Home რუბრიკები ეკონომიკა ღირს თუ არა სესხის აღება საზღვარგარეთ სასწავლებლად?!

ღირს თუ არა სესხის აღება საზღვარგარეთ სასწავლებლად?!

942

თანამშრომლის ძებნისას დამქირავებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს აპლიკანტს, რომელსაც განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული. შესაბამისად, საქართველოში წლიდან–წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიან. თუმცა,  კიდევ უფრო მეტია მსურველია,ვისაც გონებრივი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ფინანსური მხარე აფერხებს.

სხვადასხვა ფონდის და ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსების გარდა, არსებობს სტუდენტური სესხი, რომელიც დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებად ითვლება.

საიტი sesxebi365.com, სადაც უპროცენტო სესხების გამცემი  მიკროსაფინანსო კომპანიების დიდი არჩევანია მოცემული,  გთავაზობს მცირე მიმოხილვას, სადაც აღწერილია, რა მდგომარეობაა სტუდენტურ სესხთან დაკავშირებით საქართველოში, ანუ როგორია ბანკების დამოკიდებულება ახალგაზრდობის განათლების დაფინანსების სფეროში. 

სტუდენტური სესხის გაცემის დროს, ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებლებასთან, ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. ბანკები, სწორედ, მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციით გებულობენ მომხმარებლის სურვილებს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე.

სამწუხაროდ, საქართველოს სტუდენტები არ არიან განებივრებულნი ისეთი ბანკების მრავალფეროვნებით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად, მზად არიან გასცენ სტუდენტური სესხი.

სტუდენტურ სესხს გთავაზობს საქათველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი და ბანკი რესპუბლიკა, თუმცა, მათი უმრავლესობის მომსახურება მხოლოდ ქართულ უნივერსიტეტებზე ვრცელდება.

საზღვარგარეთ სასწავლებად თანხას მხოლოდ  ბანკი რესპუბლიკა გასცემს, თუმცა სესხი კონკრეტულ უნივერსიტეტებზე ვრცელდება, რომელთა ჩამონათვალი ბანკის ვებ–გვერდზეა მოცემული. მათ მიერ შემოთავაზებული თანხის მაქსიმალური რაოდენობა 60 000  დოლარია. სესხი 10 000 დოლარამდე უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, ხოლო უფრო დიდი ოდენობის თანხის გამოსატანად, უზრუნველყოფაა საჭირო.  სესხის დასაფარად ბანკი 120 თვეს გაძლევთ, ამავდროულად  მოქმედებს 30 თვიანი საშეღავათო პერიოდი. კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, ის გარკვეულ შეღავათებსაც გთავაზობთ. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%–დან იწყება. როგორც ბანკის ვებ–გვერდზეა მითითებული, სესხის გადახდაზე ზრუნვა სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ.

განათლების მიღება საკუთარი ნათელი მომავლის შენებისთვის, უდაოდ, დიდი მსხვერპლის ფასადაც ღირს. შესაბამისად, დაფინანსების ალტერნატიული წყაროს არ არსებობის შემთხვევაში, თუ ჭკვიანურად დაგეგმავთ, სესხის აღებაც უნდა გარისკოთ. თუმცა, აქ მეორე საკითხია. როდესაც ქვეყანაში მხოლოდ ერთ ბანკს აქვს მსგავსი შემოთავაზება, მომხმარებელს არ აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ ბაზარზე, კონკრეტული მიმართულებით, მხოლოდ ერთი კომპანია ოპერირებს,  ის თავად მართავს სიტუაციას. ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში, ბანკებს შორის გაზრდილი კონკურენცია გამოიწვევდა  უფრო დახვეწილ სერვისს და მომხმარებლისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას. ეს იქნებოდა, უზრუნველყოფის გარეშე გაცემული თანხის უფრო მაღალი ზღვარი, დაბალი საპროცენტო განაკვეთი თუ შეცვლილი სესხის დაფარვის ვადები.

მაგალითად, ინდოეთში 10 – ზე მეტი ბანკი გასცემს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად განკუთვნილ სტუდენტურ სესხს და  ინდოელ სტუდენტებს საკმაოდ მრავალფეროვანი შეთავაზებიდან უწევთ  არჩევანის გაკეთება.

საბოლოოდ, საქართველოში ეს სფერო არ არის განვითარებული და, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, სჭირდება ხელშეწობა,  ბანკების წასახალისებლად,  რათა საფინანსო ორგანიზაციები შესთავაზონ აღნიშნული პროდუქტი სტუდენტებს და მეტ ახალგაზრდას მიეცეს   საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.

სტატიის საინფორმაციო პარტნიორია საიტი http://sesxebi365.com/

sesxebi365.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here