Home რუბრიკები პოლიტიკა კორცხელის ინციდენტი _ კოაბიტაციის შედეგი

კორცხელის ინციდენტი _ კოაბიტაციის შედეგი

1426

22 მაისს საქართველოს 9 საარჩევნო ოლქში (45 უბანზე) გამართულ შუალედურ არჩევნებს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53- საარჩევნო უბნის შესასვლელთან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

დაშავდა “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის, ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდნენ თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები. ნაციონალებმა თავდასხმის ორგანიზებაში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, აგრეთვე, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულეს და მათი დაკითხვა მოითხოვეს.

კახა კალაძემ და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა კი პროვოკაციის მოწყობაში “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულეს.

კორცხელის სამარცხვინო ინციდენტმა დაადასტურა, რომ არც ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს უარს იმ მეთოდებზე, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა 9 წლის განმავლობაში, და ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომნაცმოძრაობისლიდერებმა კორცხელში ის მოიმკეს, რასაც თვითონ თესდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ქვეყანაში ძალადობის ესკალაციამ შეიძლება კიდევ ერთი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს, რომელიც საბოლოოდ დაღუპავს ტერიტორიაშემოძარცვულ და გაღატაკებულ ქვეყანას, ამიტომ კორცხელის ინციდენტი აუცილებლად უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, პროვოკაციის (როგორც თვითონ განაცხადეს) აღკვეთაზეც.

კორცხელის ინციდენტის მთავარი მიზეზი იმ პროცესში უნდა ვეძიოთ, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარდა, როდესაც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ”, ქართველი ხალხის თავზე დატრიალებული უბედურებების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, ამ უბედურებების შემოქმედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოაბიტაციურ რეჟიმში დაიწყო თანამშრომლობა. შედეგად, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული და დასავლეთის მიერ წაქეზებული ნაციონალები დღეს “ქართული ოცნების” ლიდერების დაკითხვასა და გასამართლებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ კორცხელში, სადაც დაპირისპირება მოხდა, არჩევნებში მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობის” ორი წარმომადგენელი: “ნაცმოძრაობის” სახელით ვარდებულ ლაშხია და “ნაცმოძრაობიდან”, როგორც ამბობენ, “ქართულ ოცნებაში” “გადაპორტირებული” ამირან ლაგვილავა, რომელიც ნაციონალების “სრულუფლებიან” წარმომადგენელთან 11 ხმით დამარცხდა…

ამაზეა ნათქვამი: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. რა ლამაზად უცემიათ სააკას ძმები!

    დაელოცოთ მარჯვენა ვინც ეგენი გალახა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here