Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილის ათწლიანი პოლიტიკა ყველაფერს გასაგებად და მისაღებად გეუბნებოდათ, ბატონო პაატა, გატრუნული რომ...

სააკაშვილის ათწლიანი პოლიტიკა ყველაფერს გასაგებად და მისაღებად გეუბნებოდათ, ბატონო პაატა, გატრუნული რომ იყავით?!

621

პაატა ბურჭულაძის მიშანარევი რეჩიტატივი

დიდი ხანია, ნაციონალებისა და მათი მხარდამჭერების უტიფარ განცხადებებზე გამოხმაურებას აზრი დაკარგული აქვს, აზრი მხოლოდ სამართლის ენაზე საუბარს აქვს, მაგრამ აშშის მხარდაჭერით გულმოცემულ დამნაშავე ნაცებს ამ ენაზე საუბარს ვერავინ უბედავს. სხვისი ავტორიტეტით თბილ სავარძლებზე მოკალათებულ, ფულის კეთებაზე გადასულ ხალხისრჩეულებსფიქრადაც არ მოსდით წინასაარჩევნოდ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა. ჩვენდა სამარცხვინოდ, 150 დეპუტატიდან მხოლოდ ორმა ადამიანმა გაბედა სიმართლის თქმა _ გოგი თოფაძემ და თამაზ მეჭიაურმა

მე საღერღელი ამიშალა და საკრიტიკო კალამიც ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ამაღებინა ხელში, კერძოდ, პაატა ბურჭულაძის განცხადებამ (პოლიტიკაში ჩართვაზე) და მისი პარტიის იდეოლოგიური ლიდერის _ ხათუნა ლაგაზიძის აღიარებამ.

დავიწყოთ ბატონი პაატას ერთიმეორეზე “უკეთესი” წინადადებებით:

1. “არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ”.

შესანიშნავი სიტყვებია, მაგრამ რომელი ბატონი, ბატონო პაატა, – შინაური თუ გარეული? “ბატონის” ნაცვლად “მმართველი” რომ გეთქვათ, ალბათ, მეც თქვენსავით შინაურს ვიგულისხმებდი, მაგრამ დავიჯერო, მართლა გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილია ჩვენი ბატონი და ის გვაცხოვრებს თავისი გემოვნების მიხედვით? შემთხვევით ამერიკის სრულუფლებიან (ჭეშმარიტად) ელჩში (ელჩებში) ხომ არ გერევათ?!

2. “ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი”.

კი მაგრამ, არც “ეკონომიკურ მკვლელებად” მომაგრებულმა (ყველა უწყებაში) ამერიკელმა მრჩევლებმა იციან, რა უნდა უნდოდეს ნორმალურ ქვეყანას? თუ იციან და გვიმალავენ? და ამის გასაგებადაა საჭირო თქვენი ამერიკაში ვიზიტები?!

ბიზნესის ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე კი იმას გეტყვით ცნობისთვის, რომ სწორედ ბიზნესისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობის გზით მიაღწია დიქტატორმა პინოჩეტმა უდიდეს წარმატებას _ ჩილე საგარეო ვალის არმქონე ერთადერთ სახელმწიფოდ აქცია დასავლეთ ნახევარსფეროში.

3. “ჩვენ უნდა ვირჩევდეთ ჩვენს მომავალს, ისეთს, როგორიც მოგვწონს”.

ისე გვთავაზობთ ამ აბსოლუტურ ჭეშმარიტებასავით მისაღებ აზრს, თითქოს, მრავალფეროვანი მომავალი გვეხატებოდეს წინ და ჩვენს გემოზე შეგვეძლოს ისეთის არჩევა, როგორიც მოგვწონს, ეს შტერი ქართველები კი მაინც საკუთარი თავისა და ქვეყნის დამღუპველ მომავალს ვირჩევდეთ. ისე, ამ მოსაწონებელი მომავლის თაობაზე რამე ხომ არ ჩაუფუჩუნეთ მორიდებულად ძია სემს ყურში? მხოლოდ სამოქმედო დირექტივებით ხელდამშვენებული ჩამობრძანდით ვაშინგტონიდან?

4. “ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად, რა როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო თანამეგობრობაშირა როლი უნდა ვითამაშოთ ევროპულ ოჯახში, რის გამო უნდა გვცენ პატივი ჩვენმა მეზობლებმა და სხვა ქვეყნებმა”.

პოლიტიკა არ გვეუბნება, რის გამო უნდა გვცენ პატივი მეზობლებმაო. როგორ დაიმსახურო პატივისცემა, ეს თუ არ იცი პოლიტიკაში მიმავალმა ზრდასრულმა კაცმა და ამის თქმას ხელისუფლების პოლიტიკისგან მოელი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! და კიდევ _ სააკაშვილის 10-წლიანი პოლიტიკა ყველაფერს გასაგებად და მისაღებად(!) გეუბნებოდათ, ბატონო პაატა, გატრუნული რომ იყავით?!

ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, რა როლი უნდა ვითამაშოთ მსოფლიო თანამეგობრობაშიო. მსოფლიოთანამეგობრობაშიჩვენისთანა ნიჭიერ, ნებისმიერი როლის შემსრულებელ ხალხს, აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა, მართლაც რომ გვათამაშებენ, როგორც თოჯინებს, სპეციალურად ჩვენთვის დაწერილი სცენარის მიხედვით _ ეს თუ არ იცით, ბატონო პაატა, პოლიტიკაში რა გინდათ?! ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანი, რაც უნდა კეთილი სურვილები ამოძრავებდეს, ნაბიჯს ვერ გადადგამს თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მხოლოდ ფუჭ, უტოპიურ იმედებს ჩაუსახავს მოსახლეობას.

5. “ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ, როგორი სამშობლო გვექნება ხვალ. ეს, ეტყობა, ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ”.

რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები მსოფლიოს ბანს (და მეც ბანს ვაძლევ), არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეეები ნამდვილად ვერ ვხედავთ ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს, უფრო სწორად, ვხედავთ ძალიან მუქ ფერებში – დაგლახავებულს, ერთმანეთზე გადაკიდებულს, კიდევ უფრო დანაწევრებულ-დამცრობილს, მიწაგაყიდულსა და გადაგვარებულს.

ეს, ეტყობა, ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ეს არ უნდა ვიცოდეთო, რომ ამბობთ, ამასეტყობა”, რად უნდა, ეს რომ ასე იყო გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც ასე რომ არის და ხვალაც _ სააკაშვილის, უსუფაშვილის, ალასანიას პარტიებთან, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულარასამთავრობოორგანიზაციებსა და სხვა ქინძგირჩებთან თქვენი ჩახუტების შემდეგაც (და შედეგად) ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი საქმე რომ არ იქნება, არც ეს იცით? და, თუ არ იცით და არცპოლიტიკაგვეუბნება ამას, შორს წასვლა რისთვის გჭირდებათ?! აგერ, დიღომში გვყავს ამერიკის ელჩი, შეჰკითხოდით მას და ამომწურავ პასუხს არ დაგამადლიდათ და არც რჩევებს დაიშურებდა! აჰ, უკვე დაგაკვალიანათ?

6. “და რატომ გინდათ, ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით; ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ამის ყურება”.

ეს დამაგვირგვინებელი ნაწილია პაატა ბურჭულაძის განცხადებისა.

ჰმ, 10 წელი, როცა სააკაშვილის რეჟიმის სახელმწიფო ტერორი მძვინვარებდა, ითმენდა ეს კაცი და ახლა, როცა არც აწამებენ და აღარც აუპატიურებენ, როცა ქონებასაც აღარ ართმევენ სახელმწიფოს სახელით და ქუჩაში, ციხეებსა თუ პოლიციის განყოფილებებში უდანაშაულო ხალხს განუკითხავად სულს აღარ ხდიან, როცა გლეხს უფასოდ უხნავენ მიწას, სასუქის ფულსაც აძლევენ და სეტყვით მიყენებულ ზარალსაც უნაზღაურებენ, ახლა გახდა ხელისუფლება ისეთი აუტანელი, რომ მეტის მოთმენა თურმე აღარ შეუძლია?! საკრიტიკო და თანაც გვარიანად საკრიტიკო როგორ არ არის ამჟამინდელი ხელისუფლება, მაგრამ სირცხვილია, დიდი სირცხვილი მოთმენაზე ლაპარაკი იმ კაცის მხრიდან, რომელსაც 10 წელი პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული!

“ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდაო…” თუ გტკიოდა, ამ ტკივილს მხოლოდ სიმღერით გამოხატავდით, ბატონო პაატა? იქნებ პოლიციის რეფორმა, იუსტიციის სახლი და ავღანეთ-აფრიკაში ამერიკის სახელით “საქართველოსთვის” მეომარი და დაღუპული ბიჭები გიყუჩებდათ ამ ტკივილს? ხმის ამოღებას ვერ ბედავდით და ახლა დიდი გული გაქვთ, ხომ? ან რა გიხაროდათ, “გვიხაროდაორომ ამბობთ, დუმბაძის ენით რომ ვთქვათ: თუ ქვეყანა ინგრეოდა, თუ სოფელი უკაცრიელდებოდა და შენი სამშობლო ქართველებისგან იცლებოდა, თუ ტრადიციებს, ეკლესიასა და პატრიარქს დასცინოდნენ და გიგინებდნენ, შენ რა გიხაროდა, შე კაიდედმამიშვილო (არადა, მართლაც კარგი დედმამის შვილია)?!

გარედან ამის ყურება აღარ შეგვიძლიაო, შიგნიდან ყურება უფრო ადვილად გეჩვენებათ? თუ გაბედავთ და პოლიტიკაში მომყვან ძალას აუხტებით ისე, როგორც ეს პრეზიდენტად დასმულმა მარგველაშვილმა მოიმოქმედამადლობისნიშნად?! უკაცრავად, რა ბრძანეთ, არავის არ მოუყვანიხართ? თქვენით გადაწყვიტეთ ოპერის სცენიდან პოლიტიკის სამზარეულოში თავის შეყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება და აქ ამერიკა არაფერ შუაშია? პოტომაკის ნაპირებზე კონსულტაციების მისაღებადაც თქვენივე ინიციატივით ჩადიხართ? დავიჯერებდით დაუჯერებელს, მაგრამ თქვენი პარტიის იდეოლოგის, თანაც _ “ექსპერტის”, ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძის აღიარებას რა ვუყოთ?

“ფაქტი გახლავთ ის, რომ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი არის გაკოტრებული და, უბრალოდ, პაატა ბურჭულაძეს დღეს არ ჰქონდა უფლება ისევე, როგორც მის გუნდს, ქვეყანა დაეტოვებინა გაკოტრებული პოლიტიკური სპექტრის იმედად. პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუება ქმნის დესტაბილიზაციის საკმაოდ მაღალ რისკს და, ბუნებრივია, რომ, როგორც საზოგადოება ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეძებდნენ იმ ადამიანს, იმ გუნდს, რომელსაც ექნებოდა რესურსი, სწორედ სტაბილურობის მუხტი, განვითარების მუხტი შემოეტანა, შემოეთავაზებინა, ეს იყო გადამწყვეტი”, _ გვამცნო ქალბატონმა ხათუნამ “მაესტროს” ეთერით.

საზოგადოებას რომ არ შეურჩევია პაატა ბურჭულაძე, საზოგადოება რომ, პირიქით _ გულისტკივილით შეხვდა პოლიტიკაში მის ჩართვას _ ეს არაერთმა გამოკითხვამ დაადასტურა, როცა ათიდან ცხრა რესპონდენტმა ჩათვალა, რომ ეს დიდი შეცდომაა დიდი მომღერლის მხრიდან, რომ გარედან თავსმოხვეული პოლიტიკა მას დააკარგვინებს ხალხის სიყვარულს, ისევე, როგორც ეს დაემართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავიდანვე დაუფიქრებლად, უფრო კი, ვფიქრობ, იძულებით დაჰყვა დასავლეთის ნებას _ პოლიტიკაში წასვლას და უსუფაშვილალასანიას პარტიების პარლამენტში გაყვანას, პრემიერმინისტრობიდან მალევე გადადგომას და, შემდეგ ამერიკის ელჩისრეკომენდაციებისხელისუფლებისთვის მიწოდებას.

დასავლელმა პარტნიორებმა, უფრო ზუსტად კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნამდვილად მოძებნა ასეთი ადამიანი პაატა ბურჭულაძის სახით (ისევე, როგორც 2011-ში – ბიძინა ივანიშვილი) და, რადგან გუნდსაც ეძებდნენ (დავუჯეროთ ქალბატონ ხათუნას), მისი ბირთვიც, ლაგაზიძის ჩათვლით, ამ უწყების შერჩეული იქნება უდავოდ! აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის ის, რომ პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი ამერიკის ინტერესების გასატარებლად, ნაცების გასაძლიერებლადაა შექმნილი და არა _ საქართველოს ინტერესების დასაცავად (რაღა დაგიმალოთ და მგონია, რომ, ივანიშვილის მსგავსად, ბურჭულაძეც გამოჭერილი ჰყავთ რაღაცაში ამერიკის სპეცსამსახურებს და, როგორც გაეხარდებათ, ისე გააჭენებენ).

შეიძლება პროამერიკელიც იყო და პრონაციც ან სხვა პრო. კაცია და გუნება, ამაში უცნაური არაფერია, ასეც უნდა იყოს ნორმალურ სახელმწიფოში – ყველა ადამიანი ერთნაირად ხომ არ იაზროვნებს, მაგრამ გასაკვირია, როცა მმართველი ძალა – “ქართული ოცნება” _ პრემიერ კვირიკაშვილის პირით ამბობს, არაპროამერიკულად, ანუ პრორუსულად, სანახევროდ(!) პრორუსულადაც განწყობილი არც ერთი ადამიანი არ უნდა მოხვდეს პარლამენტში ასარჩევ კანდიდატთა სიაშიო. ცუდია, ძალიან ცუდი და ქვეყნისთვის დამღუპველი, როცა პრემიერი, პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მხოლოდ პროდასავლურ კურსს გვაძალებენ და როცა ამ კურსის მართებულობაში დაეჭვებულებს (25-წლიანი მწარე გამოცდილების შემდეგ თვალახელილებს) მოღალატეებად, აგენტებად და რუსეთის მონებად (იხ. ლაგაზიძის დებატების ლექსიკონი) აცხადებენ. მაგრამ რა ქნან, როცა სხვა გამოსავალი, ანუ არგუმენტი არ აქვთ, ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე კი, სწორედ დასავლეთის მიერ დაკანონებულისიტყვის თავისუფლებიდანგამომდინარე, პასუხი არ მოეთხოვებათ! არადა, ყველას, ლაგაზიძის ჩათვლით, შევახსენებ, რომ მხოლოდ 25 წელია, რაც ნამდვილ მონებად ვიქეცით, როცა მოსახლეობის ერთი მესამედი, ორ მილიონზე მეტი ადამიანი, ავიყარეთ მამაპაპისეული მიწიდან და მოჯამაგირეებად, შავ მუშებად მოვედეთ მსოფლიოს. სწორედ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ამერიკის გავლენის სფეროში მოხვედრის შემდეგ დავჩაჩანაკდით და არა მაშინ, როცა საქართველოს ბედი ერთმორწმუნე რუსეთს დაუკავშირა მეფე ერეკლემ, რის შედეგადაც კი არ დავკნინდით, როგორც დღეს, არამედ ფიზიკურად გადავრჩით, გავმრავლდით და გავფართოვდით, ისე გავძლიერდით და ავყვავდით განათლებაკულტურასა და სპორტში, რომკოლონიზატორირუსი ხალხი შურის თვალით შემოგვცქეროდაკოლონიური უღლის ქვეშ მგმინავქართველებს!

პირდაპირ უნდა ვთქვა: მომავალი არჩევნებიდან ბევრი ფაქტორის გამო (უპირველესად, გამოკვეთილი ლიდერის არარსებობის გამო), ბევრს არაფერს მოველი. ბევრს მოველოდით 2003 წლის “ვარდების” რევოლუციისა (გადატრიალების) და 2012 წლის არჩევნების შემდეგ (აღარაფერი რომ არ ვთქვა, საზოგადოდ, ამერიკული დახმარების 25-წლიან მოლოდინზე დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს შენების საქმეში), მაგრამ ჩვენი “იონჯა არც ერთ გაზაფხულზე არ მოვა”, წელში ვერასოდეს გავიმართებით. ჩვენისთანა პატარა, 3-მილიონიან ქვეყანას ამერიკა, სურვილის შემთხვევაში, 2-3 წელიწადში დააყენებდა ფეხზე, ეკონომიკურად წელში გამართავდა და მეოთხედი საუკუნე დაჩოქილი მათხოვრის პოზაში არ გვამყოფებდა, მაგრამ ფეხზე მყარად მდგარი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველო ამერიკას (და არც არავის) არ სჭირდება, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ სხვის ხელებში არშემყურე სახელმწიფოები ისევე მიუჩენენ თავის ადგილს სხვის საშინაო საქმეებში ცხვირის ჩამყოფ ამერიკის ელჩს, “ენდიაის”, “აიარაისადა მეხუთე კოლონის ფუნქციების მქონეარასამთავრობოებს”, როგორც ეს არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ მეზობელმა აზებაიჯანმაც გააკეთა!

დასასრულ _ ისევ კრიტიკის ადრესატს მივუბრუნდები. როდესაც სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი ამდენ ლაფსუსს დაუშვებს წინასწარ მომზადებულ (ალბათ, ლაგაზიძის მიერ) ერთგვერდიან განცხადებაში, ადვილი წარმოსადგენია, რა “სასიამოვნო” სიურპრიზები გველის წინ ექსპრომტად გაკეთებულ კომენტარებში (მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტთან სავარაუდო შეხვედრის ან სექსის “სიმდიდრის” თაობაზე).

ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

იაკობ ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here