსაც თავის დროზე “ნაცმოძრაობა” იყენებდა?

* “ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო _ 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას”.

ამ ფრაზის წერისას ბატონ ბიძინას, ალბათ, არ გაახსენდა 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნები, როდესაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამინისტროს რესურსი გამოიყენა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ თამარ ხიდაშელს პარლამენტის დეპუტატობა გაუკვარახჭინა.

განა სხვას რას აკეთებდნენ არჩევნების გაყალბებაში დაოსტატებული ნაციონალები?! განა ეს არ არის იმ რეჟიმის მეთოდების გამოყენება, რომლებსაც გმობდით 2011 წლის წერილში?!

* ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნასა და რაღაცახალი ადამიანისჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდათ და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას”.

და რა, შეწყდა ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ? შეწყდა შეურაცხყოფა პატრიარქისა მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობებისა? განა პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი ან ლგბტ-აქტივისტების მიერ საპატრიარქოს გალავნის შეღებვა ერის შეურაცხყოფა არ არის?

სოციალურ ქსელებს თავი რომ დავანებოთ, მედიასაშუალებები გადაჭედილია საქართველოს პატრიარქისა და, საერთოდ, მართლმადიდებლობის ლანძღვა-გინებით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებსაც ფულს სწორედ ყოველივე ქართულისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ობსკურანტიზმის გადმონაშთად წარმოჩენაში უხდიან.

* “2011 წელს მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, რომ, _ წერს ბიძინა ივანიშვილი, _ პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.

დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, გავაღრმავებდით აშშსა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას”.

ამ დაპირებებიდან, აშშ-სა და ევროკავშირთან მდგომარეობის “გაღრმავების” გარდა, რაც თბილისში ბიოლოგიური ლაბორატორიის, ე.წ. საწვრთნელი ცენტრის მოდერნიზაციასა და “ვიზალიბერალიზაციაში” გამოიხატა, არაფერი გაკეთებულა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი (რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ლაპარაკი აღარ არის) ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ აღარ ახსენებს.

* “2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე 2009-2012 წლებშიმსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87- ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ზე აღმოვჩნდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66- ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით

სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000 საერთაშორისო დოლარს, რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს. იმავე კვლევის მიხედვით, 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46,4%-ით გაიზრდება”.

ამ (და სხვა) არნახული მიღწევების წაკითხვის შემდეგ კაცი უნებლიეთ იფიქრებ, რომ ბატონი ბიძინა სხვა პლანეტაზე, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს ან კიდევ მითებს გვიყვება, რადგან რეალობა სხვაა _ საქართველოში მაღალია უმუშევრობის დონე, ლარი გაუფასურებულია, ხოლო პენსიები _ სასაცილო… ქვეყანაში, საიდანაც მილიონზე მეტი ადამიანი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია გადახვეწილი და ბევრი, შიმშილით რომ არ მოკვდეს, ნაგავში იქექება, რომელ ეკონომიკურ წარმატებაზეა ლაპარაკი?!

ყველაფრის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წერილში არის მონაკვეთი, რომლის არსიც მისაღებია. როგორც ჩანს, ივანიშვილის ზოგიერთი მრჩეველი კითხულობს და ჯეროვნად აანალიზებს გონივრულ წინადადებებს. ალბათ, ამით აიხსნება ივანიშვილის წერილში რიგი მონაკვეთების ასეთი მსგავსება იმასთან, რაზეცსაქართველო და მსოფლიოწლების წინათ წერდა _ ეს არის საქართველოს ადგილი რეგიონში და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.

აი რას ამბობდა 2013 წლის ივნისშისაქართველო და მსოფლიოსთვისმიცემულ ინტერვიუში ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია:

“მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა შეუდგეს რეგიონში იმ როლის შესრულებას, რომელიც ისტორიულად განპირობებულია მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ბუნებრივი პირობებით, მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური შემადგენლობით, ქართველი ხალხის, როგორც სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის მენტალიტეტით. საქართველო მდებარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიჯნაზე, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, ქრისტიანობისა და ისლამის შეხების ადგილას, მეტიც, ქრისტიანობის ძირითადი განშტოებების _ მართლმადიდებლობის, კათოლიკობის, გრიგორიანობისა და ასევე ისლამის ძირითადი განშტოებების _ სუნიტებისა და შიიტების შეხების ადგილას. აქვე ისტორიულად არსებობს იუდაიზმი, ასევე ქურთების, იეზიდების, ასირიელებისა და მთელი რიგი ხალხების რელიგიები. და მიუხედავად ამისა, ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე მომხდარიყოს სერიოზული შეტაკება, მით უფრო რელიგიური ომები. ამიტომ საქართველო, ღვთისა და ისტორიის ნებით, წარმოადგენს ბუნებრივ მოედანს კონფესიათაშორისი, ეროვნებათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი ურთიეთობების შესწავლისთვის, ანუ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანური თანაარსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შესამეცნებლად. მართალია, შევარდნაძემ და სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობასთან ომის გაჩაღებით, რამაც ეთნოკონფლიქტების სახე მიიღო, უდავოდ სერიოზულად შელახეს საქართველოსა და ქართველების რეპუტაცია, მაგრამ, ვფიქრობ, საკითხის გონივრული დასმით ეს გამოცდილებაც შეიძლება ვაქციოთ კვლევის საგნად, როგორც, მაგალითად, ავანტიურისტი ხელისუფლების ვოლუნტარისტული ჩარევა ხალხების ბუნებრივად მიმდინარე თანაცხოვრებაში.

იდეალურ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იქცეს დემილიტარიზირებულ ქვეყნად, თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემსწავლელ ლაბორატორიად, რეგიონში წამოჭრილი სერიოზული საკითხების დასარეგულირებლად საერთაშორისო შეხვედრების ადგილად, სადაც მთელი რიგი მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტებისა განთავსდება. სწორედ სხვადასხვა ხალხებთან და რელიგიებთან მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილების გამო საქართველოს შეუძლია დიალოგების არენად იქცეს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა თურქულ-ქურთული, სომხურ-აზერბაიჯანული, ირანულ-თურქული, ირანულ-აზერბაიჯანული, თურქულ-სომხური პრობლემები, რამეთუ საქართველოში თითოეული მხარე დაინახავს მონათესავე გარემოს უკონფლიქტო თანაცხოვრების ჩვენეული გამოცდილებით. მსგავსი საქმიანობისთვის უზარმაზარი პერსპექტივები არის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩვენ შევძლებდით მათ არსებით დახმარებას პრობლემების დარეგულირებაში, რომლებიც მუდმივად წარმოიშობა ხოლმე საქართველოსთან ისტორიულად მრავალი ძაფით დაკავშირებულ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ მსოფლიო რელიგიურ კონფესიათა შორის დიალოგის ადგილი გახდეს. ასეთი როლი _ ჟენევის როლი ჩვენს რეგიონში _ უზრუნველყოფდა საქართველოს საჭიროებას ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, შესძენდა მას პატივისცემას და შეუქმნიდა ავტორიტეტს რეგიონის ხალხებში, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენა გამოიწვევდა ქვეყანაში სოლიდური ფინანსური სახსრების მოზიდვას, მოახდენდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას, კვლევითი მუშაობის სტიმულირებას ისტორიის, რელიგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა დარგებში… ამასთანავე, საქართველოს თავისუფლად შეუძლია, იქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრად მაღალი კლასის კლინიკებითა და სანატორიული ბაზით. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გახდეს მეზობელი ხალხებისთვის მათი კულტურული მიღწევების დემონსტრირების ადგილი: აქ შესაძლებელია საერთაშორისო თეატრალური და კინოფესტივალების, სამხატვრო გამოფენების, მუსიკალურ ღონისძიებათა ჩატარება; ჩვენ ხომ გვქონდა ამის გამოცდილება, უბრალოდ, საჭიროა, აღვადგინოთ და გავაღრმაოთ იგი.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ქართული მათემატიკური სკოლა, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა. ბევრ ერს არ შეუძლია მოიწონოს თავი ეროვნული სამეცნიერო სკოლებით. გონივრული მიდგომით ყველაფერ ამის აღორძინება შეიძლება, ყველაფერი ეს მოთხოვნადია თანამედროვე მსოფლიოში, ყოველივე ეს საქართველოს მოუტანს პოზიტიური, ეფექტურად განვითარებადი ქვეყნის სახელს, ხოლო ქართველებს _ თანამედროვე, ინტელექტუალური ერის რეპუტაციას, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით მეცნიერებასა და კულტურას ავითარებს.

მე ვოცნებობდი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ავაშენებდით. სწორედ ასეთ მოდელს ვთავაზობდი 90-იან წლებში და იმედი მქონდა, რომ შევარდნაძე, თავისი საერთაშორისო გამოცდილებიდან და მაშინდელი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ამ გზით წავიდოდა, მაგრამ მან საგარეო დიქტატისადმი მორჩილება, ქვეყნის დეინდუსტრალიზაცია, სამეგრელოს აოხრება და გაძარცვა, აფხაზეთში ძმათაკვლა ამჯობინა. სააკაშვილმა კი გააგრძელა თავისი სულიერი მამის მოღვაწეობა. საქართველო დაიქცა, მისი განვითარება შეჩერდა, დაიწყო დეგრადაციის პროცესი. დღეს ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი უნდა იყოს “ქართული ოცნება”.

ეს კი ამონარიდია ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის 30 მაისის წერილიდან, რომელიც, ფაქტობრივად, იმეორებს ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას:

“ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება, გამორჩეული შესაძლებლობა, რომლის მეოხებითაც იგი წარმატებას აღწევს. ეს შეიძლება იყოს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ბუნებრივი წიაღისეული, ადამიანური რესურსი, შრომისმოყვარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ. საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად მესახება მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა და ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილება, რომლის წყალობითაც თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისკენ სწრაფვის უნარ-ჩვევები ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩაწერილი…

 კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა _ დათმობა, როცა საჭიროა _ მტკიცედ დგომა ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა. ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას _ ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმსა და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ. საქართველოში გვაქვს სკოლები, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად სწავლობენ, გვერდიგვერდ ლოცულობენ და განსხვავებული სარწმუნოება უფრო საინტერესოს ხდის მათ ურთიერთობას. ჩვენი ხასიათისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი სხვისი სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირება. ამ მხრივ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსის თუ რელიგიური ჯგუფის მეგობრულად და კეთილგანწყობით თანაარსებობის მისაბაძი მოდელი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობები, თავს მოგვახვიონ პოლიტიკური თუ რელიგიური რადიკალიზმი, აგრესია განსხვავებული აზრისა თუ ცხოვრების წესის გამო, განადგურებით ემუქრება ჩვენი არსებობის საფუძვლებს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და შეურიგებლობა გვმართებს. სწორედ გულწრფელი ტოლერანტობა წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გასაღებს და იმ ოქროს საწმისს, რომლითაც ჩვენ საინტერესონი გამოვჩნდებით მსოფლიოსთვის.

ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ…

ჩვენი სტრატეგიული კაპიტალია გეოპოლიტიკური მდებარეობა და კულტურათა მშვიდობიანად შეხვედრისა და ჰარმონიული თანაარსებობის გამოცდილება. ავტორიტარიზმში დაბრუნება ჩვენთვის, მხოლოდ პოლიტიკური კი არა, კულტურული და მენტალური ტრაგედიაც იქნება, ვინაიდან ავტორიტარიზმი ძალადობას ეფუძნება, მისთვის მიუღებელია პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და ნულოვან ტოლერანტიზმს ამკვიდრებს.

ნულოვან ტოლერანტობასა და ავტორიტარიზმში დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, კულტურათა მშვიდობიანი გზაშესაყარის ნაცვლად, ცივილიზაციათა გზაგასაყარად და ინტერესთა შეჯახების პოლიგონად გადაიქცევა, რაც დაგვანგრევს და განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას მოგვისპობს”…

შეძლებს თუ არა ამ დაპირების შესრულებას ბიძინა ივანიშვილი, მალე დავინახავთ, თუმცა ჯერ მისმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, თანაც დიდი უპირატესობით და ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს ეროვნული ძალები და არა პროდასავლურანტიქართული, როგორც ეს გააკეთა 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაცქართულ ოცნებას” “ნაცმოძრაობიდან” “გადაპორტირებულიპირები, რესპუბლიკელები და ალასანიას პარტიის წარმომადგენლები მიაბა.

საერთოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ამ წერილს წერდა არა როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უნდა, გაიაზროს საკუთარი, ტერიტორიებდაკარგული, კატასტროფის პირას მყოფი კავკასიური ქვეყნის, რეგიონის, უშუალო სამეზობლოს რეალობა, არამედ, როგორც, მაგალითად, რომელიმე ბალკანური სახელმწიფოს წარმომადგენელი.

“ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველოს კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად ძალიან მალე გადაქცევაზე” საუბრისას ის არაფერს ამბობს ჩვენი უშუალო მეზობლების _ თურქეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იმიერკავკასიის რესპუბლიკების ფაქტორზე, მათ ინტერესებთან ჩვენი ინტერესების თანხვედრის აუცილებლობაზე და ისე გატაცებით საუბრობს “საქართველოს ევროპულ გზაზე”, თითქოს ჩვენი უშუალო მეზობლები გერმანია, ლიხტენშტეინი ან საფრანგეთი იყვნენ და არა თურქეთი, ირანი და რუსეთი. იგი არათუ არ აცნობიერებს იმას, რომ საქართველო არის არა ცენტრალურ ევროპაში, არამედ შუაგულ კავკასიაში, თანაც ფრიად სახიფათო გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი დანაწევრებული ქვეყანა, არამედ უფრო მეტიც _ საერთოდ გვერდს უვლის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებსა და ამისთვის სასწრაფოდ განსახორციელებელ ღონისძიებათა თემას. თანაც გაუგებარია _ ახლა რომ გაახსენდათ მას და მის მრჩევლებს “საქართველოს კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად გადაქცევა”, ვინ დაუშალა ამ საშური საქმისა და იდეის წლების წინათ, ანუ მაშინვე გაზიარება, როდესაც ასეთი შეთავაზება მისმა გუნდმა ალექსანდრე ჭაჭიასგან საჯაროდ მიიღო?

თავის წერილში ივანიშვილს, ასევე, ავიწყდება, რომ საქართველოს სულიერ-ზნეობრივი დეგრადაცია აქტიურ ფაზაშია შესული; რომ მიმდინარეობს დაუფარავი შეტევა მართლმადიდებლობაზე; რომ ხდება გარყვნილების დანერგვა-პროპაგანდა; ერის, როგორც სოციო-კულტურული ფენომენის გადაგვარება და კვლავ აქებს კოალიციას, რომელიც შექმნა… შეგახსენებთ, ეს ის კოალიციაა, რომელიც მეტწილად ზემოჩამოთვლილ უბედურებებში ხშირად “ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტად ჩართული რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიისგან თუ სააკაშვილის ბანდის სხვა ოდიოზური თანამზრახველებისგან შედგებოდა… ივანიშვილი მოგვიწოდებს, კვლავ დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” _ პრემიერ კვირიკაშვილის “გამოცდილ გუნდს”… ვის, ბატონო ბიძინა, რესპუბლიკურ პარტიას, “ოცნებაში” პორტირებულ სხვა ნაცებსა და მათ დესანტს თუ ბატონ კოღუაშვილს, რომელსაც, ლამისაა, ენა გაუცვდეს სააკაშვილის რეჟიმის ჯალათების ქება-დიდებაში? იქნებ მარგველალაშვილს ან ენამჭევრ ზაქარეიშვილს, ან შეუდარებელ ხიდაშელს უნდა დავუჭიროთ მხარი? განა ასევე არ მოგვიწოდებდით, თან დაჟინებით და ჯიუტად, ამ რამდენიმე წლის წინათ, მხარი დაგვეჭირა რესპუბლიკელებისთვის, ალასანიასთვის, მარგველაშვილისთვის? სად არიან დღეს ისინი, ვის ინტერესებს იცავენ?

თქვენ თავს იწონებთ, რომ, ნაციონალების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქვეყანა მათგან დაქცევას გადავარჩინეთო. ვინ, თუ არა თქვენ, აიძულეთ ქართველი ხალხი, შერიგებოდა თავსმოხვეულ კოაბიტაციას დამნაშავეებთან? ახლა შეიძლება ამის აღიარება გეუხერხულოთ, მაგრამ სწორედ თქვენ იყავით კოაბიტაციის ავანგარდში, როდესაც ადეიშვილის “კარგ მენეჯერობას” მისტიროდით, თინა ხიდაშელი კი იქამდე გაკადნიერდა, რომ განაცხადა, კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო.

საქართველოს მიმართ ამერიკელების სქემის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი ის არის, რომ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენთან არსებობს ორი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა _ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. არადა, სინამდვილეში, როგორც დრომ აჩვენა, ეს ერთი და იმავე მსოფლმხედველობის ძალებია. ქვეყანაში რეალურად არ არსებობს ალტერნატიული მსოფლმხედველობის გამტარებელი პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ აძლევს ივანიშვილსა და “ოცნებას” კრედიტს _ ამომრჩევლის მხადრაჭერის თამასუქს.

არჩევანი მარტივია _ ხმა უნდა მივცეთ ან “ოცნებას”, ან ხელისუფლებაში მოვლენ “ნაცები”. გარეწრები ხმას “ნაცმოძრაობას” მაინც მისცემენ, მაგრამ ეს იქნება ხმების არცთუ დიდი რაოდენობა. ივანიშვილიც და ამომრჩეველიც ხვდებიან, რომ ამ არჩევნებზე, “ოცნების” არჩევის გარდა, სხვა ალტერნატივა, თუ არა “ნაცბანდის” ხელისუფლებაში დაბრუნება, არ გვაქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხმა _ “ქართულ ოცნებას”!

იმედი ვიქონიოთ, რომ ივანიშვილი და “ოცნება” მომავალ ოთხ წელიწადს მაინც გამოიყენებენ გონივრულად და ბოლომდე უსარგებლოდ არ ამოწურავენ ამომრჩევლის ნდობის კრედიტს.

გიორგი გაჩეჩილაძე

1 COMMENT

  1. 2012-ში კიდევ ერთხელ მოგვაღორეს ამერიკელებმა და მათმა ქართველმა მარიონეტებმა,
    ნაც-ქოცები ჯოხის ორი ბოლოა, შიგადაშიგ პატრიოტების ჩართულობით.
    ბანი ბურჭულაძეც ცერეუს პროექტია, თავისი შიგთავსი წევრებით.

  2. ბ–ნო ბიძინა, ხალხი აღარ გენდობათ. ამიტომ, თუ საპარლამენტო არჩევნებში \\\”ოცნების\\\” დიდი უმრავლესობით გამარჯვება გინდათ წინაწარ დაასახელეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეთ აირჩევთ ქ–ნ ნინო ბურჯანაძეს, პრეზიდენტად – ბ–ნ თარხან–მოურავს, საგარეო საქმეთა მინისტრად – ქ–ნ სალომე ზურაბიშვილს, ომბუცმენად – ბ–ნ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, პრემიერმინისტრად – თვითონ დადგებით, თანამდებობებზე დატოვებთ ქ–ნ თეა წულუკიანს, სერგიენკოს, მეჭიაურს, ნარმანიას და პროქართულად მომართულ სხვა პროფესიონალებს.

  3. ძირს \\\”ცრუთავი-2 , გარყვნილების და პედერასტების ბუდე. სრააკაშვილის იდეოლოგიური ტერორის რუპორი. გარეკეთ ნაყიდი და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო \\\”შპიონები\\\” გამგეობებიდან, მერიიდან, საკრებულოდან. გვეყო გიაურების, ხუშტურიებიების და მესამე ნაძირალა მაზოლიშვილი- კოჟორიძის პარპაში მარგველაშვილის გვერდით. დაიძაბეთ ქართველებო, გავრეკოთ ეს ალასანია – უსუფაშვილის კოჰაბიტანტები. მიშა, ბარამიძე, და სხვა მკვლელები ციხეში, დროა დაუმშვენონ გვერდები \\\”ორგვამიან მერაბიშვილს\\\”.

  4. ამ ბოლო დროს ერთი ფრაზა ამეკვიატა……,, რა გითხრათ რით გაგახაროთ\\\’\\\’ სრული ჭეშმარიტებაა, ბატონო გიორგი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება რაც არ უნდა თქვა ქარავანი მიდის და მიდის მოუსავთეთში და ხალხი, ერი და ბერი საღათას ძილით არის მოცული. ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას დიდი ხანია ვიცნობ მისი სტატიებიდან და გულწრფელად გითხრათ მასავით, რეალული, ჭეშმარიტი შემფასებელი წარსულის, აწმყოსი და იმ ხედვებისა რაც მას სამომავლოდ გააჩნია თითო ოროლა თუ მეგულება.
    სამწუხაროდ მარტო უფლის იმედად ვართ დარჩენილები.

  5. მორიგი ტყუილების კორიანტელია ბიძინას ე.წ. წერილი, რომელიც ამერიკის საელჩოდან არის გაგზავნილი!

  6. getanxmebit, es werili ivanishvilis dacerili ar aris!!! mas ar akvs aseti erudicia( tumca cerili zogadia da konkretika aklia). samagierod ivanishvils akvs dzalaupleba (ase ganacxada \\\”ra movuxerxo am dzalauplebas…romelsac turme xalxi anchebs:-) ) hoda misi dzalauplebasc aris didi puli romlitac is isev apirebs xalxis dachmoreba/moskidvas.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here