Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

566

აშშის სახმელეთო ჯარების მინისტრად ჰომოსექსუალი დანიშნეს

აშშის სენატმა რამდენიმე დღის წინათ აშშის სახმელეთო ჯარების მინისტრად ერთხმად დაამტკიცა ერიკ ფენინგი. ამრიგად, ფენინგი პირველი გეია, რომელიც აშშის არმიის  ერთერთ სახეობას უხელმძღვანელებს.

ფენინგი, რომელიც აშშ-ის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელის პოსტზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა, ადრე სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრის მოადგილედ და თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსად მუშაობდა.

არმიის მინისტრი პენტაგონში სამოქალაქო პოსტია. პირი, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს, პასუხისმგებელია სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე, აგრეთვე, იარაღის შეძენასა და საფინანსო საკითხებზე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/2422.jpg

უკრაინელებმა ჯამალას გამოსახულებიანი საცვლების გაყიდვა დაიწყეს

ნეზალეჟნაიასმოხერხებულმა ბიზნესმენებმაევროვიზიისკონკურსში უკრაინრელი მომღერლის გამარჯვებით გამოწვეული საყოველთაო აღტაცებით ისარგებლეს და მომღერალ ჯამალას გამოსახულებიანი საცვლები დაამზადეს.

ვებგვერდ Amazon-ზე ახალგამომცხვარი ვარკვლავის თაყვანისმცემლებს სთავაზობენ, შეიძინონ ზურგჩანთები, მაისურები, შორტები და ტრუსებიც კი, რომლებზეც “ევროვიზიია-2016”-ის გამარჯვებულია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენეტ პეტრე პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსეს პეტიცია _ მოსახლეობის ნაწილი ჯამალასთვის “უკრაინის გმირის” წოდების მინიჭებას ითხოვს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/03700856.jpg

ბრიტანელებმა ფეკალიების ეროვნული მუზეუმი გახსნეს

ლა მანშის სრუტეში მდებარე დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდ კუნძულ უაიტზე (ჰემფშირის საგრაფო) ფეკალიების ეროვნული მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის ექსპოზიციის დათვალიერება ზაფხულის დასასრულამდე შეიძლება, შემდეგ ისგასტროლებზეგაემგზავრება მსოფლიოს სხვა მუზეუმებში.

ფეკალიების ეროვნული მუზეუმი რამდენიმე ბრიტანელი ბიზნესმენისა და უაიტის ზოოპარკის ხელმძღვანელთა თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

დაინტერესებულებს შეეძლებათ ფეკალიების რამდენიმე სახეობის დათვალიერება _ დაწყებული 140 მლნ წლის წინათ დედამიწის ბინადარი ცოცხალი ორგანიზმების გაქვავებული ექსკრემენტებით, დამთავრებული ლომის, მელიის, ლოსის, მტრედისა და ფაუნის სხვა წარმომადგენელთა თანამედროვე ნიმუშებით.

მუზეუმში მოწყობილია რეტროს სტილის ტუალეტები, რომლებშიც გამოკრულია ინფორმაცია ცოცხალი ორგანიზმების მოქმედების ამ მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ.

კუნძულ უაიტზე მოწყობილი ფეკალიების ეროვნული მუზეუმი პირველია დიდ ბრიტანეთში. ამ კატეგორიის მუზეუმებში პირველობა ეკუთვნის იტალიას: იქ ემილია-რობანიას რეგიონში 2015 წელს შექმნეს ნეხვის მუზეუმი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1463739686_moya-borba.jpg

ჰიტლერისმაინ კამპფი”, შესაძლოა, გერმანიის სკოლების სასწავლო პროგრამაში შეიტანონ

ბავარიის ფედერალური მიწის პარლამენტი (ლანდტაგი) განიხილავს შესაძლებლობას,

15-17 წლის მოზარდების სასწავლო პროგრამაში ადოლფ ჰიტლერის წიგნის _ “მაინ კამპფის” (“ჩემი ბრძოლა”) შეტანის შესახებ.

იდეის ერთ-ერთი ავტორის, რეგიონის დეპუტატ ტომას გერინგის (იმედია, მისი და ნაცისტების ერთ-ერთი მეთაურის, ჰერმან გერინგის, გვარის დამთხვევა შემთხვევითია _ ნ.კ.) აზრით, “წარსულში ჩადენილი შეცდომების ცოდნა მოზარდებს დაიცავს ახალი მემარჯვენე იდეოლოგიისგან”. ეს არ არის ამ რეზონანსული ინიციატივის განხორციელების პირველი მცდელობა. უფრო ადრე გერმანიის განათლების მინისტრმა იოჰანა ვანკამ წამოაყენა წინადადება გერმანული სკოლების სასწავლო პროგრამაში ჰიტლერის წიგნის შეტანის შესახებ.

ხელისუფლების ამ ნაბიჯმა ქვეყანაში, რომელშიც საიმიგრაციო პოლიტიკას საზოგადოება მწვავედ აკრიტიკებს, შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდების გადახრა ნაციონალ-სოციალიზმის მხარეს. ამ თემატიკის მიმართ გერმანიის მოსახლეობის ყველა ფენა იჩენს ინტერესს. “2016 წლის დასაწყისში “მაინ კამპფის” ბოლო გამოცემის მთელი ტირაჟი წინასწარ, მაღაზიის დახლებზე გამოჩენამდე გაიყიდა _ “შპიგელის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 55 ათასი ეგზემპლარი.

გერმანიაში მემარჯვენე პარტიების გააქტიურება შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, მთავრობა კი ისე იქცევა, თითქოს ვითარებას აკონტროლებს. ახლახან ულტრამემარჯვენე პარტია “პეგოდის” მიტინგზე, პირველად ბოლო 70 წლის განმავლობაში, გაისმა მოწოდება “გერმანია, გაიღვიძე!”. რამდენიმე წლის წინათ მსგავსი ლოზუნგისთვის ციხეში სვამდნენ, ახლა კი მას ყურადღებას არავინ აქცევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here